„რატომ ილანძღებით და „იფურთხებით“ იტალიელების მისამართით?! თქვენ მართლა არ იცით ესენი როგორ შრომობენ, არ გინახავთ“ - ემიგრანტის წერილი

ხშირად ემიგრანტებს შორის ცხარე კამათი და დებატები იმართება. ნაწილი მიმღები ქვეყნის მადლიერია და ყველა გამოწვევას ნორმად იღებს, ხოლო ნაწილთა აზრით მათი, როგორც ემიგრანტების ცხოვრება მძიმეა და საემიგრაციო ქვეყნის წარმომადგენლებს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ერთ-ერთმა მადლიერმა ემიგრანტმა, ლელა ხატიაშვილმა, რომელიც იტალიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში საკუთარი ისტორია გაავრცელა, სადაც ის იტალიელი ხალხის შრომისუნარიანობის და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებების შესახებ საუბრობს.
ჩვენს მკითხველს ლელა ხატიაშვილის წერილს უცვლელად ვთავაზობთ:
„დილა მშვიდობისა დედამიწის მკვიდრნო! დილის 5 ნახევარზე ვდგები სწრაფად ვიმზადებ ყავას ვიცვამ და სამუშაოდ მზად ვარ. ხილის შემფუთავ საწარმოში ვმუშაობ, ერთადერთი ქართველი ვარ! სამუშაო საათი არის 9 საათი, ვიწყებთ 6 საათზე, შემდეგ 9 საათზე ვისვენებთ 10 წუთი, შემდეგ პირველის ნახევარზე 15 წუთი არის შესვენება და ისევ ვაგრძელებთ, გაუჩერებლად, ტემპში ხილს ვაფასოებ და ვფუთავ. ერთ ადგილას ვდგავართ ხან ერთ ფეხზე ხან მეორეზე, მე არ ვწუწუნებ, უფრო სწორად როგორ დავიწუწუნო? ჩემს გვერდი 70 წლის ქალები დგანან 30 წლიანი სტაჟით, აგრეთვე მუშაობენ 23 გოგო-ბიჭები, სასწაულად ყოჩაღები არიან.
არ ვიცი, ახლა მეცინება თორემ რა არის სასაცილო, მე ისეთი მივდივარ სახლში ბალიში მახატია სახეზე, ეს ქალები მოწესრიგებულები კოხტად სპორტულად, სახეზე, თვალზე წასმული, ისეთი ხალისი და ენერგია მოდის მათგან ხოლმე, საკუთარ თავს ვეუბნები, - ლელა შენ რა ეშმაკი გკლავს? წელი, ფეხი საშინლად მტკივა ხოლმე, ესენი კიდე დაფრინავენ ხალხო! ასე რომ საკუთარ თავს ასე ვამხნევებ, არაააა!! ვერ მაჯობებთ, დედას გიტირებთ ბოლომდე ვიდგები მეც თქვენთან ერთად!
იქიდან კი როგორც გამოვალ ხოლმე ვაი დედა! ვუი დედა გამიდის! ამ ქალაქის 70 პროცენტი იქ მუშაობს ზოგი ვენახებში, ზოგი ხილის ბაღებში ზოგი კი როგორც მე უკვე საწარმოში, ასე რომ ესენი რომ ამბობდნენ არც ჩვენთვის ცვივა ციდანო, მართლა ასეა.
მუშათა კლასისთვის, ანაზღაურება 58 ევროა, მე აქ მომვლელადაც ვიმუშავე, დალაგებაზეც დავდივარ კვირას როცა ვისვენებთ, ძიძადაც. არც ფრჩხილი მიძლებს, არც დავარცხნილი თმა, სულ გიჟივით ვარ. კეთილი შურით შურს ჩემს თვალებს ვიდეოებს რომ სდებთ გრძელი ფრჩხილებით მორთულ-მოკაზმულები, მერე ეს ცეკვა ხოოო!
მარტო ეს გამაგებინეთ, რატომღა ილანძღებით და „იფურთხებით“ იტალიელების მისამართით?! თქვენ მართლა არ იცით ესენი როგორ შრომობენ, არ გინახავთ. ჩემს ჯგუფში 50 ადამიანი მუშაობს. ყველა ჯგუფს თავისი ზედამხედველი ჰყავს, ყავას რომ სვამენ ხოლმე, ყოველ დილას მეძახიან, „ჯორჯია“ მიდი შენი ყავა აიღეო. ისეთი სითბო მოდის მათგან რომ მთელი ის ცხრა საათი მყოფნის. დედა ნერვიულობს ჩემზე, - ვენები არ გამოგივიდეს, საჭმელი წაიღე. დედასაც ვუთხარი არ ინერვიულოს მართლა შინაურულად ვარ მეთქი. ვიცი ბევრს არ მოგწონთ, მაგრამ მე სულ ვამბობ და ვიტყვი - მადლობააა იტალიელებო, თუნდაც იმ ღიმილისთვის, ჩემთვის ერთი უცხოელი გოგოსთვის რომ გემეტებათ!
თურმე ესენიც ასე ამბობენ, „რასაც გასცემ“ ეგ არის ეს ცხოვრებაო, მერე ყველაფერს აქ ვტოვებთ და მივდივართო. ჰო, ასე მითხრეს. ბედნიერი დღე ყველას!“ - წერს ლელა ხატიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1744958822
ახალი ამბებიდაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...
1744958047
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას
„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...
1744956549
საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს
დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...
1744956210
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...
1744920197
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი
საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუ...