22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა
მთვარის მე-18 დღე 21.12-ის 10:19 სთ.დან 22.12-ის 20:11 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისები: სასწორის 25-ე და მორიელის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო: სარკე, ყინული, მაიმუნი.
მოქმედება: განწმენდა.
სახელწოდება: სარკე, ყინული, ყინული.
პასიური დღე, ზოგიერთი ადამიანისათვის მძიმე, ვინაიდან შეიძლება ცოდვით დაცემის დღედ იქცეს. ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ებრძოლოს საკუთარ მდაბიო ინსტინქტებს, მიეძალებათ კოშმარები. იქმნება წარმოდგენა, თითქოს სურთ რომ ჭეშმარიტი გზიდან გადაგახვევინონ.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, კარგია მოგზაურობისათვის.
მისტიკური ზეგავლენა: მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა. აუცილებელია გონებისა და სხეულის განწმენდა. არ დაგეგმოთ არაფერი. დღე დაკავშირებულია სხვის მიბაძვასა და სხვისი აზრების პასიურ მიყოლასთან.
ყველამ უნდა იმუშაოს საკუთარ ფუჭ და ბინძურ აზრებზე. სამყაროსადმი ობიექტური ხედვის გამომუშავებით, შეეცადეთ დაინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან, უარი თქვით ილუზიებზე და მდაბიო ინსტინქტებზე. მე-18 დღეს მომხდარმა შეიძლება მოახდინოს შემდეგი რამის დემონსტრირება: გარე სამყარო წარმოადგენს, ჩვენი შინაგანი არსის, აზრების და ქმედებების სარკისებურ ანარეკლს. ყოველი ჩვენგანი იმსახურებს თავის სარკეს: ერთნი ჴ მრუდეს, მეორენი ჴ სწორს და სუფთას, მესამეთ ჴ თითქოს თვალში მოხვდა სარკის ნამსხვრევი, ამიტომ ხედავენ ყველაფერს დამახინჯებულად. მოკლედ, ამ მთვარის დღეს, სარკე გვანახვებს, თუ რა დავამუშავეთ ჩვენ.
უკუნაჩვენებია ლოთობა და სიგარეტი. კარგია კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. რეკომენდებულია შიმშილობა. ამ დღეს ყველამ უნდა მიატოვოს ამპარტავნობა და ეგოიზმი.
სოციალური ზეგავლენა: საშიშია. მძაფრდება დაქვემდებარების, საკუთარი და სხვისი არასრულყოფილების გრძნობა. კარგია მსახიობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით: ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლებს. შესაძლოა თავი იჩინოს კანის დაავადებებმა, გაიხსნას ძველი იარები (დიდი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი დიაგნოზის და სამკურნალო საშუალებების მიმართ). თუ რაიმე ამდაგვარი მოხდება, ე. ი.ადამიანმა დაარღვია კოსმიური კანონები.
რეკომენდებულია კანის გაწმენდა, მასაჟი, აბანო (კარგია ორთქლის). არ არის სასარგებლო ხორციანი საკვების მიღება. უკეთესია კაკალი, მცენარეული ზეთები (მასაჟის დროსაც სასარგებლოა მისი კანში შეზელა).
საჭიროა ნაკლები ძილი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: დაჯილდოებულები არიან მსახიობური ნიჭით, ძირითადად კომედიურ ჟანრში. მიჰყავთ რა ყველაფერი აბსურდამდე, ისინი სამყაროს ამობრუნებულს ხედავენ. ხშირად თავის ილუზიებში ისე იკარგებიან, რომ უკვე არავის აღარ იბრალებენ არც მტყუანს და არც მართალს.
მაღალგანვითარებული ინდივიდუუმების ამოცანაა ჴ მაღალი იდეების სამსახური. ისინი შესაძლოა გმირობაზე და თავგანწირვაზეც წავიდნენ, ამასთან დარჩნენ თავმდაბლები და შეუმჩნეველნი. მკურნალები.
ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახული ბავშვი შესაძლოა არ იყოს ჯანმრთელი, მაგრამ მას სიმდიდრე ელის. იქნება ჭკვიანი და შრომისმოყვარე. ასეთ ხალხს პატივს სცემენ. მთავარია თავი არ ჩათვალონ ეტალონად. წინააღმდეგ შემთხვევაში ილუზიებს მსხვრევა და მარტოობა ელით.
მედიტაცია: თეატრი.
მთვარე იმყოფება ,,ლომის'' ზოდიაქოში 22.12-ის 1:53 სთ.დან 24.12 ის 12:24 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისთვის. ზომიერი წარმატება ექნებათ სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს. საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს. ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია. გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს. კრიტიკულია ეს პერიოდი მორიელის და კუროს ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: 19 დეკემბერს პლანეტა ვენერას რეტროგრადულ მოძრაობაზე გადასვლის რთული ზემოქმედება გაგრძელდება უახლოეს 4-5 დგეს. ნეგატიურად იმოქმედებს, როგორც ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე, ასევე, ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე.
სიმძიმეს უმატებს 24 დეკემბერთან ახლოს სატურნის და ურანის კრიტიკული ვიბრაცია, კვადრატურა, რაც 2021 წლის თებერვლიდან ამ წელში მესამედ და ბოლოჯერ მსოფლიო კრიზისს დააფიქსირებს. ერთ ტვეში მისი ნეგატიური მოქმედება შესუსტდება.
კონკრეტულად 22 დეკემბერი რთული დღე იქნება. კრიტიკულია 21 საათის შემდგომი საღამოს საათები.
ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
1787939787
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. ლიპარტელიანმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჯილდო ქართველი სპორტსმენის კარიერაში გრანდ სლემის ტურნ...
1787939500
ახალი ამბებისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს. საქართველოს ნაკრე...
1787937352
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ...
1787935325
მსოფლიოსაბერძნეთმა საჰაერო სივრცეში შეჭრილი თურქული დრონი ჩამოაგდო
ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ბერძნული მედიის ცნობით, დრონმა სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში ქვეყნის ეროვნ...
1787933428
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე თელავისა და მესტიის აეროპორტებზე: შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ჩვენს რეგიონებს სჭირდება
„შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ“, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, ტენდერი, რომელიც მესტიისა და თელავის...































