არალეგალური მიგრაციის კიდევ ერთი მსხვერპლი - 10 წლის გოგონა

დღეს, მდინარე დრაგონამ 10 წლის გოგონას ცხედარი გამორიყა. ტრაგედია სლოვენიისა და ხორვატიის საზღვართან მოხდა, როდესაც პატარა გოგონა დედასთან და სამ და-ძმასთან ერთად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა. ინფორმაციას ხორვატიის პოლიცია ავრცელებს.

გოგონა მდინარეში სავარაუდოდ გასულ ხუთშაბათს დაიხრჩო. ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიციას სწორედ ამ დღეს შეატყობინა, რომ შეამჩნიეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხორვატიისა და სლოვენიის ბუნებრივი საზღვრის, მდინარე დრაგონას გადაკვეთას ცდილობდნენ. 

პოლიცია, ადგილზე, შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა, სადაც შემზარავი სცენა დახვდათ. მათ დაინახეს ქალი, რომელიც ხორვატიის მხარეს, ჯერ კიდევ მდინარეში იყო და ხეების ფესვებს ეჭიდებოდა. ნაპირზე მას ორი, 18 და 5 წლის შვილები ელოდნენ. მდინარის მეორე, სლოვენიის მხარეს იყო დარჩენილი 13 წლის ბიჭუნა. 

ჩვენებებიდან ირკვევა, რომ 10 წლის გოგონა, რომელიც მდინარემ რამდენიმე დღის შემდეგ გამორიყა, დედას ერთი ნაპირიდან მეორეზე, მხრებით გადაჰყავდა. როგორც ჩანს, წყლის ნაკადმა გოგონა დედას გასტაცა. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792162018

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალი...

ბექა ოდიშარია

1792159555

ახალი ამბები

არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...

პროკურატურაპროკურატურა

1792157386

ახალი ამბები

ნოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...

ნოდარ ბოკერია

1792156009

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ბიზნესი

1792154901

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს

„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...

შალვა პაპუაშვილი