22-28 ნოემბრის ტაროლოგიური პროგნოზი - გაიგეთ თქვენი ცხოვრების დადებითი ტენდენციების შესახებ
ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.
მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 22-28 ნოემბრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს👇
♈ ვერძი
კვირის ზოგადი ტენდენცია მშვიდია, სადაც ხართ ძლიერი და თავდაჯერებული, თუმცა არ ჩქარობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ახლა უფრო გეგმების დასახვისა და ინფორმაციის მოგროვების დროა, ყველა საკითხთან მიმართებაში. თქვენთვის ძალიან კარგი ეტაპია ქორწინებისათვის, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების მოსაწესრიგებლად, სწავლის დასაწყებად, მასწავლებლის ან ექიმის ასარჩევად, რელიგიასთან ან ზოგადად ეზოთერიის თემებთან ურთიერთობისათვის. ამ ეტაპზე კომპეტენტური ადამიანების მოსაზრებების გათვალისწინება თქვენს მომავალზე ახდენს სასიკეთო გავლენას.
ფრთხილად იყავით საკუთარ ამბიციებთან და თვითგანდიდების მოთხოვნილებებთან. თავი შეიკავეთ საკუთარი მიღწევებისა და წარმატებების, შენაძენების გამომზეურებისაგან, რაც არ უნდა დიდი იყოს ამისი ცდუნება. თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა გარშემომყოფთა შურის საბაბია, ცხოვრების რა ეტაპზეც არ უნდა იდგეთ ახლა. მიუხედავად ამისა, არავითარ შემთხვევაში არ გმართებთ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური იზოლირება, ჩაკეტვა. არ ჩაყვეთ მელანქოლიასა და ფობიურ განწყობას. ეცადეთ ეს კვირა ზომიერ სიმშვიდეში გაატაროთ.
♉ კურო
კვირის ტენცენცია მაქსიმალურად გაძლიერებთ და თქვენში ზრდის მმართველობით უნარებს. ახლა ხართ ისეთი შეუვალი და ძლიერი, მანიპულატორი და მბრძანებელი, როგორც არასდროს. ამ პერიოდში თქვენ მართავთ ყველა სიტუაციასა და მოვლენას, სადაც იოლად იმორჩილებთ გარშემომყოფთა ნებას და აღწევთ წარმატებებს. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში უფლებამოსილების გადამეტებასაც კი ჰქონდეს ადგილი, თქვენი მხრიდან. ამ ძლიერი ენერგეტიკის ფონზე გადასარევი პერიოდია ყველა საკითხში ბალანსის მისაღწევად. ახლა შესაძლებელია სადავო საკითხების სათქვენოდ დალაგება. ასევე, კარგი დროა საკუთარი მავნე ჩვევების დასამორჩილებლად, ცხოვრების არაჯანსაღი წესის შესაცვლელად, არასწორი და ნეგატიური ურთიერთობების გამოსასწორებლად ან დასასრულებლად.
ვიანიდან მიწის ნიშანი მაინც არაა ამ სიძლიერეს მიჩვეული, შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს გაუჩნდეს ჩაკეტვის, განდგომის, საკუთარ ფობიებთან განმარტოების სურვილი. სწორედ ამისი დრო არაა ახლა. ნუ შეყვებით შიშებსა და კომპლექსებს. ჯობია შეიფეროთ ეს მძლავრი ენერგია და გამოიყენოთ შემდგომი წინსვლისათვის.
♊ ტყუპები
მიმდინარე კვირის ენერგია თქვენს პესიმიზმსა და უმოქმედობას უწყობს ხელს, როცა ბევრი თქვენგანი გაეხვევა სიზარმაცის მანტიაში. რეალურად მართლაც რომ დასვენებისა და გამოძინების დრიოა თქვენთვის. ახლა ნაკლებად ხედავთ და აღიქვამთ სიახლეებს, შესაძლებლობებსა და შემოთავაზებებს. არის იმისი საშიშროება, რომ მართლაც კარგი შემოთავაზებები თავად ჩააყენოთ ნეგატივში და თავშივე ვერ აღიქვათ მისი მთელი სიკეთეები და წარმატებულობა. თუმცა, საუკეთესო დროა ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად და ზოგადად ოჯახთან ურთიერთობისათვის. ეცადეთ შეეწინააღმდეგოთ უმოქმედობას და ეს პერიოდი გამოიყენოთ სახლის რემონტებისა და ოჯახური შენაძენებისათვის. ზოგადად ქონებრივი-მატერიალური საკითხების მოსაწესრიგებლად გადასარევი პერიოდია.
