ათენის პოლიციამ 60 წლის კაცი დააკავა, რომელსაც 14 წელი ჰქონდა მისჯილი და ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა

საბერძნეთში 60 წლის კაცი დააკავეს, რომელსაც 14 წელი ჰქონდა მისჯილი და ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კაცს 5 გამამტყუნებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი.

მათ შორის, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების მუდმივი გადაუხდელობა, ფიქტიური და ყალბი საგადასახადო ინფორმაციის გაცემა-მიღება.

"დაკავებული მართავდა კომპანიას, რომელიც აწვდიდა ნედლეულსა და სახარჯო მასალას სასტუმროებსა და რესტორნებს, სახელმწიფოსთვის საჭირო გადასახადების გადახდის გარეშე", - წერს გამოცემა.

დაკავებული ათენის პოლიციაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "სავარაუდოდ, ფილტვები გაეთიშა" - საბერძნეთში ახალგაზრდა ემიგრანტი ქალი დაიღუპა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745048475

მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

 გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...

კანადის პრემიერ-მინისტრი

1745048027

ახალი ამბები

მამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...

 თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლს ქადაგებისას მიმართა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი თუ თუ ჯვარცმას არ გაივლის, მის ცხოვრებაში აღდ...

მამაო

1745042779

ახალი ამბები

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება

 მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,...

წმინდა ცეცხლი

1745009610

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნ...

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

1745008023

ახალი ამბები

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...

მოძრაობა