ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონი“ ქართველ და ბერძენ მაყურებელს ნამდვილი დღე-სასწაული აჩუქა

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონი“ ქართველ და ბერძენ მაყურებელს ნამდვილი დღე-სასწაული აჩუქა!

9 ივლისს, ქალაქ კატერინში, ოლიმპოსის მთის ძირში, საზეიმოდ გაიხსნა ბერძნული ფესტივალი „ოლიმპოსის“ კულტურული პროგრამა ერისიონი Erisioni-ს საოცარი წარმოდგენით.

კონცერტი ჩატარდა საქართველოს საელჩოსა და „ოლიმპოსის“ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის „ორფეოსის“ მრავალთვიანი თანამშრომლობის შედეგად და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ს მხარდაჭერით.

საღამო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. კატერინის მერმა კონსტანტინოს კუკოდიმოსმა აღნიშნა, რომ ის კარგად იცნობს საქართველოს, რომელთანაც საბერძნეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს, თუმცა, „ოლიმპოსის“ ფესტივალი, თავისი 52 წლიანი ისტორიის მანძილზე, პირველად მასპინძლობს ქართულ ანსამბლს. 

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დარეჯან მუმლაძე. მან მადლობა გადაუხადა პიერიის ოლქის გუბერნატორს, ქალაქ კატერინის მერს და ფესტივალის ხელმძღვანელობას მასპინძლობისთვის და თანამშრომლობისთვის. ისაუბრა ქართული ხალხური ცეკვისა და პოლიფონიის ისტორიაზე, ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ მაღალ პროფესიონალიზმს და ქართულ-ბერძნული ურთიერთობების კიდევ მეტად გასაღრმავებლად მსგავსი დონის კულტურული ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას.  

ბერძენ მაყურებლებთან ერთად, კონცერტს ესწრებოდნენ ათენისა და თესალონიკის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ქორეოგრაფიული ანსამბლების და შემოქმედებითი ჯგუფების აღსაზრდელები და პედაგოგები. ის საოცარი მუხტი, რომელიც ამფითეატრში იგრძნობოდა, სწორედ ჩვენი პატარა თანამემამულეების სიხარულითა და ემოციებით იყო გამოწვეული. ახალგაზრდა მოცეკვავეებისთვის და მომღერლებისთვის, რომლებიც ქართულ ცეკვასა და სიმღერას საზღვარგარეთ ეუფლებიან, „ერისიონის“ წარმოდგენაზე დასწრებას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ამისათვის საქართველოს საელჩო მადლობას უხდის საქართველოს ბანკი • Bank of Georgia-ს, რომლის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საელჩოს ინიციატივის განხორციელება. CAUCASUS-Cultural Centre /ათენის კულტურის ცენტრი «კავკასია» ქართული ცეკვის ანსამბლი ათენში “ივერიელები” პეგასი. მერანი ქართულ-ბერძნული თეატრალური კულტურული ორგანიზაცია "დიონისე" Ensemble Armaziანსამბლი კავკასია

ქართული დიასპორული შემოქმედებითი ჯგუფები და ქორეოგრაფიული ანსამბლები ლეგენდარულმა „ერისიონმა“ სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. Ivane Chkhaidze-მ მათ საქართველოს დროშები გადასცა „ერისიონის“ ხელმძღვანელებისა და ყველა წევრის ხელმოწერით.  

„ორფეოსის“ ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი, ახლო მომავალში საქართველო „ოლიმპოსის“ ფესტივალზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746960692

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

 „ქართული ოცნება“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი გაბუნიამ...

გიორგი გაბუნია

1746956869

ახალი ამბები

თბილისის ერთ-ერთ ბარში 30 წლამდე კაცი მოკლეს

თბილისში, გამთენიისას ერთ-ერთ ბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, მოკლულია 30 წლამდე კაცი. გარდაცვლილს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძი...

პოლიციაპოლიცია

1746955922

მსოფლიო

ტრამპი: ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ჩინეთთან შვეიცარიაში, ბევრი რამ განვიხილეთ, ბევრ რამეზე შევთანხმდით, დიდებულ პროგრესს მივაღწიეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების გადატვირ...

დონალდ ტრამპი

1746955762

ახალი ამბები

ხაშურში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის კაცი დააკავეს. არსებული ცნობით, ბრალდებული კაცი მუსიკის მასწავლებელია. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკო...

დანაშაული

1746951225

ახალი ამბები

ბათუმში ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება - დაშავებულთა ჯანმრთელობას კი, საფრთხე არ ემუქრება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში უამინდობის გამო ქალაქში შექმნილი პრობლემების თაობაზე ახალი შეტყობინებები ღამის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, ხოლო ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღი...

ბათუმიბათუმი