იტალია: „გამომიცხადა რომ მე უსაბუთო ვიყავი, მიჩივლებდა და დამადეპორტებდნენ“ - ემიგრანტის წერილი
ექსკლუზივის რედაქციას იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, სამი შვილის დედა, ლალი მოცრაძე დაუკავშირდა და გვთხოვა მისი ემიგრანტული ისტორიის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის გვეამბო.
მოგეხსენებათ, რომ ემიგრაციაში დამკვიდრებული პრაქტიკაა დამსაქმებლის ინსტიტუტი. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ქართველი და იტალიელი დამსაქმებლები სამსახურის მაძიებელ ქართველებს სამუშაო გარემოს სთავაზობენ. ლალის ისტორიაც დასაქმების პირობებს და დამსაქმებლის მხრიდან, როგორც თავად ლალი გვიყვება, არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება.
„მოგესალმებით ემიგრანტებო გამძლეობას გისურვებთ უცხო მიწაზე. მინდა, შევეხო ერთ ფრიად მტკივნეულ საკითხს, რომელიც იტალიაში საკმაოდ აქტუალურია - ქართველი დამსაქმებლების დამოკიდებულებას ახალჩამოსული ქალბატონების მიმართ.
პირველ რიგში, დავწერ იმას, რომ ჩვენ ემიგრანტები ისედაც სტრესის ქვეშ ვცხოვრობთ და აუცილებელია ერთმანეთს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ.
ახლა რაც შეეხება ძირითად საკითხს, ეს პირადად საკუთარ თავზე გამოვცადე. იტალიაში ჩამოვედი 2018 წლის ოქტომბერში და ორთვე-ნახევარი უმუშევარი ვიყავი. ერთმა გოგომ დამაკავშირა დამასაქმებელთან და ამ დამსაქმებელმა (რომელიც მოღვაწეობს იტალიელთან ერთად) შემომთავაზა სამსახური ლეჩეში (არადეოში) ბაბუასთან. ამ სამსახურში შემიყვანეს 2019 წლის 3 იანვარს. რა თქმა უნდა თანხა უნდა გადამეხადა, ერთი თვის ხელფასი, მაგრამ მე არჩევანი არ მქონდა და დავთანხმდი. შეთანხმება კი ასეთი იყო: ყოველთვიურად უნდა მიმეცა 200 ევრო, რადგან ცოტა ფულის გაგზავნა მომეხერხებინა შვილებთან. (700 ევროზე შემიყვანეს და ბოლოს 650 გამოვიდა ჩემი ხელფასი).
ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა ორი კვირის მანძილზე. ორი კვირის შემდეგ დამირეკა დამსაქმებელმა და მთლიანი ხელფასის გადახდა მომთხოვა. როდესაც შეთანხმება შევახსენე, გამომიცხადა რომ მე უსაბუთო ვიყავი, მიჩივლებდა და დამადეპორტებდნენ.
შემდეგ დაიწყო მუქარა იმ გოგოს მისამართით, ვინც ამ დამსაქმებელს დამაკავშირა, ჩემი როგორც ,,ურჩი'' გადამხდელის შანტაჟი და პლუს ურეკავდნენ ოჯახს და ბადანტის შეცვლას სთავაზობდნენ.
იძულებული გამხადეს ყველაფერი მეამბო ოჯახისთვის, ოჯახი მხარში ამომიდგა, რისთვისაც დღემდე მადლიერი ვარ მათი, დამიცვეს მათგან. ნუ საბოლოო ჯამში დაურეკეს ამ დამსაქმებელს და უთხრეს რომ მე მხოლოდ 250 ევროს გადავიხდიდი და თუ კიდევ შემაწუხებდნენ უჩივლებდნენ.
ალბათ წარმოგიდგენიათ რამხელა ნერვიულობა გავიარე, ოჯახი, სადაც ვმუშაობდი რომ არ დამხმარებოდა, მეც ისე გადამივლიდა თვალს არ დაახამხამებდა.
ამ პოსტს არ ვწერ იმის გამო რომ ვინმეს შევეცოდო, ეს არის მესიჯი იმ დამსაქმებლის მიმართ, რომელიც ბრინდისში მოღვაწეობს და ალბათ აღარც ვახსოვარ. უბრალოდ თუ ამ პოსტს ნახავს აუცილებლად გაახსენდება შეშინებული და დასტრესილი ლალი, რომელიც ატირებული ეხვეწებოდა, ტელეფონში ჩასარიცხი თანხა მაინც დაეტოვებინა.
მისი სახელის და გვარის დაწერისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან ხელში რეალური ფაქტები არ მიჭირავს (ძველი ტელეფონი გამიფუჭდა).
პ.ს. პოსტის მიზანია დავიცვა ახალჩამოსული, ისედაც შეშინებული ქალბატონები. თქვენ მარტო არ ხართ და როგორც შევძლებ ისე დაგეხმარებით.
შეჩერდით ვაი დამსაქმებლებო, უფალი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგაკითხავთ!
გამძლეობას გისურვებთ უცხო მიწაზე. გკოცნით და გეფერებით ჩემო საყვარელო ქართველებო.“ - წერს ლალი მოცრაძე.

ლალი მოცრაძე შვილებთან ერთად
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალია: „არ ენდოთ არავის და არ წახვიდეთ მანდ სამუშაოდ რადგან არის ძალიან ცუდი სიტუაცია“ - ემიგრაცია
1793466625
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...
1793466011
საზოგადოებალევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...
1793463904
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...
1793459017
საზოგადოებარევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება
აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...
1793456801
საზოგადოებარევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...


























