საბერძნეთში, სანაპიროზე, მძიმედ დაშავებული პატარა ვეშაპი გამოირიყა
უჩვეულო შემთხვევა დაფიქსირდა ათენის გარე უბანში, კერძოდ ალიმოს სანაპიროდან რამდენიმე მეტრში, პატარა ვეშაპი აღმოაჩინეს, რომელიც როგორც ჩანს მძიმედ არის დაშავებული.
ადგილზე იმყოფებიან ვეტერინარები და მყვინთავები, რომლებიც ორიენტაცია დაკარგული ვეშაპის დახმარებას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით პატარა ვეშაპი, ჯერ კიდევ გუშინ იმყოფებოდა ზღვის პირას, სადაც წყლის დონე დაბალია, მისი უსაფრთხოების მიზნით, დახმარება გაუწიეს და სიღრმეში გადაიყვანეს, თუმცა პატარა ვეშაპმა ისევ ნაპირისკენ გამოცურა.
საზღვაო ბიოლოგიის პროფესორმა, კუცუბასმა ტელეკომპანია SKAI-სთან საუბარში განაცხადა, რომ ეს ცხოველები ხშირად იღებენ დაზიანებებს გემის პროპელერებზე მოხვედრით, პროფესორი არ გამორიცხავს რომ პატარა ვეშაპს სწორედ ასეთი დაზიანება ჰქონდეს მიღებული და თანაც საკმაოდ სერიოზული.
მან ასევე განმარტა, რომ ვეშაპი საერთოდ არ არის საშიში და ის ერთ-ერთი დაცული სახეობის წარმომადგენელია.
პატარა ვეშაპს, შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩასატარებლად სისხლი უკვე აუღეს.
როგორც პროფესიონალები აღნიშნავენ პატარა ვეშაპის მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ის ძალიან იტანჯება.








ასევე საინტერესოა
🔴 საბერძნეთში, 2000 ევროს ოდენობის კომპენსაციის, თაღლითური გზით მითვისების მცდელობა დაფიქსირდა
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