ამ ეტაპზე განსაკუთრებით მოერიდეთ ეგოცენტრულობას, არავის არ გადაამეტოთ თავი არავითარი ცოდნითა და პროფესიონალიზმით. ახლა არაა ჭკუის სწავლებისა და საყვედურების დრო. შესაძლოა თვითოეული ამდაგვარი სიტყვა თუ ქმედება ნეგატიურად დაგიბრუნდეთ.
გადასარევი ეტაპია განმარტოებისა და თვითშემეცნებისათვის, მეცადინეობისათვის, ზოგადად განათლების მიღებისათვის.
♋ კირჩხიბი
მიმდინარე კვირას თქვენთვის მოაქვს მატერიალური სიმყარე და კეთილდღეობა. ყველა საქმე რაც უკავშირდება ოჯახს, ზოგადად მემკვიდრეობას, ოჯახურ შენაძენებსა და სარემონტო სამუშაოებს, წარმატების ენერგეტიკაში დგას. გადასარევი დროა ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისათვის, ოჯახური კონფლიქტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასალაგებლად. ამავდროულად, კარგი ეტაპია ყველანაირი კომუნიკაციისათვის, მეგობრული და საქმიანი, პირადი შეხვედრებისათვის, ზოგადად გართობისა და რელაქსისათვის. სწორედ ასეთი კომუნიკაციებით ხდება თქვენი ენერგიის აღდგენა და პოზიტივის დაგროვება.
ამ პერიოდში მოერიდეთ თვითგანდიდებასა და თავის გამოჩენას, თვითრეკლამას ყველანაირ საკითხში. ახლა არც საყვედურებისა და მოთხოვნების დროა, თქვენი მხრინად. ისიამოვნეთ ურთიერთობებითა და ადამიანების კეთილგანწყობით.
ამ ეტაპზე მოერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას. არავის არ დაჰპირდეთ დაზუსტებით არაფერი. ახლა ყველაზე მეტად გიჭირთ სწორი არჩევანის გაკეთება, ამდენად ყველანაირი გადაწყვეტილება თქვენთვის გარკვეულ რისკებში დგას.
♌ ლომი
მიმდინარე კვირა თქვენს ცეცხლოვან ენერგიას ოდნავ ამშვიდებს და ანეიტრალებს. კვირის ზოგადი ტენდენცია ემოციურ ნაწილს აძლიერებს თქვენში. აქ უხვად იგრძნობთ გარშემომყოფების კეთილ დამოკიდებულებას, თქვენდამი სიმპათიებს. თქვენდამი ყურადღება კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ამას ამჩნევთ. მიმოიხედეთ, არ გამოგრჩეთ მეგობრობის არცერთი შემოთავაზება.
მიმდინარე კვირა დადებითია აქამდე დაუძლეველი წინააღმდეგობების დასაძლევად. ყველა საქმე, რაც ახლო წარსულში შეგიფერხდათ და ჩადგა გარკვეულ ნეგატივში, ახლა თქვენს ხელშია და თქვენივე ძალისხმევას ელოდება. მიუხედავად ამისა, მოერიდეთ გადაღლას, გადამეტებული პასუხისმგებლობის აღებას. ყველაფერს ერთად ვერ გასწვდებით. ეცადეთ გონივრულად გადააბაროთ საქმის გარკვეული ნაწილი გარშემომყოფებს და არ გამოფიტოთ საკუთარი ენერგიის რეზერვუარი.
ამ პერიოდში მოერიდეთ ეგოცენტრიზმს, სხვათა ჭკუის სწავლებასა და საკუთარი გონივრულობის მტკიცებას. ახლა განსაკუთერებით არ გამოგადგებათ, პროფესიული თუ პირადი ურთიერთობის კუთხით წამოწყებული ჯიბრი და კონკურენცია.
