როგორ ამოვიცნოთ „ომიკრონის“ შტამი
კორონავირუსის, Omicron- ის შტამით ინფიცირების შემთხვევაში, ზოგიერთი ადამიანი, შემოწმების შემდეგ შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ აღმოჩნდეს კოვიდ დადებითი. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ყველაზე ხშირი სიმპტომი, რომელმაც შეიძლება მიგანიშნოთ, რომ თქვენ SARS-CoV-2-ის ამ კონკრეტული ვარიანტთან გაქვთ საქმე.
Omicron- ის შტამი ხშირ შემთხვევაში ვლინდება უბრალო გაციების დონეზე, განსაკუთრებით ვაქცინირებული მოქალაქეების შემთხვევაში, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება კონტაქტი იმუნურად დაუცველ ადამიანთან ის შეიძლება გაცილებით სერიოზულად დაავადდეს, სწორედ ამიტომ სასარგებლოა ვიცოდეთ იმ ნიშნების შესახებ, რომლებიც მიგვითითებენ, რომ შეიძლება ვიყოთ Omicron-ის მატარებლები.
ექსპერტების მოსაზრებით, „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელია ორი ძირითადი სიმპტომი: გამონადენი ცხვირიდან და თავის ტკივილი.
"სურდო და თავის ტკივილი მრავალი ინფექციის სიმპტომია, მაგრამ ისინი ასევე არიან Covid-19-ის თვის მახასიათებელი სიმპტომები. ამიტომ, თუ გაქვთ ეს სიმპტომები, მოგიწოდებთ, გაიკეთოთ სწრაფი ტესტი, ორი 24 საათის განმავლობაში“- აღნიშნავს გაზეთ Independent-ში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის, ეპიდემიოლოგიისა და ჯანმრთელობის პროფესორი აირინ პიტერსენი.
როგორც ცნობილი, საერთო ჯამში Omicron-ის შტამისთვის მახასიათებელი, ყველაზე ხშირი, დაახლოებით 20 სიმპტომი გამოვლინდა.
ბრიტანეთის Zoe Covid-ის აპლიკაციაში, Omicron-ის შტამით ინფიცირებული პაციენტების მიერ მითითებულ სიმპტომების პირველ ხუთეულში შედიან: გაციება, თავის ტკივილი, დაღლილობა, ცემინება და ყელის ტკივილი. ასევე ხშირი სიმპტომებია : ხმის ჩახლეჩვა, თავბრუდახვევა, მადის დაკარგვა და დეპრესია.
ასევე როგორც ცნობილია, ომიკრონის სიმპტომები დელტასთან შედარებით უფრო სწრაფად ვლინდება და შედარებით მოკლეა მისი ინკუბაციური ( ანუ ფარული) პერიოდი.
დიდი ბრიტანეთის პირველი ოფიციალური ანგარიში ცხადყოფს, რომ კორონავირუსის დელტას შტამთან შედარებით, ომიკრონის შტამის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის რისკი 50%-დან 70%-მდე დაბალია.
ასევე საინტერესოა
🔴საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილმა, დღეს ნათლისღების დღესასწაული აღნიშნა (ვიდეო)
🔴ქართველი ემიგრანტი ბერძნული მასტერ შეფის მეორე ტურში გადავიდა ( ვიდეო)
1793472591
საზოგადოებალევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...
1793467771
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა
ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...
1793466625
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...
1793466011
საზოგადოებალევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...
1793463904
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...


























