საბერძნეთში 41 წლის ქართველი კაცი საკუთარი ცოლის და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (ვიდეო)
საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი საკუთარი ცოლის და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შაბათს საღამოს 41 წლის კაცი ცოლ-შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როდესაც უცნობმა შენიღბულმა პირმა, საცხოვრებელი კორპუსის წინ, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-5 ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პირველადი მონაცემებით მკვლელობის მიზეზად პირადი ანგარიშსწორება მოისაზრება.
ტრაგიკული შემთხვევა საბერძნეთის დედაქალაქში მოსხატოში ტაქსიარხონის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აწ გარდაცვლილის მეუღლე შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის მეგობრები და ნათესავები, რომელთაც მომხდარის დაჯერება უჭირთ.
1784295368
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ნიკა გვარამია არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტრაგედიის მონეტიზაცია განახორციელა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველო...
1784294939
ახალი ამბებისგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების...
1784294093
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: პროექტები, რომლებიც უკრაინაში განხორციელდება, იქნება კომერციული პროექტები, რომლებიც შემოსავალს მოუტანს კონკრეტულ ფირმებს, ამაში არაფერია გასაკვირი, უბრალოდ გვარამიას იმაზე წყდება გული, რომ თვითონ არ ექნებათ წილი
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე საუბრისას ოპოზიციის ფინანსურ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი...
1784293767
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6327 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6333 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784292857
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია, სადაც უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღ...






























