„უფალმა ინებოს, რომ წმინდა ასი ათასი მოწამის სულიერი მემკვიდრეები გავხდეთ რწმენასა და ქრისტესადმი სიყვარულში“ - მეუფე შიო

„წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას“, - ამ სიტყვებით მიმართა მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ, ქადაგებისას.

მისი თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია ჩვენი ერისთვის.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას.

დღევანდელი დღე არის განსაკუთრებით ამაღლებული ჩვენი ერისთვის; ჩვენ ვიხსენიებთ ასი ათას ქართველ მოწამეს, რომლებმაც უარი თქვეს ხატების შეურაცხყოფაზე და ამას სიკვდილი ამჯობინეს. ამას დამპყრობელი აიძულებდა ჩვენს ხალხს, მათ კი სიკვდილი ამჯობინეს, რისთვისაც მათ თავებს სჭრიდნენ და გვამებს მდინარეში ყრიდნენ. მდინარე იყო წითელი მათი სისხლისგან.

და აი, დღეს განსაკუთრებით ამაღლებული განწყობა გვაქვს, რადგან მოწამეთა ხსენება ეკლესიაში ყოველთვის არის სულის ზეიმი და დღესასწაული. ისინი იტანჯნენ და ჩვენ ვხარობთ, ისინი იღვწოდნენ და ჩვენ ვზეიმობთ და ვდღესასწაულობთ. მათ მიიღეს გვირგვინები და დიდება მათი საერთოა, იმიტომ რომ მათი დიდება - ეს არის მთელი ეკლესიის დიდება. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, ჩვენ ყველა ერთად ვართ ქრისტეს სხეული და ცალ-ცალკე - ასონი მისნი, ასონი ქრისტესნი; როდესაც ერთი რომელიმე ასო ევნება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება; და როდესაც ერთი რომელიმე ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს (1 კორ. 12, 26-27). ამას ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული, ეს არის ჩვენი ეკლესიის სწავლება.

მოწამეები არიან მშვენება ეკლესიისა, მათი ღვაწლი - ეს არის საუკეთესო ქადაგება მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეზე. რატომ ეწოდებათ მათ მოწამეები? - იმიტომ, რომ მათ თავიანთი სიმამაცით, გამბედაობით, ქრისტესადმი ერთგულებითა და მზაობით, რომ დაითმინონ საშინელი სიკვდილი, მოწმობდნენ თავიანთი რწმენის ძალას და ქრისტიანობის ჭეშმარიტებას. ისინი თავიანთი ტანჯვით მოწმობდნენ იმას, რომ სიკვდილს არანაირი ძალაუფლება აღარ აქვს; რომ ჩვენ ქრისტეში ვართ დღეს და უკვე ამ მიწიურ ცხოვრებაში გვეძლევა მარადიული სიცოცხლე ეკლესიური ცხოვრებით, ეკლესიის წევრობით, საეკლესიო საიდუმლოებების ზიარებით, წმინდა ზიარების მიღებით ჩვენ ვხდებით თანაზიარნი და მონაწილენი მარადიული ცხოვრებისა.

წმინდა მოწამეები მიდიოდნენ ამ საშინელ სიკვდილზე არა მხოლოდ უდრტვინველად, არამედ სიხარულითაც. ისინი ხარობდნენ, რომ მათ ეძლეოდათ საშუალება, მათ შეეძლოთ, დაემტკიცებინათ და დაემოწმებინათ თავიანთი ერთგულება, რწმენა და სიყვარული უფლისადმი.

ძველი დროის წმინდა მოწამეთა ღვაწლი სათუთად ინახება ეკლესიის მეხსიერებაში და ეს ღვაწლი დღემდე არ დადუმებულა, ძველი დროის მოწამეები შთააგონებდნენ შემდგომი თაობების მოწამეებს და არა მხოლოდ მოწამეებს, არამედ სხვა სასულიერო თუ საერო მოღვაწეებს, რომ დევნა-შევიწროების პირობებში ეღვაწათ და ისინი მზად იყვნენ, ყველაფერი დაეთმინათ სარწმუნოების გადარჩენისთვის. აი, სწორედ ამ თავგანწირვის შედეგად ჩვენმა წინაპრებმა გადაარჩინეს ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი ეროვნული ღირებულებები; და დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას, ჩვენს ცხოვრებაშიც აღსრულდეს ის, რისკენაც ასე ამაღლებულად მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოცხადების წიგნში, სადაც იგი ამბობს: „სიკვდილამდე ერთგული იყავი და მე მოგცემ ცხოვრების გვირგვინს” (გამოცხ. 2,10). და აი, წმინდა მოწამეები სიკვდილამდე ერთგულნი იყვნენ და მიიღეს ეს გვირგვინი სიცოცხლისა, რომელიც განუმზადა უფალმა თავის მოყვარულთ.

შეგვეწიოს უფალი, რომ ჩვენც შევძლოთ მივყვეთ მათ წმინდა და დიდებულ მაგალითს და გავხდეთ მათი მემკვიდრეები, სულიერი მემკვიდრეები რწმენასა და ქრისტესადმი სიყვარულში.

ინებოს უფალმა, რომ ჩვენ გავხდეთ მათი მემკვიდრეები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებას. ჩვენ გვწამს, რომ დღეს ისინი ჩვენთან ერთად ლოცულობენ საქართველოსთვის; წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მათი ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ“, - თქვა მეუფე შიომ ქადაგებისას.  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1731531014

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 14 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.  კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: ნაძალადევის და დიდუბის რაიონე...

შუქი

1731528983

ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან შეიძლება ერთი შ...

ყოველდღიური

1731526275

სოციალური მედია

„ასე უმღერა კვარამ ნიცას სერენადა“ - რა ვიდეო ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის შვილის ნათლობიდან?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა მეუღლემ ნიცა თავაძემ შვილი, პატარა დამიანე მონათლეს.   კადრები, რომელსაც ნიცა თავაძე გვიზიარებს ჩანს, რომ წყვილმა შვილის გაქრისტი...

ხვიჩა კვარაცხელია

1731519610

სოციალური მედია

„საქართველო არასდროს არ დაეცემა, სანამ ქრისტეს გზით ივლის...“ - ზურა ხაჩიძე 100 ათასი მოწამის ხსენების დღეზე

მომღერალი და პოლიტიკოსი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად იგი 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს ეხმაურება და წერ, რომ საქართველო არასოდეს დაეცემა:  „სა...

მომღერალი ზურა ხაჩიძე

1731515269

სოციალური მედია

„დღეს ჩემი ადამიანის დაბადების დღეა, გილოცავ გიო“ - მარიამ ელიეშვილი

მომღერალი მარიამ ელიეშვილის მეუღლე, გიორგი მჭედლიშვილი იუბილარია. ამის შესახებ მარიამი სოციალურ ქსელში წერს და გიორგის დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს. „დღეს ჩემი ადამიანის დაბადების დღეა. გ...

მარიამ ელიეშვილი