ზურაბ წერეთელს საქართველოში 23 აპრილს ჩამოასვენებენ

მხატვარსა და მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს საქართველოში 23 აპრილს ჩამოასვენებენ, სამოქალაქო პანაშვიდი კი 24-25 აპრილს გაიმართება.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ხელოვანს 23 აპრილს გამოემშვიდობებიან მოსკოვში, ცერემონია კი მაცხოვრის ტაძარში შედგება და მას დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
2002 წელს ის გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. ბოლო პერიოდში წერეთელი რუსეთში მოღვაწეობდა.
ზურაბ წერეთელს 26 აპრილს, ანდერძის თანახმად, დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
მოქანდაკე 22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას რუსული მედიის ცნობით, 01:30 საათზე გული გაუჩერდა. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო, 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
წერეთელი 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახლდათ. ის ასევე, 2006 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკების ავტორია, რომელიც წერეთელმა თბილისს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აჩუქა.
1745414585
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7496 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7500 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1745412495
საზოგადოებაპროკურატურამ განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2...
1745411893
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ოპოზიციის ბოლო ფაზა ერთმანეთზე დარევაა, პოლიტიკური ასპარეზიდან შარშანდელი თოვლივით გაქრებიან
„რადიკალურ ოპოზიციას როგორც მანამდე, არც ახლა არაფერი შეუძლია. ისევ მავნებლობა, დასმენა და ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა შეუძლია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარ...
1745410377
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
26 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი ვატიკან...
1745409971
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებული ელჩების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს მთავრობის მიერ განხო...