ვინ იქნება შემდეგი კვირის ფავორიტი - ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇

♈ ვერძი

კვირის ზოგადი ტენდენციაა სისწრაფე და დაჩქარებულობა ყველა თემაში, როცა  გარემოებები მოითხოვს აქტიურ და დაუყოვლებლივ ქმედებებს თქვენი მხრიდან. თუმცა, ამ დროს გარშეშემომყოფებიც აქტიურდებიან და სრულიად შესაძლებელია საჩქარო საქმეების მოგვარება სხვათა დახმარებით, კოლეგების ან მეგობრების თანადგომით, პარტნიორული მიდგომით.  საუკეთესო დროა გადადებული საქმეების მოსაგვარებლად. ახლა შესაძლებელია იმის დაძვრა და გაკეთება, რაც ადრე არ გამოგდიოდათ ან  სხვადასხვა მიზეზთა გამო ფერხდებოდა.

ყურადღება მიაქციეთ ფინანსებსა და შემოსავლებს. კარგად გადათვალეთ ხელზე აღებული ყველანაირი თანხა, დაბრუნებული ხურდა, შეამოწმეთ ამანათი. შესაძლოა დამსაქმებლებმა, ნებით თუ უნებლიერ, დაგაკლონ თქვენი შრომის  ანაზღაურება, ვინაიდან

არის შეცდომისა და დანაკლისის ალბათობა. ამდენად ეს თემა თქვენგან ითხოვს  მეტ ყურადღებას.

პირად ან ზოგადად ურთიერთობებში ახლა მოლოდინის დროა, როცა ინიციატივას  უთმობთ მეორე ადამიანს. მით უმეტეს, თუ რომელიმე ურთიერთობაში ადგილი აქვს დროებით პაუზას, ერთმნიშვნელოვნად ჯობია სხვამ გადმოდგას პირველი ნაბიჯი. ამჟამად ინიციატორობა თქვენი მხრიდან არაა სასურველი შედეგის  მომტანი.

♉ კურო

მიმდინარე კვირას უხვად შემოაქვს თქვენთვის ოჯახური კეთილდღეობა, ზოგადად მატერიალურ თემებში მოგება და შემოსავალი. ზოგ თქვენგანთან აქტუალური გახდება მემკვიდრეობის მიღების, ქონების გაბევრების თემები. შესაძლოა თქვენი ენერგია გადამდებიც აღმოჩნდეს და ოჯახის წევრებმაც მიიღონ გარკვეული შემოსავლები. კარგი დროა ყველანაირი შესყიდვებისათვის, რაც ემსახურება სრულად ოჯახის კეთილდღეობას.

ასევე, კარგი პერიოდია ემოციური თვალსაზრისით. ახლა თქვენი ემოციუნალურობა, შარმი, ინტუიცია მაღალია. დამაჰიპნოზებლად მოქმედებთ გარშემომყოფებზე. ამდენად, კარგი დროა ადამიანთა მოსახიბვლად, მათი გულების მოსაგებად.  თუმცა, ეს ამაღლებული მდგომარეობა თვალშისაცემი ხდება არაკეთილმოსურნე, კონკურენტი ადამინებისათვის, რის გამოც  იზრდება შურისა და ჯიბრის ენერგია თქვენს გარშემო. არ მოდუნდეთ,  რეალურად შეაფასეთ გარშემო არსებული კონკურენცია.  სიფრთხილე გამოიჩინეთ თქვენი წარმატებებისა და დამსახურებების აღნიშვნისას.  შესაძლოა სწორედ ახლა შეამჩნიოთ მოშურნე და არაკეთილსინდისიერი ადამინები, და სწორედ ახლა დადგა მათი გამოაშკარავებისა და მოცილების დრო.

