ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს 100-მდე პროექტს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და ჯამში, გრანტი 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება:

თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;

გორი, სამების ქ. N1;

რუსთავი, კოსტავას ქ. N20;

ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;

ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746896131

მსოფლიო

პესკოვი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პუტინის შეთავაზებაზე კიევს რეაქცია არ ჰქონია, ამიტომ ამ მხრივ სიტუაცია კვლავ წინააღმდეგობრივია

 კიევი არ გამოხმაურებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებას წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების შესახებ, ამიტომ სიტუაცია კვლავ საკამათოა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტ...

პესკოვი

1746893566

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

 სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. „10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა...

„ძლიერი წვიმა

1746891525

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიციირებდნენ ამ კანონს. იმიტომ თქვეს ევროკავშირში უარი, რომ შემდგომში საქართველოსთან აღარ ექნებოდათ სასაუბრო პირი

 მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიიცირებდნენ ამ კანონს. ზუსტად იმიტომ თქვეს ევროკავშირში ამ კანონის ინიიცირებაზე უარი, რომ შემდგომშ...

 გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე

1746890177

საზოგადოება

ჭოუ ციენი: ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

 ცოტა ხნის წინ ვესტუმრე შიდა ქართლის რეგიონს და დავესწარი ორი სოფლის საფეხბურთო მოედნის გახსნის ცერემონიას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჩინეთის მხარდაჭერით აშენდა, - განაც...

ჭოუ ციენმა

1746888199

საზოგადოება

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

 ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის...

პოლიცია