♍ ქალწული
თქვენთვის მართლაც რომ კარმული პერიოდია. ახლა ძალიან ადვილია და საჭიროც კია ყველანაირი დაბრკოლების, საზღვრის მოშლა-გადალახვა, იქნება ეს გეოგრაფიული თუ ფსიქოლოგიური საზღვრები. კარგი დროა ზოგადად გადაადგილებისათვის, მოგზაურობისათვის, საცხოვრებელი ადგილის თუ სამსახურის ცვლილებისათვის. ახლა გაფართოების, წინსვლის დროა, როცა ბევრი თქვენგანი ვეღარ თავსდება დამაბრკოლებელ ჩარჩოებსა და შეზღუდვებში. კვირის ენერგეტიკა ხელს უწყობს მაძიებლობას, სიახლეების მიღებასა და განხორციელებას, სწავლასა და თვითგანვითარებას. ახლა თქვენ მარტოსული-მაძიებელი ხართ, როცა მხოლოდ თქვენ ეძებთ ახალ მიმართულებებს, გარშემომყოფების აზრისა და დახმარების გარეშე. შეეგუეთ იმასაც, რომ ამ მაძიებლობის გზაზე შესაძლოა ვერ იპოვოთ თანამოაზრეები, რომლებიც, არსებობის შემთხვევაში, მაინც უკან დაგხევდნენ.
ამ პერიოდში მოერიდეთ მცირე ხარჯებსაც კი. ახლა მატერიალური ქონების დაგროვების, შენახვის, გადადების დროა. ასევე, არ იჩქაროთ მატერიალური საჩუქრების მიღებაც, რადგან შემდგომისათვის შესაძლოა ამან გარკვეული ვალდებულებები შეგიქმნათ.
ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში ახლა გამოჩნდებიან ახალი თაყვანისმცემლები, მეგობრები. იქნება სასიამოვნო შემოთავაზებები.
♎ სასწორი
მიმდინარე კვირა თქვენთვის ერთგვარად კარმულია. ახლა ზედმიწევნით იწონება თქვენი ყოველი სიტყვა თუ ქმედება. ბევრი არასწორი და ნეგატიური ადამიანი თქვენს გარშემო, მიიღებს საკადრისს. თუმცა, ეს სიმართლის ანგელოზი თქვენს ქმედებებსაც შეაფასებს. ამდენად, მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ნიშანდობლივია და ყველა თქვენგანთან ინდივიდუალურად, დამსახურებებისამებრ განვითარდება. შედეგები კი პირდაპირ იძლევა თქვენს ბევრ კითხვაზე პასუხს.
კვირის დადებითი ენერგეტიკა მატერიალურ საკითხებს აუმჯობესებს. თუმცა ახლა დანახარჯების დრო არაა. ამ ეტაპზე შემგროვებლობა და შენახვა უფრო ხელსაყრელია თქვენთვის. მოერიდეთ ფულის სესხებასა და გასესხებას. არ გასცეთ დიდი თუ მცირე მატერიალური საჩუქრები. ეცადეთ არც არავისგან მიიღოთ ამ ეტაპზე არაფერი, მით უმეტეს გაურკვეველი, მომხიბვლელი შემოთავაზებები.
ამ პერიოდში მაქსიმალურად მოერიდეთ ყველანაირი აგრესიის გამოვლინებას, რაიმე სახის დამსჯელობით ღონისძიებებს. ეცადეთ არავის არ აწყენინოთ და არ დასწყვიტოთ გული. ამ ეტაპზე თქვენს მიერ განხორციელებული ყველანაირი თავდასხმა, სამომავლოდ ნეგატიურად შემობრუნდება.
♏ მორიელი
კვირის ენერგეტიკას თქვენთვის მოაქვს გარკვეული სიახლეები და შემოთავაზებები. ბევრ თქვენგანს თავს შეახსენებს წარსულიდან მოსული თაყვანისმცემელი ან მეგობარი, ყოფილი თანამშრომელი თუ ზოგადად დაწესებულება.