♊ ტყუპები

მიმდინარე კვირა თქვენი ნიშნისათვის საკმაოდ კარმულია.  ახლა სწორედ განვლილი ეტაპის შეფასებისა და გადაფასების დროა. ბევრი თქვენგანი იგრძნობს სამყაროსეულ ჩარევას. ზოგთან ეს მოულოდნელი ჯილდოს, ზოგთან კი ასევე მოულოდნელი გამოცდის სახის მოვა. ამ პერიოდის მოვლენები ერთგვარი გასაღებია თქვენთვის, რომელიც ამოგახსნევინებთ თუ რას ითხოვს თქვენგან უმაღლესი გონი. ახლა არაფერი არ ხდება შემთხვევით. მოდის ის, რაც დაიმსახურეთ სამყაროს გადმოსახედიდან.

კარგ ენერგეტიკაში დგას ის მატერიალური საკითხები, რაც ადრე შეჩერებული, გაჭედილი იყო. თქვენი იმედები გამართლდება. შეჩერებული ფინანსები შემოვა.

ამ პერიოდში თქვენთვის ყველაზე საფრთხილოა  თავგამოდებული თაყვანისმცემელი ან მეგობრობის შემოთავაზებით მოძალადე ადამიანი. ახლა  „ყველაფერი ოქრო არაა რაც ბრჭყვინავს“. თქვენს გარშემო ბევრი მლიქვნელი მოიყრის თავს და ძნელი გახდება ჭეშმარიტისა და ფარისევლურის გარჩევა ერთმანეთისაგან. და სწორედ ამაშია ამჟამინდელი კარმული ერთერთი ტესტიც. აქვე, სადღაც არის მართლაც რომ ნამდვილი, სუფთა შემოთავაზება, სათქვენო პარტნიორი ან მეგომარი, რომლის  გამორჩევაც თქვენი ამოცანაა.

♋  კირჩხიბი

ეს პერიოდი თქვენი ნიშნისათვის საკმაოდ დამღლელია, როცა შემოდის ბევრი შრომა და ბევრი პასუხისმგებლობა. თუმცა, თქვენი ენერგიაც ძალიან დიდია და გადასარევად ახერხებთ ერთბაშად მოწოლილი საქმეების გაძღოლასა და შესრულებას. შესაძლოა ისეთი დავალებები მოგცენ გარშემომყოფებმა, რაც რეალურად არცაა თქვენი გასაკეთებელი. გარემო ცდილობს მაქსიმალურად  გამოიყენოს თქვენი ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობები. ჩართეთ თავდაცვის მექანიზმი და ყველას მაგიერ ნუ გადაიღლით თავს.

კვირის განმავლობაში ბევრი მოულოდნელობა გაგაოცებთ. თქვენშიც გაიღვიძებს იმპულსურობა და სწრაფი გადაწყვეტილებებისაკენ მიდრეკილება. თუმცა, გიმართლებთ და ამ ეტაპზე გადადგმული სწრაფი და დაუფიქრებელი ნაბიჯებიც კი  ვერ დაგაზარალებთ. მიჰყევით საკუთარ  ინტუიციას.

ფრთხილად იყავით სტრუქტურულ ცვლილებებთან, სამსახურებრივ რეორგანიზაციებთან, ზოგადად მშენებლობასთან და რემონტებთან, თუნდაც ოჯახურ კონფლიქტებთან. ახლა ადგილის ცვლილება, გაყრა-ნგრევა,  შორ გზაზე მგზავრობა რისკებში დგას.

