23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

თუ გარეთ გასვლა აუცილებელი არ არის, სასურველია ამ დღეს სახლში დარჩეთ და ოჯახის წევრების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ. გირჩევთ, რთული საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ - საეჭვოა, რომ ამ დღეს მათი დასრულება შეძლოთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტე და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს.

კურო

ამ დღეს თქვენს განწყობაზე უმნიშვნელო პრობლემაც კი იმოქმედებს, ამიტომ ეცადეთ, უხეშ და აგრესიულ ადამიანებს ერიდოთ და დახმარება მხოლოდ მათ სთხოვოთ, ვისაც ენდობით. გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლები უნდა უსმინოთ - რთულ ვითარებაში გარკვევისთვის ინტუიცია დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს შანსი გაქვთ, საინტერესო ბიზნესი დაიწყოთ, რომელიც დიდი ხანია გიზიდავთ. წარმატების მისაღწევად ყურადღება მიაქციეთ ახალ გარემოებებს და ეცადეთ, ყველა შესაძლებლობით ისარგებლოთ. დროა, გატკეპნილი ბილიკიდან ახალ გზაზე გადაუხვიოთ და თქვენს სამუშაო რუტინაში მრავალფეროვნება შეიტანოთ.

კირჩხიბი

ბოლო დროს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გიჭირთ - გამუდმებით დაძაბულობა და უმიზეზო დაპირისპირება იწყება. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომლებსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება. 23 სექტემბერი ხელსაყრელი დღეა სადავო სიტუაციების მოსაგვარებლად. პროფესიულ საქმიანობაში ყველაფერი მშვენივრადაა. სამუშაო კვირას წარმატებით დაიწყებთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა რთული საკითხების გადაჭრისთვის - თქვენი ყველა მცდელობა სასურველი შედეგით დასრულდება. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ, მეტი იაქტიუროთ და ყველაზე რთული ამოცანები გადაჭრათ, რომლებსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტი დაგირღვევთ, თუმცა პრობლემას მალე მოაგვარებთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ მენეჯმენტს თქვენი დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის შესახებ ესაუბროთ. გამორიცხული არ არის, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ, რაც საშუალებას მოგცემთ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თუ რჩევას არ გთხოვენ, ჯობს თქვენი იდეები თქვენთვის შეინახოთ.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და სურვილებს. იყიდეთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ და გააკეთეთ ის, რაც გსურთ. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს თვითშეფასებას და განწყობას გაგიუმჯობესებთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც სადავო სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ. თანამოაზრეების პოვნა არ გიჭირთ. შეიძლება მათთან ერთად სამსახურთან, სწავლასთან ან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი გეგმა შეიმუშაოთ.

მორიელი

ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
მოსალოდნელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.

მშვილდოსანი

დროა, მენეჯმენტთან ხელფასის გაზრდის ან დაწინაურების შესახებ საუბარი დაიწყოთ და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგათ. საშუალება გექნებათ, რომ თქვენი საუკეთესო ბიზნესუნარები გამოავლინოთ და გუნდური მუშაობით სასურველ შედეგს მიაღწიოთ. სავარაუდოდ, გამოცდილი მეგობრის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1727077694

ჰოროსკოპი

„თქვენზე განსაკუთრებულად მოქმედებს“ - როგორი კვირა ელოდება მზის დაბნელების ფონზე ზოდიაქოს 12 ნიშანს

როგორი კვირა ელოდება მზის დაბნელების ფონზე ზოდიაქოს 12 ნიშანს - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ანზორ ოდიშარია საუბრობს.  ♈ ვერძი ამ კვირაში ენერგია დაბალანსდება, მაგრამ რადგან მზის...

 ანზორ ოდიშარია

1727073096

სპორტი

„მადლობა საქართველოს ამ საოცარი დღეებისთვის, ფანებს შევხვდი იმ ქვეყნიდან, სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ“ - კაკა

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ, რომელიც საქართველოს „ლეგენდების მატჩის“ ფარგლებში სტუმრობდა, საქართველოში გატარებული დღეების შესახებ Instagram-ზე პოსტი გაავრცელა და ქართველ გულშემატკივრებს მად...

კაკა

1727071991

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი მალე პირველი შვილის მამა გახდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მალე პირველი შვილის მშობელი გახდება. ამის შესახებ მან გადაცემა „ნოესთან“ ისაუბრა....

რატი იონათამიშვილი

1727068011

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

23 სექტემბერს ქუთაისში +27 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი...

ამინდი, წვიმა

1727036438

საზოგადოება

23 სექტემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

 სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 23 სექტემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს: გლდანის რაიონი ქსელში გ...

შუქი