23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - კარგია სასეირნოდ ან სამოგზაუროდ

მთვარის მე-19 დღე; 21.11-ის 18:50 საათიდან 22.11-ის 19:35 საათამდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისია: მორიელის მე-7 და მე-18 გრადუსები;
სიმბოლო: 
მოქმედება: დამარცხება;
სახელწოდება: ობობა, ბადე;

ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ. ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისთვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.

მისტიკური ზეგავლენა: შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.

სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისგან, სატანური ილუზიებისგან. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.

სოციალური ზეგავლენა:

სამედიცინო თვალსაზრისით: კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა ჴ დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.

დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა ჴ ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.

ზეგავლენა ჩასახვაზე: არაჩვეულებრივი მაგნიტური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი.  ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.

მედიტაცია: ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.

მზე გადავიდა მშვილდოსნის ზოდიაქოში 21 დეკემბრამდე. დადებითია და წარმატებას მოუტანს ვერძის და ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს. ასევე დადებითი იქნება სასწორის და მერწყულისთვის. საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის ნიშნებს. თავად მშვილდოსნის და ტყუპების ნიშნებს შესაძლოა დაპირისპირება ჰქონდეთ ხელმძღვანელობასთან, ახლობლებთან, მაგრამ ამ დროის მონაკვეთის ბოლო ეტაპზე მათთანაც დაფიქსირდება დადებითი მოვლენები.

სუსტად დადებითია მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის აღნიშნული დრო.

ჩაკეტილობის შეგრძნება ექნება თხის რქის ნიშნებს.

კრიტიკულია აღნიშნული დრო თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის.

მაგრამ გავითვალისწინოთ, პირადი ჰოროსკოპის მაჩვენებლებით აღნიშნული პროგნოზი, შესაძლოა შეიცვალოს, რადგან მხოლოდ მზის მდებარეობით აღნიშნული პროგნოზი ზოგადია.

მთვარე იმყოფება  ,,კირჩხიბის''  ზოდიაქოში 22.11-ის 7:33 საათიდან 24.11-ის 19:59 სსსთსმდე

დღის პროგნოზი: 23 ნოემბერი სუსტად კრიტიკული დღე იქნება.

წყარო: astrokonsultant

ასტროლოგი:  ბესო ბეციაშვილი

მსგავს თემაზე:

📌 22-28 ნოემბრის ტაროლოგიური პროგნოზი - გაიგეთ თქვენი ცხოვრების დადებითი ტენდენციების შესახებ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794513219

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ

„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...

ლევან მაჭავარიანი

1794512126

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...

ტრამპიტრამპი

1794510257

მსოფლიო

სროლა თეთრ სახლთან ახლოს - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შესახებ. წერს CNN. პოლიციის ცნობით, 12 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში...

სროლა თეთრ სახლთან

1794508261

ახალი ამბები

თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობ...

დაკავება და ბორკილები

1794507612

ახალი ამბები

შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ერ...

შიო მესამე