♌ ლომი

მიმდინარე კვირა თქვენი ნიშნისათვის დიდად აქტიური არაა, უფრო სწორად თქვენი ენერგეტიკა არის სუსტი. ზოგ თქვენგანთან შესაძლოა გამოვლინდეს უჩვეულო დეპრესიულობა, სიზარმაცე, უბრალოდ მოდუნება ან სისუსტე. რეალურად ახლა არცაა რეკომენდებული ფიზიკური და ემოციური გადაღლა, ასევე რაიმე სახის სამედიცინო ოპერაციების ჩატარება. ახლა კარგია დასვენება, საკუთარი ნაშრომის თავმოყრა, შეფასება და კმაყოფილებით ტკბობა. თქვენი ენერგიის შევსებას სწორედ რომ ყოველდღიური პატარა სიკეთეებით სიხარული და ბედნიერების შეგრძნება გააძლიერებს. წაახალისეთ საკუთარი თავი მცირე საჩუქრებით, ტკბილეულით, ლამაზი და სასიამოვნო შეხვედრებით. ამ პერიოდში  ყველაზე მეტად გჭირდებათ თვითკმაყოფილების გაძლიერება საკუთარ თავში. თუმცა, მოერიდეთ ხისტსა და უხეშ ქმედებებსა და გამონათქვამებს. ახლა თქვენი მხრიდან გაჟღერებულ პატარა შენიშვნასაც  კი აგრესიის ელფერი დაჰკრავს, რაც  არც სხვას მოუტანს სიკეთეს ამ ეტაპზე და არც თქვენ.

კარგი პერიოდია ქორწილის, რაიმე ზეიმის დასაგეგმად, თუნდაც ჩასატარებლად. ასევე,  ყოველგვარ გასართობ ღონისძიებებზე სასიარულოდ.

♍  ქალწული

მიმდინარე კვირა ერთგვარად კარმულია თქვენი ნიშნისათვის. აქ სამყაროს უმაღლესი ძალები თქვენს გვერდით არიან, გიცხადებენ რა თანადგომას და თქვენი ქმედებების შეფასებასაც ახდენენ. ამდენად, ბევრი თქვენგანი იგრძნობს გარკვეულ სულიერ ტრანსფორმაციას, როცა იოლად დაინახავთ საკუთარ ქვეცნობიერ სურვილებს, დაშვებულ შეცდომებს და მოახდენთ თქვენი ცხოვრების გადაფასებას. და სწორედ ასეთი მიდგომა დაარბილებს კარმულ დარტყმებს. რასაც გაიაზრებთ და შეცვლით თქვენ, იმას აღარ გადაძალებთ სამყარო. უბრალოდ აღარ იქნება მკაცრი გამოცდების მოწყობის საჭიროება მისი მხრიდან.

კარგი პერიოდია ყველანაირი კომუნიკაციისათვის, მეგობრული შეხვედრებისათვის. მონაწილეობა მიიღეთ ყველა სახის შეკრებებში, აქტიურად  გაიცანით უცხო ადამიანები. ახლა ზედაპირული საუბრებიც კი თქვენთვის ინფორმაციულია და შედეგების მომტანი. მაქსიმალურად მოერიდეთ კამათსა და კონკურენციას, საკუთარი აზრებისა და შეხედულებების მტკიცებას. ამ ეტაპზე მხოლოდ სმენისა და შემეცნების დროა, რადგან სწორედ ახლა  დგას მაღალი ალბათობა იმისა, რომ გამოჩნდნენ თქვენი იდეების, საქმეების მიმთვისებელი პირები. ყველა სახის ქურდობაა გააქტიურებული თქვენს გარშემო. ყურადღებით მოექეცით ნივთებსაც და  ინფორმაციასაც. ეცადეთ იყოთ მიმღები და არა გამცემი.

♎  სასწორი

მიმდინარე კვირას თქვენი ნიშნისთვის გარკვეული მელანქოლიურობა შემოაქვს. შესაძლოა ზოგ თქვენგანს მოეძალოს უხასიათობა, სიზარმაცე, გულგატეხილობა და ეჭვიანობა. თუმცა ფიზიკურად ძალიან მყარები და ჯანმრთელები ხართ. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური სისუსტეა და რეალურად ისევ თქვენს ხელშია მოვლენებს ნეგატიურად შეხედავთ თუ პოზიტიურად. არადა რეალურად მართლაც რომ დიდია გამარჯვებების მიღწევების შანსი.

განსაკუთრებით კარგი ეტაპია ბავშვი, მოზარდი სასწორებისათვის. ამ პერიოდში  შესაძლებელია კონკურსებში გამარჯვება, კარგი ქულების მიღება, თანატოლებში ლიდერული პოზიციის მოპოვება. ზოგადად დადებითი პერიოდია ბავშვის ჩასახვის, გაჩენისათვის. ყველა მოვლენა რაც თქვენს ბავშვებს უკავშირდება, დადებით აურაშია გახვეული.

