მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მიმდინარე წლის 5-22 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ლაგოდეხი“ და „ვალე“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 14 240 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 3 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1727082095

სოციალური მედია

„ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ არავის გაუკეთებია ჩემთვის ეთერშიო“ - რას წერს გიორგი გასვიანი?

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 22 სექტემბერს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას კესარიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. დაკრძალვაზე მისული იყო საქართველოს პრე...

გიორგი გასვიანი?

1727077694

ჰოროსკოპი

„თქვენზე განსაკუთრებულად მოქმედებს“ - როგორი კვირა ელოდება მზის დაბნელების ფონზე ზოდიაქოს 12 ნიშანს

როგორი კვირა ელოდება მზის დაბნელების ფონზე ზოდიაქოს 12 ნიშანს - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ანზორ ოდიშარია საუბრობს.  ♈ ვერძი ამ კვირაში ენერგია დაბალანსდება, მაგრამ რადგან მზის...

 ანზორ ოდიშარია

1727073096

სპორტი

„მადლობა საქართველოს ამ საოცარი დღეებისთვის, ფანებს შევხვდი იმ ქვეყნიდან, სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ“ - კაკა

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ, რომელიც საქართველოს „ლეგენდების მატჩის“ ფარგლებში სტუმრობდა, საქართველოში გატარებული დღეების შესახებ Instagram-ზე პოსტი გაავრცელა და ქართველ გულშემატკივრებს მად...

კაკა

1727071991

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი მალე პირველი შვილის მამა გახდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მალე პირველი შვილის მშობელი გახდება. ამის შესახებ მან გადაცემა „ნოესთან“ ისაუბრა....

რატი იონათამიშვილი

1727068011

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

23 სექტემბერს ქუთაისში +27 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი...

ამინდი, წვიმა