ემიგრაციაში უსაშინლესი პრობლემაა ე.წ. დამსაქმებლის ინსტიტუტი, ისინი თაღლითურად, თვეში რამდენჯერმე ყიდიან სამსახურს - ანა ბურდული

ანა ბურდულს, ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ის ემიგრანტი გახლავთ და რამდენიმე წელია, რაც იტალიაში, კერძოდ, რეჯო კალაბრიაში ცხოვრობს.

ანა, ცდილობს კეთილი საქმით დაუპირისპირდეს ემიგრაციაში არსებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომელზე კონტროლიც, სამწუხაროდ არცერთი ოფიციალური, ადგილობრივი თუ ქართული უწყების მხრიდან, გარემოებების სპეციფიკურობიდან გამომდინარე არ/ვერ ხდება.

ნებას მიშვებული სოციალური კლასი, თვითნებური გადაწყვეტილებების საფუძველზე განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, რომელზედაც, ხშირად ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

გთავაზობთ, ანა ბურდულის წერილს, რომელიც მან რედაქციას მოაწოდა.

ანა ბურდული: ემიგრაციაში უსაშინლესი პრობლემაა დამსაქმებლის ინსტიტუტი, მაშინ, როდესაც ისინი თაღლითურად თვეში რამდენჯერმე ყიდიან სამსახურს ერთი თვის ხელფასის წართმევით დასაქმებულისთვის. ამას ემატება ბინაში ხანგრძლივად გამომწყვდევით, ქირის ფულის წაგლეჯვა და ეს ორი ერთიანად წელში წყვეტს, ჩვენს არალეგალ თუ ლეგალ ემიგრანტებს, ვინც ნებით თუ უნებლიეთ მათ ხელში ვარდება.

ეს პრობლემა არ არის მხოლოდ სამხრეთ იტალიის პრობლემა, სცდება მის საზღვარს და ჩრდილოეთით ამ ბიზნესს, ეგრეთ წოდებული ოფისები „აგენციები“ აწარმოებენ. ყალბი ხელშეკრულებებით ატყუებენ დასასაქმებელ პირს, ატყუებენ ხელფასის ოდენობას, დამსაქმებელს ართმევენ სრულ ხელფასს და ბევრად ნაკლებს უხდიან დასაქმებულს და ეს გრძელდება თვეების მანძილზე.

სამხრეთ იტალიაში, კალაბრიაში დავიწყე ვირტუალური ჯგუფის შემოკრება ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენ მეზობელი რეგიონებიდანაც გამოვიხსენით ემიგრანტები, ასეთი თაღლითური სქემიდან, სადაც დამსაქმებლის ტერორით ინფარქტამდე იყო მისული მათი ჯანმრთელობა.

ჯგუფის სამუშაო პროგრამა მარტივია. ჩვენ ვაძლევთ ერთ ვაკანსიას ემიგრანტს. თვითონ ეცნობა და ეწყობა სამუშაოზე უანგაროდ!!! და მას შემდეგ, ერთ ვაკანსიას თვითონ გვაწვდის, კიდევ ერთი ქართველის სასარგებლოდ ასევე უანგაროდ!!!

აღმოჩნდა, რომ იმუშავა ამ პროგრამამ. ერთს კი არა და იმდენს გვაწვდიან რაც ხელთ უვარდებათ!
ჯგუფს ჰქონდა პრობლემები. ხშირად გავხდით ასეთივე დამსაქმებლის სამიზნე და გაიტყუეს ვაკანსიები, მაგრამ სიკეთე ხომ ვიცით, თუ აიგორგლა, აზვავდება და მიდის თვითდინებით და მინდა ყველას კართან მიგორდეს ეს შუქიანი გორგალი, რომ თვალებიდან გამოიხედონ, ისედაც დარდით დამძიმებულმა გოგოებმა და ბიჭებმა და გზა გაეხსნათ სამუშაოზე შესასვლელად. მათ უკან ხომ ოჯახები დგანან...

მეგობრებო, ჩვენ დავიწყეთ და თქვენ გაგვაგრძელეთ...
ერთმანეთის მხარდამხარ თავადვე ვუშველოთ საკუთარ ემიგრანტულ გზას.
ასევე, როგორც სჩვევია სიკეთეს, კატალიზატორივითაა, თუ სადმე ჩაგრული და დამქირავებლისგან შრომით ტრეფიკინგში მყოფი თანამემამულე იპოვა, ყველას კართან თუ ვერა, ბევრთან მივიდა და უთხრა, არ ღირს, გამოდი და ჩაები ჩვენს ფერხულში, დაგაბინავებთ მშვიდ სახლში, დაგახმარებთ ტრანსპორტს, მოგიძებნით ახალ სამუშაოს და შემდეგ, შენ გაგვაგრძელე....

დიახ, სულ ეს იყო ამ დილას რაც მინდოდა მეხარებინა..
გაგვაგრძელეთ!
„კეთილმან სძლიოს სიკეთით“.

(ჯგუფი--"1+1 ვაკანსია უანგაროდ"
თქვენს გვერდითაა: ნინო, თიკა, თიკო, ნინა, სოფო, მაკა, ლალი, შორენა, ნატა, ნათი... ბევრნი ვართ...) - გვწერს ანა ბურდული. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “ვუყურებდი უდანაშაულოთა ხოცვა-ჟლეტის სურათს და ვხვდებოდი რომ…” - ემიგრანტი იტალიიდან

📌 იტალია უკრაინელ ლტოლვილებს თვეში 300 ევროს გადაუხდის

📌 იტალიაში თავშესაფრის მოთხოვნა, ნებისმიერი ეროვნების მქონე პირს შეუძლია - უკრაინელი ლტოლვილების გამო პროცესი არ დაიბლოკება

📌 ავარიას ჩვილი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791387329

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.  აღსანი...

ტატო გრიგალაშვილი

1791385727

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...

შალვა პაპუაშვილ

1791384011

ახალი ამბები

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

პროკურატურა პროკურატურა

1791383309

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ

1791383197

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...

ნიკოლოზ სამხარაძე