ამ პერიოდში მატერიალურ-მიწიერი თემები მყარად გამოიყურება. თქვენი სამუშაო ადგილი ხელშეუხებელია და მას ახლა ვერ შეარყევს ვერავითარი კონკურენცია. თქვენი ინტელექტი და პროფესიონალიზმი დაფასებულია. ახლა ძალიან კარგი დროა თანხის, ზოგადად ქონების, მატერიალური სიკეთეების მოსაგროვებლად. მოერიდეთ ხარჯვას, გაჩუქებას, გაცემასა და გასესხებას. ასევე, თავი აარიდეთ საკუთარ შემოსავლებზე და მატერიალურ წარმატებებზე საუბარს. უახლოესი ადამიანებიც კი არ ჩააყენოთ თქვენი შემოსავლებისა და გეგმების კურსში.
ამ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე სახიფათოა ტყუილის, მიმთვისებლობის ენერგია. მაქსიმალურად უარი თქვით ყველაფერზე, რაც თქვენ არ გეკუთვნით, იქნება ეს მატერიალური თუ ინტელექტუალური საკუთრება. ახლა ჩადენილი ასეთი შეცდომები არ დაიმალება, მალევე დაგხვდებათ წინ და ბევრ პრობლემას მოგიტანთ შემდგომში.
♐ მშვილდოსანი
მიმდინარე კვირის ზოგადი ტენდენცია თქვენთვის მოიტანს სისწრაფისა და დაჩქარების ენერგიას ყველა საკითხთან მიმართებაში. ამ პერიოდში მშვიდად ვერ იმუშავებთ, სულ იქნება მოსწრებისა და დაჩქარების მოთხოვნა. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს მოუწიოს წყვილში მუშაობა, ზოგადად საქმიან თემებში უფრო უპრიანი გახდება პარტნიორული შრომა. ასევე, დაჩქარების ტენდენციაშია პირადი ურთიერთობების თემაც. წყვილური ურთიერთობები უცებ შეიძლება განვითარდეს და გადავიდეს სრულიად ახალ ფაზაში.
კვირის დადებით ენერგიაში ჩადგა პირადი, ზოგადად ურთიერთობების თემა. ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში გამოჩნდება საინტერესო, ახალი თაყვანისმცემელი, ან უბრალოდ მეგობრობისათვის განწყობილი დადებითი ადამიანი. ასევე, ზოგმა შესაძლოა მიიღოს ახალი და სასიამოვნო შემოთავაზებები.
ამ ეტაპზე მოერიდეთ მცირე სესხების, საჩუქრების მიღებასა და გაცემას. მაღალი ალბათობით, ახლა გაღებული თანხები არ დაგიბრუნდებათ. ხოლო მიღებული საჩუქრები, საბოლოოდ უსიამოვნებას გამოიწვევს.
ძალიან კარგი დროა ზოგადად თქვენი ცხოვრებისა და მიზნების შეფასებისა და გლობალური გადაფასებებისათვის.
♑ თხის რქა
ამ კვირის ენერგეტიკა მშვიდია და გაწონასწორებული. შედარებით შენელებული იქნება ცხოვრების ტემპი, თუმცა თქვენ ხართ ძალიან მყარი და ძლიერი. ყველა საქმე, დგას სტაბილურობაში, მაგრამ ახლა განვითარების ტემპი დაბალია. კვირის ამდაგვარი ენერგეტიკა სწორედ დასვენებისაკენ მოგიწოდებთ, მაგრამ ეს არაა გართობაში გადაშვების ეტაპი. უბრალოდ თანმიმდევრულად და აუჩქარებლად შეასრულეთ ყველა დაგეგმილი საქმე, სადაც სამუშაო და დასვენება ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შეთავსებული. რეალურად არც გამოგივათ არაფრის დაჩქარება.
ამ პერიოდში თავი შეიკავეთ ყველანაირი საოჯახო მატერიალური ხარჯებისგან, იქნება ეს ბინის ყიდვა-გარემონტება, თუ საოჯახო ნივთების შეძენა. ზოგადად უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემები გადადეთ შემდგომი, უფრო ხელსაყრელი ეტაპისათვის.
