Exclusivetv.ge-ს ჟურნალისტის, ნინა მამუკაძის კითხვა ტოსკანას პრეზიდენტს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (ვიდეო)
იტალიაში, ფლორენციის პროვინცია სკანდიჩის მთავარ მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომელსაც ტოსკანას არაერთი ქალაქის მერი, ადგილობრივი მოსახლეობა, იტალიაში მცხოვრები უკრაინელები და ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტი, ეუჯენიო ჯანი ესწრებოდნენ. აქციაზე მკვეთრად და ცალსახად დაფიქსირდა უკრაინის მხარდაჭერა, პუტინის დიქტატორული პოლიტიკის მიუღებლობა და რუსეთის სასწრაფოდ შეჩერების აუცილებლობა.
აქციის დასასრულს, ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტმა ეუჯენიო ჯანიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომელსაც შეკითხვა ექსკლუზივტვ-ის ჟურნალისტმა და იტალიის ბიუროს ხელმძღვანელმა ნინა მამუკაძემაც დაუსვა. შეკითხვა რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ეხებოდა.
ეუჯენიო ჯანო: „ჩვენ ვიმყოფებით წინააღმდეგობისა და გამძლეობის სახელობის მოედანზე და ეს გვახსენებს ჩვენს წიანააღდეგობასა და გამძელობას ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ. პუტინმა სწორედ ნაცისტური ქმედებები გამოავლინა უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და გამოვიდეთ ბურუსიდან. ევროპის გულში ხედავს ერი, რომელიც ილტვის თავისუფლებისკენ და რომელმაც აირჩია საკუთარი ხელისუფლება, როგორ იჩაგრება მეორე ერისგან, რომლის მმართველიც იქცევა დიქტატორივით და დამპყრობელივით, ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. იტალიის კონსტიტუცია უარყოფს წინააღმდეგობების გადაჭრას ომის გზით. სწორედ ამიტომ ვართ ძლიერები რომ განვაცხადოთ, დავამტკიცოთ მშვიდობა ჩვენ მიერ უკრაინელი ერისადმი სოლიდარობის გამოცხადებით.“

კითხვაზე, თუ რამდენად იმოქმედებს ევროპის მიერ დაანონსებული სანქციები ტოსკანას ეკონომიკაზე, რეგიონის პრეზიდენტმა, შემდეგი პასუხი გასცა - „ვიცი, ეს ჩვენი რეალობაა, მაგრამ სხვაგვარად არ შეგვიძლია მოვიქცეთ. ეს არის ბერკეტი, რომელსაც შეუძლია პუტინის დაჩოქება. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა განადგურებულია, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ უკრაინის დაპყრობა და ამ ომის წარმოება დაიწყო ხალხის ყურადღების გადატანის გამო, რადგან გვახსოვს, მისი პროპაგანდა ვაქცინა „სპუტინიკის“ ირგვლივ, რომელიც მთლიანად ჩავარდა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდმა სწორედ რუსეთში მიაღწია. ისე ჩანს, რომ რუსეთის მოსახლეობა მშიერია და პუტინმა სწორედ ყურადღების გადატანის გამო დაარტყა უკრაინას. სწორედ ამიტომ სანქციებმა შესაძლოა გაამართლონ, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ ვიწვნიოთ, მაგრამ არა ისე მწვავედ, როგორც საწყალი უკრაინელი ერი წვალობს, რომელიც რუსული ჯავშანტექნიკისა და ბომბების ზემოქმედების ქვეშაა. ამ მომენტში სოლიდარობა მშვიდობისა და დემოკრატიის სახელით, აუცილებელია.“
ჩვენი ჟურნალისტი პრეზიდენტს ჩაეკითხა, თუ რამდენად შეაჩერებდა პუტინს სანქციები, მით უმეტეს, რომ თავის დროზე საქართველოს შემთხვევაში ამ ყველაფერმა არ იმოქმედა. ეუჯენიო ჯანიმ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია რუსეთის შესაჩერებლად.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 EuropaToday - “ის რაც ხდება უკრაინაში უკვე მოხდა საქართველოში! ვინ იქნება შემდეგი?”
📌 იტალიის პრემიერი: "იტალიის მთავრობა გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე"
1787149322
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. „მსჯავრდებული ნანა სანდერი სასჯელს იხდის N5 ქ...
1787148101
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე გიორგი ახობაძეზე: ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ
„ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გიორგი ახობაძესთან დაკა...
1787147276
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ გახმოვანდა
„ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ ახლა გახმოვანდა ამ ადამიანის მხრიდან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარ...
1787146565
ახალი ამბებიშსს: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა სიმართლეს არ შ...
1787145501
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6145 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...































