„ვტიროდი, იტალიელი ქალბატონი მაკვირდებოდა - უკრაინელი ხარ?! - არა ქართველი! საოცარი ერი ხართ ეს ქართველებიო“ - ემიგრანტის წერილი
ორი დღეა, რაც მსოფლიო ახალ რეალობაში, ყველაზე ცუდის სცენარის განვითარების მოლოდინში ცხოვრობს. ცივილიზებული სამყარო ომზე ალაპარაკდა, ომზე, რომელშიც გამარჯვებული არასდროს არცერთი მხარე არ არის.
იტალია, დანარჩენი ქვეყნების მსგავსად ნეიტრალურ პოზიციებს ირჩევს და მხოლოდ სანქციებით შემოიფარგლება. მსოფლიოს ლიდერების გადაწყვეტილებების მიღმა, რომლებმაც დუმილი არჩიეს, მილიონობით ადამიანი განიცდის და გლოვობს დაღვრილ სისხლს.
ჩვენს, მკითხველს ემიგრაციაში მყოფი რიგითი ქართველის, ქეთი რევიშვილის წერილს ვთავაზობთ, რომელიც ფიქრობს, რომ გამოსავალი ადამიანთა ერთობაშია.
“მეტროში დავჯექი თუ არა გავხსენი ახალი ამბებისთვის ტელეფონი და საშინელება ვიდეოებს გადავაწყდი მაშინვე, თუ როგორ ბომბავს უკრაინას პუტინი... ვინც მიცნობს იცის,რომ მე და ტირილი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ გაივსო თვალები ცრემლებით...
იტალიელი ქალბატონი მაკვირდებოდა ალბათ, მოვიდა და ხელსახოცი მომაწოდა კითხვით:
- უკრაინელი ხარ?!...
- ქართველი!...
საოცარი ერი ხართ ეს ქართველებიო, - მითხრა და მომეფერა...
კითხვითვე მივუბრუნდი :
- იცნობთ ქართველებს?!...
- შვილის ძიძა მყავს ქართველი და დილიდან ცრემლიანი თვალებით შემოაღო კარი, ძალიან განიცდიდა უკრაინის ამბავსო...
ჩაერთვნენ დანარჩენი მგზავრებიც,ბევრმა იტალიელმა გამოთქვა მწუხარება, პუტინის არაადამიანობაზე. ერთმა მამაკაცმა კი თქვა :
- ახლა თუ ევროპა უკან დაიხევს და შეშინდება, ხვალ პუტინი იტალიასაც მოითხოვს, საფრანგეთსაც, გერმანიასაც და მთელ დედამიწასაც დაიპყრობსო!...
ძალიან იმედიანი ჩამოვედი მატარებლიდან, არ მეგონა ასე ბევრი თუ იყო უკვე რუსეთის სითავხედით გადაღლილი... მაგრამ ნეტა ვინ რას გახდება იმ სატანასთან?!...
უფალო შენ დაიფარე მთელი სამყარო და გვაშორე განსაცდელი... მშვიდობა და ჯანმრთელობა გვქონოდეს მთელ დედამიწას ადამიანებო, ყველაზე მთავარი ესაა, ფული ხან გვექნება ხან არა...
მაგრამ თუ მშვიდობა და ჯანმრთელობა არ გვექნა, ფულითაც ვერაფერს გავხდებით!...
უფალი გვფარავდეს ყველას განურჩევლად ეროვნებისა...“ - წერს ემიგრანტი.
სხვა სიახლეები:
📌 რუსეთის ტანკების შესაჩერებლად უკრაინელები ხიდებს აფეთქებენ
1794725695
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...
1794723411
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...
1794723354
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა
საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...
1794722843
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...































