„მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები – დაძაბულობა, პროტესტები და კონფლიქტები საზოგადოებაში“ - რამაზ გიგაური 16 ნოემბრის სავსემთვარეობაზე
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და 16 ნოემბრის სავსემთვარეობის შესახებ წერს.
იგი საზოგადოებას რჩევებს უზიარებს და ამ დღის საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.
„16 ნოემბერს, თბილისის დროით 1:29 საათზე სავსემთვარეობა იქნება (განვიხილოთ მესოამერიკული ცოდნის გამოყენებით). ეს 2024 წელში ბოლოსწინა სავსემთვარეობაა და მას ინდიელები თახვის მთვარეს უწოდებენ.
თახვები ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეებზე სწორედ ამ პერიოდში იწყებენ კაშხლების მშენებლობას, რათა ზამთრისთვის მოემზადონ. სიმბოლურად ეს მიანიშნებს ემოციური, ფიზიკური და მატერიალური მარაგის შექმნას, რათა უფრო „მძიმე პერიოდისთვის“ მზად აღმოვჩნდეთ. ეს არის ემოციური დაცვა, მზადყოფნა და ცვლილებების საჭიროება, რაც თავის მხრივ უკავშირდება ღრმა და ინტენსიურ განცდებს.
ეს სავსემთვარეობა კუროს ნიშანში იქნება. ეს არის პრაქტიკული და რეალისტი ნიშანი, რომელიც „მყარად დგას მიწაზე“ და არსად არ ეჩქარება. მას თავისი ტემპო-რიტმი გააჩნია, რომელიც ხშირად შენელებულია. ამიტომ მოვლენების განვითარება მოხდება ნელა, თუმცა მყარად და პრაქტიკულ ჭრილში. ეს ეხება როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ საკითხებს.
თუ მაიას კალენდარს, კონკრეტულად კი ცოლკინს გამოვიყენებთ, ეს არის ჩიჩანი (ჩიჩენი), ანუ ზეციური გველი. ეს მიანიშნებს „ზეციურ წყალზე“ (წყალობა?), რომელიც ადამიანებს სიბრძნეს, სიკეთესა და სიუხვეს მიაგებს. თუმცა მიწიურ სამყაროში (ნეგატიურ ასპექტში) ზოგჯერ ეს არის იაგუარი. ამიტომ ის ასევე შეიძლება გაიშიფროს როგორც გველის კბენა ან იაგუარის თავდასხმა. ამიტომ ეს სავსემთვარეობა მიუხედავად შენელებული მოქმედებებისა, თავის თავში მაინც შეიცავს მოულოდნელობის ეფექტს. სიმბოლურად, კუროც დინჯი, მშვიდი ნიშანია, თუმცა წყობილებიდან გამოსვლის შემდეგ ის დამანგრეველი ხდება. მსგავსად, ფიზიკური ხარისა, რომელმაც კორიდაზე შეიძლება ტორეადორი რქებით გაფატროს.
საინტერესოა, რომ 16 ნოემბერს ტროპიკული ზოდიაქოთიც გვაქვს მიწა-წყლის სინთეზი (კურო-მორიელი), რომელიც იძლევა ძალიან ინტენსიურ, მძლავრ ენერგიას და ვლინდება როგორც დაუკმაყოფილებლობა, მეტის მიღწევის სურვილი და რადიკალიზმი. ეს მასშტაბიც არის და ხშირად საკმაოდ დიდი. ამიტომ გლობალური საკითხები წინ წამოიწევა გააქტიურდება.
15-16 ნოემბერს სავსემთვარეობა ხდება ურანთან შეერთებაში, ამ დღეებში მზეც ურანთან ოპოზიციაში შედის. ეს პერიოდი ემოციური პიკია, შესაძლოა ამან მოვლენების აფეთქება, კონფლიქტი ან ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვიოს. ამ დროს მატულობს თავისუფლების მოთხოვნილება და სურვილი, რომ ყველა ბარიერი დაინგრეს.
შესაძლოა დაიშალოს არასტაბილური ურთიერთობები, გართულდეს საერთო მდგომარეობა ფინანსურ ბაზარზე და ბიზნესში. უნდა აღინიშნოს, რომ სავსემთვარეობა ხდება კუროს 24-ე გრადუსში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ურთიერთობებსა და ფინანსებს. რთული გახდება პრობლემური ურთიერთობების შენარჩუნება. გლობალურ დონეზე მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები – დაძაბულობა, პროტესტები და კონფლიქტები საზოგადოებაში.
თუ ამ სავსემთვარეობას თბილისის დროზე გადმოვიტანთ, მივიღებთ 3-9 სახლების სინთეზს, რომელიც უკავშირდება სიტყვებს „აქ“ და „იქ“. რეალურად, ეს არის ინფორმაცია, კომუნიკაცია, ურთიერთობა, თუმცა განაწილება ხდება ჩვენს რეალობას (აქ) და უცხოეთს, უცხოელებს შორის (იქ). ეს მიანიშნებს ჩვენს პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც კიდევ უფრო გააქტიურდება უცხოეთის ფაქტორი. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ეს გავლენა არა თუ სუსტდება, არამედ პირიქით, გაძლიერდება.
ამ ყველაფრის გვერდით, ცის კაბადონზე ნარჩუნდება მარსი-პლუტონის ოპოზიციაც, რომელიც უკავშირდება მაღალ დინამიკას, დაძაბულ სიტუაციებს, დაპირისპირებებსა და შეიარაღებულ შეტაკებებს. ცხადია, ისევ მაღალი რჩება ტექნიკური ავარიებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობაც. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს, რომელიც მსგავს ადგილებში ცხოვრობს ან უხდება ყოფნა, სიფრთხილე და წინდახედულობა სჭირდება.
ეს სავსემთვარეობა დიდ გავლენას მოახდენს:
• კუროებზე;
• ადამიანებზე, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში კუროს დიდი გავლენა აქვთ (ასცენდენტი, მთვარე, სტელიუმი, ჰოროსკოპის მმართველი, შავი მთვარე);
• მორიელებზე (განსაკუთრებით 12-22 ნოემბრის შუალედში დაბადებულებზე);
• იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს 21-27 გრადუსებში რომელიმე პლანეტა იმყოფება;
• ლომებსა და მერწყულებზე;
• იმ ადამიანებზე, ვინც სავსემთვარეობის პერიოდში არიან დაბადებულები, ანუ პირად ჰოროსკოპში მზე-მთვარის ოპოზიცია აქვთ.
ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებზე ამ სავსემთვარეობის გავლენა მინიმალური იქნება“, - წერს რამაზ გიგაური.
1731566405
საზოგადოებაამინდი მკვეთრად იცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალ...
1731564872
საზოგადოებასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩოხატაურთან იყო. სეისმოლოგების ცნობით, თბილისის დროით 00:27 საათზე დაბა ჩოხატაურის სამხრეთი...
1731531014
ახალი ამბებითბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 14 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: ნაძალადევის და დიდუბის რაიონე...
1731528983
ჰოროსკოპი14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან შეიძლება ერთი შ...
1731526275
სოციალური მედია„ასე უმღერა კვარამ ნიცას სერენადა“ - რა ვიდეო ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის შვილის ნათლობიდან?
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა მეუღლემ ნიცა თავაძემ შვილი, პატარა დამიანე მონათლეს. კადრები, რომელსაც ნიცა თავაძე გვიზიარებს ჩანს, რომ წყვილმა შვილის გაქრისტი...