ამ პერიოდში ფრთხილად იყავით ყველანაირ საკუთრებასთან მიმართებაში, რადგან მაღალია მოტყუების, მითვისების, ზოგადად ქურდობის ალბათობა. დაფარეთ საკუთარი გეგმები და შემოსავლები. თვალყური ადევნეთ თქვენს ინტელექტუალურ საკუთრებასაც კი. რა თქმა უნდა არც თქვენ გადასწვდეთ სხვის საკუთრებას, რადგან ახლა არც ეს დარჩება შეუმჩნეველი და დაუსჯელი.
♒ მერწყული
მიმდინარე კვირა უშფოთველად და წყნარად მიედინება თქვენი ნიშნისათვის. თქვენი ენერგეტიკა ძალიან მაღალია, რაც ხელს გიწყობთ პოზიციების მყარად შენარჩუნებაში, მიმდინარე საქმეების შეუფერხებლად შესრულებაში. თუმცა ახლა სიახლეების დევნის, აზარტისა და რისკების დრო არაა. კვირის ენერგეტიკა ხელს უწყობს ყველა სახის გადაადგილებას, მოგზაურობას, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი ცვლილებას, თუ ეს ყველაფერი ადრიანად იყო დაგეგმილი და არ მოიცავს არავითარ რისკებს.
ამ პერიოდში შესაძლოა დაფარული, გასაიდუმლოებული ურთიერთობები გადავიდეს სხვა ეტაპზე, ან საჭირო გახდეს ლოკაციის ადგილის ცვლილება.
მიმდინარე პერიოდში მოერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას. ახლა ყველანაირი არჩევანის გასაკეთებლად დამაბნეველი დროა, რადგან გიძნელდებათ საქმის არსში წვდომა. ყველაფერი მომხიბვლელად გეჩვენებათ, რითაც იზრდება შეცდომების დაშვების რისკი.
ასევე მოერიდეთ თანხის ხარჯვას, დიდ შენაძენებს. ახლა უფრო შემგროვებლობისა და მოქუჩების დროა.
♓ თევზები
ეს კვირა თქვენთვის ერთგვარად კარმულია. ახლა სამყაროს წყალობა უხვად მოდის თქვენკენ. ზედა ძალები გიცავენ ყველა ხიფათისაგან და შეცდომისაგან. ამდენად ზოგი ადამიანი იგრძნობს რომ მას ძალიან უმართლებს, ზოგს კი სამყარო დაუბლოკავს იმ მიმართულებებს, რაც შემდგომისათვის სწორედ რომ ხიფათსა და შარს გამოიწვევდა. ყველა შემთხვევაში, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ახლა, საბოლოოდ გამართლებაში დარჩებით.
გადასარევი პერიოდია ზოგადად ურთიერთობებისათვის. ახლა ადამიანები თქვენდამი კეთილგანწყობასა და ყურადღებას იჩენენ. ახლა სწორედ კომუნიკაციითა და უხვი შეხვედრებით იღებთ დადებით და გამაჯანსაღებელ ენერგიებს.
ამდენად, ამ სასიკეთო პერიოდს ნუ გააფუჭებთ საკუთარი ფობიური დამოკიდებულებებითა და გულგატეხილობით. ჯობს დროებით მაინც დაივიწყოთ ყველა წყენა თუ წარუმატებლობა და გზა გაუხსნათ დადებით ენერგიებს.
მიუხედავად ასეთი სასიკეთო პერიოდისა, მოდუნება და ლოდინი უკან დაგწევთ. სწორედ ახლა გევალებათ გააქტიურება, მომპოვებლობა, ბრძოლა საკუთარი იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად.
აგრეთვე დაგაინტერესებთ👇
📌 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ეს დღე სამართლიანობით გამოირჩევა
📌 რას გპირდებათ 2021 წლის ნოემბერი? ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1732458495
სოციალური მედიაგიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს
კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...
1732455569
საზოგადოებადეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა
„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...
1732451714
საზოგადოებადეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!
გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...
1732449312
ახალი ამბებიგურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...
1732446829
სოციალური მედიაინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს
ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....