26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და საშიში დღეთაგანი (მაგრამ არა სატანური)

მთვარის 26-ე დღე მოქმედებს 26 მაისს
სიმბოლური შესატყვისები: მერწყულის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო: ჭაობი, ბაყაყი.
მოქმედება: ყბედობა.
სახელწოდება: ჭაობი, ბაყაყი. ბაყაყი, ისევე როგორც გველი არის სიბრძნის განსახიერება, მაგრამ ისეთი სიბრძნისა, რომელსაც არ მოაქვს არავითარი სარგებლობა ადამიანისთვის, ვინაიდან მას ელის საკუთარი მიღწევებით ცრუ განდიდების დაუფლება.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და საშიში დღეთაგანი (მაგრამ არა სატანური), როდესაც ხალხი იგინება, ჩხუბობს, ხარჯავს დიდ ენერგიას ყბედობაზე. ზუსტად ამ დღეს ადამიანს შეუძლია მთელი თავისი ძალა და ენერგია დახარჯოს, ამიტომ ყველა წმინდა ტექსტში სწერია გაფრთხილება უაზრო ენერგიის ხარჯვის შესახებ. უკეთესია თუ 26-ე დღეს თავს შეიკავებთ აქტიური საქმიანობისგან. დაისვენებთ, ან იქნებით ეკონომიური ენერგიის ხარჯვაში. ეს დღეა თავშეკავებისა და მარხვის, თუმცა მარხვა უფრო აუცილებელია. საჭიროა მიისწრაფოდეთ ცხოვრების შესაცნობად, ადამიანების გამოსაცნობად არსებული სიტუაციის ფხიზელი თვალით შეფასებისკენ.
მისტიკური ზეგავლენა: მუშაობენ წიგნებზე, ტექსტებზე, უკეთესია ერიდოთ გადაღლას, ანდა შეუმოწმებელ ინფორმაციას. ხშირად მოდის სიამაყე, შემდეგ ნაღველი. საჭიროა დიდი ყურადღება ამ თვისებებზე. ენერგიის გადახარჯვის თავიდან ასაცილებლად, მთელი მუშაობა უნდა ჩატარდეს ფრთხილად.
26-ე დღეს დიდია გაძარცვის ალბათობა.
თუ ამ დღეს სახლიდან გამოსული შეხვდებით ადამიანს სავსე ჩანთებით, ან კასრებით, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ცხოვრებაში სწორად მიდიხართ.
თუ ცხადში ან სიზმარში ნახავთ ელვას ეს იმის მანიშნებელია, რომ სიამაყე და ამპარტავნება არ გაქვთ მოთოკილი.
სოციალური ზეგავლენა: ცუდია ნებისმიერი ურთიერთობისათვის, კარგია ადვოკატებისთვის.
სამედიცინო თვალსაზრისით: -
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: მოწოდებული არიან მთელი სიცოცხლე დუმდნენ, მისცენ დაპირებები და შეასრულონ ისინი და თავის თავზე აიღონ ნებისმიერი აკრძალვა. მძიმე ცხოვრება აქვთ, ამაყები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება. ელის დიდება და დიადი მიღწევები. აღიარება. ზედმეტი ამპარტავნება საშიშია, რადგან ყველაფრისთვის პასუხი მოეთხოვება.
მედიტაცია: ელვა, სიჩუმე.
მთვარე იმყოფება ,,ვერძის '' ზოდიაქოში 25.05-ის 1:39 სთ.დან 27.05-ის 10:22 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს. საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და მორიელის ნიშნებს.
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია. გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს. კრიტიკულია ეს პერიოდი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის.
დღის პროგნოზი: 26 მაისი სუსტად ნეგატიური დღე იქნება, ფარდობითად დადებითია საღამოს 19-20 საათიდან შემდგმი დღის ღამის საათები. (მთვარის და პანეტა ვენერას შეერთების მოქმედების გამო.)
წყარო: astrokonsultant
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ბრძოლა და დაპირისპირება - მსოფლიოს რამდენიმე წერტილში გაჩნდება ახალი დაპირისპირებების კერები
1745834045
ახალი ამბებიშალვა ოგბაიძე 2011 წლის 26 მაისის აქციაზე: მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა არსად გასაქცევი საშუალება, ყველა იმ ხორცსაკეპ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და როგორც მან ბრძანება გასცა, დაზიანების გარეშე არავინ არ უნდა ყოფილიყო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1745832121
ახალი ამბებიშალვა ოგბაიძე: პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი - არ ფიგურირებს, მაგრამ მას, ძალიან ხშირად, ნახულობდნენ ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე
პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი, - ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ პარლამენტის დროებითი ს...
1745830063
მსოფლიოთურქეთში მიწისძვრა იყო
თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპი...
1745828488
ახალი ამბები„ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა“ - გორში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
პოლიციამ, გორში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქა...
1745828324
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: USAID-ის ჩახსნამ, მათ შორის, საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც, შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები, სწორედ, ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს
ახალი ადმინისტრაცია, რეალურად, ახერხებს „დიფსთეითის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შ...