იტალიის ქუჩებში აკრძალული ქართული სიმღერა

ოთარაანთ ქვრივს ყოველთვის ერთი ქისა ჰქონდა ხოლმე იმისთვის, რომ უპოვრებს დახმარებოდა შესწეოდა.

ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ხშირად დავეხმარო ადამიანებს ისე ვაკეთებ როგორც ვახერხებ ხოლმე თუმცა კვირა და ხუთშაბათ დღეს ვიცი რაც არ უნდა მოხდეს ქუჩაში ჩემი ქართველები რომ მღერიან იმათთვის უნდა მქონდეს გადადებული, რომ შევეწიო. ხან მხოლოდ ერთია ხან ორი, გუშინ გოგონაც მღეროდა მათთან ერთად, ირგვლივ ქართველები ვიდექით და სიამოვნებით ვუსმენდით, ისინი ჩვენი ნიჭიერი ადამიანები არიან, გულზე სითბო გვეღვრება, ტანში ჟრუანტელი გვივლის ხოლმე როცა გვესმის ჩვენი ქართულის სიმღერა ამ უცხო ქვეყანაში.

"საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არის? - მღერის გიორგი და თან მადლობის ნიშნად თავს გვიკრავს ხოლმე როცა ფულს დაუდებთ მადლიერების გამოსახატავად. ახლა იკაც იქააა, იუმორს გაურევს ხოლმე და თითოეულს თავისებურად გვეფერება. გოგონას არ ვიცნობ კაფანდარაა, საყვარელი და მღერის ისე როგორც იადონი...

ჰოდა ამ ნეტარებაში ვართ ეს სიცისაგან გათანგულნი და ქართული სიმღერის მოსმენისაგან ბედნიერები რომ პოლიციამ სასტიკი აკრძალვა გამოხატა ქუჩაში სიმღერისა გამო. იქ იმ წუთს არ ვიცი რა ხდებოდა ვერ აღვწერ, შეიკრა ეს პატარა ქვეყნის შვილები ერთ მუშტად პოლიციელების წინ ვისაც როგორ შეგვეძლო ისე ვუმაგრებდით მხარს ჩვენს მომღერლებს. საბუთებს ართმევდნენ ყველას ვინც ხმას ამოიღებდა ეწინააღმდეგებოდა მათ - ნუ ჩაერევით ჩემს გამო, მე ამათთან სულ მსგავსად ვიბრძვიო, - თქვა განერვიულებულმა გიორგიმ, ის წლებია ქუჩაში მღერის და ცოლთან და დედასთან ერთად ცხოვრობს,  ზრდის შვილებს. მოკლედ ორი საათი მაინც გაგრძელდა პოლიციას და ხალხს შორის დავა. ჩვენი დამცველი ამ დროს ვინ არის ნეტა? ვფიქრობდი გულში, უსამართლოდ უკრძალავდნენ ქუჩაში სიმღერას ქართველებს?

როგორც იქნა გაირკვა ყოველივე, საბუთები დაუბრუნეს ყველას თუმცა სიმღერის უფლება მისცეს თუ არაა საკითხავია. უბრალოდ სასაცილო ის იყო ვინც ხმას ამოიღებდა ერთი ნოტით მაღლა ყველას განყოფილებაში წასვლით ემუქრებოდნენ. უკან მაინც არავინ იხევდა სიმართლის გარკვევაში.

ეჰ ჩემო საქართველო ნეტა დაგანახვა განსაცდელის ჟამს როგორ ერთ მუშტად შევიკარით აქ ამ დასალიერში შენი შვილები!

მანდ საქართველოში "სტრანიერებს",  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხელის გულზე ამყოფებთ და ჩვენ შენს შვილებს გულიდან გვიგლეჯთ. არც ჩვენს ქვეყანაში გვყავს პატრონი და აქ ხომ საერთოდ უფალია ჩვენი პატრონი და თავად ჩვენ ჩვენი თავისა.

იტალიის სახელმწიფოს ვემადლიერებით რომ მოგვცა საშუალება საბუთი გვქონდეს და კანონიერად ვიცხოვროთ ვიმუშაოთ მის მიწაზე, ეს "იაღლიშები" კი ხდება, თავის გატანა ბრძოლა არსებობისთვის, თუმცა სანამ ერთმანეთისთვის მსგავსად გვერდით დგომა შეგვეძლება მჯერა ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა. აი სიმღერის ამბავი კი არ ვიცი როგორ იქნება, იმღერებენ თუ არა ეს ნიჭიერი ქართველები ისევ ქუჩაში და გაგვითბობენ და გაგვიხარებენ კი გულს?

თეონა ჭანტურია/იტალია/ბარი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746896131

მსოფლიო

პესკოვი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პუტინის შეთავაზებაზე კიევს რეაქცია არ ჰქონია, ამიტომ ამ მხრივ სიტუაცია კვლავ წინააღმდეგობრივია

 კიევი არ გამოხმაურებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებას წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების შესახებ, ამიტომ სიტუაცია კვლავ საკამათოა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტ...

პესკოვი

1746893566

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

 სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. „10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა...

„ძლიერი წვიმა

1746891525

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიციირებდნენ ამ კანონს. იმიტომ თქვეს ევროკავშირში უარი, რომ შემდგომში საქართველოსთან აღარ ექნებოდათ სასაუბრო პირი

 მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიიცირებდნენ ამ კანონს. ზუსტად იმიტომ თქვეს ევროკავშირში ამ კანონის ინიიცირებაზე უარი, რომ შემდგომშ...

 გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე

1746890177

საზოგადოება

ჭოუ ციენი: ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

 ცოტა ხნის წინ ვესტუმრე შიდა ქართლის რეგიონს და დავესწარი ორი სოფლის საფეხბურთო მოედნის გახსნის ცერემონიას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჩინეთის მხარდაჭერით აშენდა, - განაც...

ჭოუ ციენმა

1746888199

საზოგადოება

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

 ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის...

პოლიცია