14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამემ საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინონ. მგზავრობის დროს ყურადღება წამითაც არ მოადუნოთ - შესაძლებელია უსიამოვნებები და შეფერხებები. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები, ესაუბრეთ ნათესავებს და უარი არ თქვათ დასვენებაზე, თუ ამის საჭიროებას გრძნობთ.

კურო

ამ დღეს ბევრი შეხვედრა და ახალი ხალხის გაცნობა გელით. შესაძლოა, იპოვოთ პასუხები იმაზე, რაც დიდი ხანია, გაწუხებთ ან გაინტერესებთ. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას – გამორიცხული არ არის, რომ უხარისხო საკვებმა მოწამვლა გამოიწვიოს.

ტყუპები

ეცადეთ, თქვენი პიროვნული ხიბლი საქმიან მოლაპარაკებებში თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. უფრო ხშირად ისაუბრეთ ოპონენტებისთვის საინტერესო თემებზე. და თქვენთვის საჭირო დისკუსიები არაფორმალურ, მშვიდ გარემოში გამართეთ. დღეს წარმოშობილ პრობლემებს მარტო არ უნდა შეეჭიდოთ, მით უმეტეს, რომ კოლეგები მზად არიან დასახმარებლად.

კირჩხიბი

სწორად დასმული კითხვების და ცნობისმოყვარეობის დამსახურებით ამ დღეს ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ. თქვენი კომუნიკაბელურობა საჭირო ადამიანებს მიიზიდავს. ახალი პროექტების დაწყება სხვა დროისთვის გადადეთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ სამსახურში რეპუტაცია აიმაღლოთ.

ლომი

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილებებისთვის. ნუ შეგაშინებთ ახალი ადამიანების გაცნობა - ჰოროსკოპი ამბობს, რომ ზოგი მათგანი მალე თქვენი ახლო მეგობარი გახდება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. უჩვეულოდ კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, გასააზრებლად და გადასაცემად.

ქალწული

მოერიდეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ოჯახის წევრების და ახლობელი ადამიანების რჩევები და მხარდაჭერა ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. ამ დღეს გაცნობილმა ადამიანმა შეიძლება თქვენი მოტყუება ან თქვენით მანიპულირება სცადოს. ეცადეთ, თქვენი ყველა მოქმედება კარგად გააზრებული იყოს. ერიდეთ ხმაურიან შეკრებებს და ალკოჰოლურ სასმელებს.

სასწორი

ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში დადებითი მხარეები ეძებოთ. თამამად იმოქმედეთ, რომ პრობლემების გადალახვა და სასურველის მიღწევა შეძლოთ. ცვლილებების ნუ გეშინიათ - მათ შეიძლება განვითარების ახალ საფეხურზე აგიყვანონ. პარტნიორული ურთიერთობები დღეს ნაყოფიერი იქნება.

მორიელი

ამ დღეს დილიდან უნდა იაქტიუროთ. წარმატებული დღეა თვითშეცნობისა და განათლებისათვის. კარგი იქნება, თუ საღამოს ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ - იგრძნობთ, რომ ეს ადამიანები თქვენთვის სამყაროში ყველაზე ძვირფასები არიან. რთული დღის ბოლოს ვარჯიში ან პარკში სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მეტის სანახავად გადადით ბმულზე:

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1731564872

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩოხატაურთან იყო.  სეისმოლოგების ცნობით, თბილისის დროით 00:27 საათზე დაბა ჩოხატაურის სამხრეთი...

ააა

1731531014

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 14 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.  კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: ნაძალადევის და დიდუბის რაიონე...

შუქი

1731526275

სოციალური მედია

„ასე უმღერა კვარამ ნიცას სერენადა“ - რა ვიდეო ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის შვილის ნათლობიდან?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა მეუღლემ ნიცა თავაძემ შვილი, პატარა დამიანე მონათლეს.   კადრები, რომელსაც ნიცა თავაძე გვიზიარებს ჩანს, რომ წყვილმა შვილის გაქრისტი...

ხვიჩა კვარაცხელია

1731521958

საზოგადოება

„უფალმა ინებოს, რომ წმინდა ასი ათასი მოწამის სულიერი მემკვიდრეები გავხდეთ რწმენასა და ქრისტესადმი სიყვარულში“ - მეუფე შიო

„წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას“, - ამ სიტყვებით მ...

ლლლ

1731519610

სოციალური მედია

„საქართველო არასდროს არ დაეცემა, სანამ ქრისტეს გზით ივლის...“ - ზურა ხაჩიძე 100 ათასი მოწამის ხსენების დღეზე

მომღერალი და პოლიტიკოსი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად იგი 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს ეხმაურება და წერ, რომ საქართველო არასოდეს დაეცემა:  „სა...

მომღერალი ზურა ხაჩიძე