3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი
მთვარის 29-ე დღე მოქმედებს 3 დეკემბერს
სიმბოლური შესატყვისები: პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო: ჰიდრა, რვაფეხა.
მოქმედება: პანიკა.
სახელწოდება: ჰიდრა, რვაფეხა.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ძლიერ ნეგატიური.
მისტიკური ზეგავლენა: დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდიბულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა: ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით: ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დაბადებულები მთელი ზოდიაქოს “განტევების ვაცები” არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია: არა
მთვარე იმყოფება ,,მორიელის'' ზოდიაქოში 1.12-ის 15:56 საათიდან 3.12 ის 16:13 საათამდე მოქმედებს.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისთვის. ზომიერი წარმატება ექნებათ თხის რქის და ქალწულის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი მერწყულის და ლომის ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, მთვარის და მზის დაბნელებებს შორის დროის კორიდორი რთულია, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. სარისკო წამოწყებები, შორი მოგზაურობები და ხალხმრავალი წვეულებები ალკოჰოლიანი სასმლით, შემდეგი დროისთვის გადავდოთ, განსაკუთრებით, 6 დეკემბრის მთვარის მე-3 დღემდე, როდესაც ცაზე გამოჩნდება მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით ,,ნამგალა მთვარე'' და ,,გეკატის დღეები'' დასრულდება.
დაიწყო ,,გეკატის დღეები'', როდესაც მთვარე აღარ ჩანს ახალი მთვარის მესამე დღემდე. დაემატება პრობლემური გამოსხივება ფსიქიკაზე და საერთოდ ჯანმრთელობაზე.
3 დეკემბერი ერთ-ერთი კრიტიკული დღე იქნება. ნუ ავყვებით კამათისთვის განწყობილ, აგრესიულ ადამიანებს. ვეცადოთ, მხოლოდ აუცილებელი და მიმდინარე საქმე ვაკეთოთ.
ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 დეკემბრის თვის ტაროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
📌 ნახეთ, რა გელოდებათ 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
1794513219
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ
„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...
1794512126
მსოფლიოაშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...
1794510257
მსოფლიოსროლა თეთრ სახლთან ახლოს - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შესახებ. წერს CNN. პოლიციის ცნობით, 12 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში...
1794508261
ახალი ამბებითბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობ...
1794507612
ახალი ამბებიშიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ერ...































