ტრაგიკული შემთხვევა საბერძნეთში - ერთი ჭიქა წყლის გამო, შვილიშვილმა ბებია მოკლა
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა გუშინ საბერძნეთში კერძოდ კავალაში. 23 წლის კაცს საკუთარი ბებიის მკვლელობა ედება ბრალად. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ბებია ცემაში შემოაკვდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელობა უმნიშვნელო მიზეზის გამო მოხდა. როგორც ცნობილია 83 წლის ქალს, კვირას გვიან ღამით გაეღვიძა და შვილიშვილს ერთი ჭიქა წყლის მიტანა სთხოვა, რამაც როგორ ჩანს ახალგაზრდა კაცის გაღიზიანება და მდგომარეობიდან გამოსვლა გამოიწვია, რის შემდეგაც ის სასტიკად გაუსწორდა ბებიას.
ბერძნული მედია წერს, რომ 23 წლის შვილიშვილი ბებიას შაბათ დილის 4 საათამდე სცემდა, რასაც მოხუცმა ქალმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.
23 წლის კაცი, როდესაც მიხვდა რომ ბებია აღარ სუნთქავდა, დამკრძალავ ბიუროში დარეკა და განაცხადა, რომ ბებია წაიქცა, რამაც სავარაუდოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია.
დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელს ვითარება საეჭვო ეჩვენა და ახალგაზრდას უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში ადგილზე პოლიცია და ექიმი უნდა გამოეძახებინა.
ადგილზე მისულმა პოლიციელებმა, როდესაც მოხუცი ქალის ცხედარი ნახეს თავიდანვე გამორიცხეს, რომ ქალის სიკვდილი წაქცევით იყო გამოწვეული. მოგვიანებით, კი ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის სასტიკად იყო ნაცემი.
როგორც ცნობილია 23 წლის კაცს აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები.
კავალას უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, მკვლელობის ჩამდენი 23 წლის კაცია, რომელმაც ექსპერტიზის შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა.
Kavalanews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, პოლიციაში, მეზობლებისგან 40-ზე მეტი საჩივარია შეტანილი.
ადვოკატის განცხადებით, კაცი არის, სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი, რომელიც წესით ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა ყოფილიყო მოთავსებული.
ახალგაზრდა კაცი დაკავებულია და ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.
ასევე საინტერესოა
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...
1792825861
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...
1792823174
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...
1792821976
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში
24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...
1792787300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...






























