„ადამიანებთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ და თუ შესაძლებლობა გაქვთ განმარტოვდით“ - 13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან
ვის მოუტანს წარმატებას საქმიანი მოლაპარაკებები და ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენლებს ელით არაერთი სიახლე ცხოვრებაში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღის ანუ 13 ნოემბრის მმართველი პლანეტა მერკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღე ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ასტროლოგი გვირჩევს, რომ დრო პოზიტიურად და ჰარმონიულად გავატაროთ.
♈ ვერძი
შესაძლოა შეგხვდეთ გარკვეული წინააღმდეგობები, რომლებიც ხასიათს გაგიფუჭებთ. ასევე დაგადანაშაულებენ უსაფუძვლოდ. ეცადეთ ამას ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან თქვენი სიმართლე მაინც დამტკიცდება. დადებითი დღე გელით პირადი ურთიერთობების კუთხით. შეგიძლიათ თქვენი მეორე ნახევარი გაახაროთ და მისგანაც ელოდოთ სიურპრიზს.
♉ კურო
თქვენთვის ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება სხვა და სხვა მიმართულებით. განსაკუთრებით მოლაპარაკებების კუთხით. გამოიჩინეთ ინიციატივა და იყავით ლიდერები, რაც საშუალებას მოგცემთ სიტუაცია სათქვენოდ შემოატრიალოთ.
♊ ტყუპები
შესაძლოა შეგხვდეთ მცირე შეფერხებები, რომელთა გადალახვასაც ძალიან მარტივად მოახერხებთ. ეს დღე კარგია ურთიერთობების კუთხით, რადგან სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა არ გაგიჭირდებათ. გამოიყენეთ მოლაპარაკებებისა და შეხვედრების თვალსაზრისით.
♋ კირჩხიბი
მარტივი და სასიამოვნო დღეა ურთიერთობების კუთხით. შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანები და ნაცნობები. ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რომელსაც დღეს მოისმენთ. თუ რაიმეს შესწავლას გადაწყვეტთ, იცოდეთ რომ ეს დღე ამისთვის საუკეთესოა.
♌ ლომი
ნებისმიერი საქმე, რომელსაც დღეს ხელს მოჰკიდებთ, თქვენგან აკურატულობასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებულები და შეცდომები არ გამოგეპაროთ. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რასაც აკეთებთ. ეცადეთ დრო დაუთმოთ თქვენს მეორე ნახევარს, გამოიჩინეთ სითბო და ყურადღება.
♍ ქალწული
მზად იყავით მოქმედებისთვის და არ დანებდეთ. მოგიწევთ მეტი სიხისტის გამოჩენა, იმისთვის რომ სასურველ მიზანს მიაღწიოთ. იმ ენერგიას, რომელსაც დღის განმავლობაში დახარჯავთ საღამოს აღიდგენთ.
♎ სასწორი
გართულებულია ურთიერთობები, შესაძლოა მოისმინოთ არასასიამოვნო ფრაზები ან კრიტიკა, რომლებიც უსაფუძვლოა. ეცადეთ ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თქვენი ენერგიები დაგეხმარებიან იმაში, რომ სიტუაცია სასიკეთოდ შეცვალოთ.
♏ მორიელი
დღეს შესაძლოა არასასიამოვნო ინფორმაცია გაიგოთ. არ არის სასურველი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, რაიმეს შეძენა ან რაიმე ვალდებულებების აღება. კარგი იქნება დღევანდელი დღე დაუთმოთ განტვირთვასა და ენერგიების აღდგენას. შეიცვალეთ გარემო და დღე სიმშვიდეში გაატარეთ.
♐ მშვილდოსანი
დღე გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ეს დღე გამოიყენეთ აქტიური დასვენებისთვის. ნებისმიერი საქმე, რომელიც არ მოითხოვს რუტინას წარმატებით გამოგივათ.
♑ თხის რქა
შესაძლოა წარმოგექმნათ გარკვეული პრობლემები. ეს შესაძლოა იყოს, როგორც საკუთარი, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც თქვენთვის ძვირფასები არიან. ცოტა გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, ვის დაეხმაროთ საკუთარ თავს თუ ახლობლებს. ეცადეთ პრიორიტეტები გაანაწილოთ.
♒ მერწყული
ეცადეთ თავიდან აირიდოთ უთანხმოებები. სხვა ადამიანებთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ და თუ შესაძლებლობა გაქვთ განმარტოვდით. თუ რაიმე სახის დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ ითხოვოთ. ზედმეტად არ ინერვიულოთ წვრილმანებზე.
♓ თევზები
დღეს გექნებათ განსაკუთრებული, შარმი რაც დაგეხმარებათ წარმატებასა და შთაბეჭდილების მოხდენაში. კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს აქტიურად გამოიყენებთ და დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს. შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზებები.
1731519610
სოციალური მედია„საქართველო არასდროს არ დაეცემა, სანამ ქრისტეს გზით ივლის...“ - ზურა ხაჩიძე 100 ათასი მოწამის ხსენების დღეზე
მომღერალი და პოლიტიკოსი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად იგი 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს ეხმაურება და წერ, რომ საქართველო არასოდეს დაეცემა: „სა...
1731515269
სოციალური მედია„დღეს ჩემი ადამიანის დაბადების დღეა, გილოცავ გიო“ - მარიამ ელიეშვილი
მომღერალი მარიამ ელიეშვილის მეუღლე, გიორგი მჭედლიშვილი იუბილარია. ამის შესახებ მარიამი სოციალურ ქსელში წერს და გიორგის დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს. „დღეს ჩემი ადამიანის დაბადების დღეა. გ...
1731511686
ჰოროსკოპი„მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები – დაძაბულობა, პროტესტები და კონფლიქტები საზოგადოებაში“ - რამაზ გიგაური 16 ნოემბრის სავსემთვარეობაზე
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და 16 ნოემბრის სავსემთვარეობის შესახებ წერს. იგი საზოგადოებას რჩევებს უზიარებს და ამ დღის საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. „16 ნოემბერს,...
1731508471
სოციალური მედია„ადამიანობა, სიკეთე, სიყვარული, ერთგულება არასოდეს იკარგება!“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე შარვაძე
მსახიობი სალომე შარვაძე, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და შეიყვარა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად მსახიობმა „ფეისბუკზე“ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და სამყ...
1731506099
მსოფლიოერაყში კანონი განიხილება, რომელიც კაცებს 9 წლის ასაკიდან გოგოებზე დაქორწინების შესაძლებლობას მისცემს
ერაყში, გოგონებისთვის ქორწინების ასაკის 18 წლიდან 9 წლამდე შემცირება იგეგმება, რის შემდეგაც კაცებს მცირეწლოვნებზე დაქორწინების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულის შესახებ nypost-ი წერს. შემოთავაზებული სა...