მძიმე კოვიდ ვითარება საბერძნეთში და ახალი ზომები, რომელიც ძალაში დღეიდან შედის
საბერძნეთის მთავრობა, ქვეყანაში მიმდინარე კოვიდ ვითარებას უკიდურესად მძიმედ აფასებს. მხოლოდ გუშინ, ქვეყანაში კორონა ვირუსის 28.828 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან ძალაშია ყველა ის კოვიდ რეგულაცია, რომელიც 3 იანვრიდან იგეგმებოდა.
უკვე დღეიდან, საბერძნეთის ყველა გასართობი ცენტრები და სარესტორნო ქსელები იმუშავებენ 24:00 საათამდე. მოემსახურებიან მხოლოდ მაგიდებთან მსხდომ კლიენტებს (იკრძალება ფეხზე დგომა). თითო მაგიდასთან დასაშვებია მხოლოდ 6 ადამიანის განთავსება.
ახალი გადაწყვეტილებით იკრძალება მუსიკაც.
გამონაკლისი იქნება მხოლოდ ახალი წლის ღამეს. 31 დეკემბერს სარესტორნო ქსელები 02:00 საათამდე იმუშავებენ თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ზომების დაცვით.
სუპერმარკეტებში, საჯარო ტრანსპორტში ასევე კვების ობიექტებსა და ხალხმრავალ ადგილებში სავალდებულოა ორმაგი ან გაძლიერებული დაცვის მქონე (N95) პირბადის გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ზომები გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი შეიცვლებიან მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად.
ლელა გაბელაია. საბერძნეთი.
1792135570
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ
იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ. ამიტომ ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, - განაცხადა საგა...
1792134893
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშ...
1792134377
საზოგადოებაირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...
1792132662
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უ...
1792132549
ახალი ამბებითბილისში, მოსკოვის გამზირზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-...





