მიმდინარე ეტაპზე ერიდეთ საკუთარ წარმატებებსა და მიღწევებზე, შენაძენებზე საუბარს. თქვენს გარშემო აქტიურდებიან კონკურენტები. ბევრი თვალი შეჰყურებს თქვენს ქონებას თუ სამსახურებრივ ადგილს, მეწყვილეს თუ ფინანსურ წარმატებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თქვენს ჩაცმულობასაც კი.

ამჟამად კარგი იქნება თუ გასცემთ ქველმოქმედებას, დაეხმარებით გარშემომყოფებს. ახლა გაცემული თანხები, დახმარება, საჩუქარი, ათმაგად დაგიბრუნდებათ შემდგომში.

♏  მორიელი

კვირის ენერგეტიკა დადებითია ყველანაირი მატერიალური საკითხების წამოსაწყებად. შედეგების მიღება ჯერ კიდევ დროშია გადაწეული, თუმცა დასაწყებად, დასაგეგმად, საქმის ასამუშავებლად გადასარევი პერიოდია. ასევე, ბევრ თქვენგანთან შემოვა მცირე თანხები, საჩუქრები და შემოთავაზებები. თუ აქამდე გქონდათ რაიმე ბიზნეს იდეა და ვერ ბედავდით განხორციელებას, ან გინდოდათ ვინმესთვის რაიმეს შეთავაზება, სწორედ რომ დადგა  ამისათვის შესაფერისი დრო. ამავდროულად, წარმატების მომტანი პერიოდია ზოგადად ემოციურ საკითხებში, პირადი ან მეგობრული ურთიერთობის დასაწყებად, წინადადების ან შეთავაზების მისაღებად ან გასაკეთებლად. ბევრ თქვენგანთან გამოჩნდებიან ახალი თაყვანისმცემლები.

თუმცა სიფრთხილეა საჭირო მაღალჩინოსნებისაგან, თანამდებობის პირებისაგან, ორგანიზაციებისაგან, სანათესავო ავტორიტეტებისაგან წამოსული შემოთავაზებების მიმართ. ახლა დიდია ცდუნება იმისა, რომ უცებ და დაუკვირვებლად  გამოეკიდოთ მომხიბლველ შემოთავაზებას. იქ დაინახოთ მოგება, სადაც ის არ არის, ან იქ დაინახოთ სიყვარული, სადაც მხოლოდ მერკანტილური ინტერესია.

ამ ეტაპზე ყველაფერში გჭირდებათ მტკიცებულებები და არგუმენტები, ფაქტები და კანონიერება. მოითხოვეთ წერილობითი თუ ზეპირი ხელშეკრულება ყველა თემაში.

♐  მშვილდოსანი

მიმდინარე კვირას თქვენი ნიშნისათვის უხვად შემოაქვს ემოციურობა, მგრძნობელობა. თქვენი ენერგია  არ უფრთხის არანაირ რისკებსა და ცდუნებებს. ახლა ბევრ თქვენგანთან აქტუალური გახდება ყველანაირი ურთიერთობები, მათ შორის დაფარული და გასაიდუმლოებული. ასევე, დიდი გამოწვევები ელის სასიყვარულო სამკუთხედებს, გააქტიურდებიან სასიყვარულო პარტნიორები. თუმცა, სწორედ რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გმართებთ თავშეკავება და ბალანსის დაცვა ყველა თემაში. მით უმეტეს არ გამოგადგებათ სასიყვარულო ურთიერთობებში თავით გადაშვება. ეცადეთ ყველა თემას დაუთმოთ ერთნაირი დრო და საკუთარი ძალებიც ერთნაირად გადაანაწილოთ.

ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ მიმდინარე კვირაში სწორედ ოჯახში, ახლო სანათესავოსა თუ ახლო სამეგობროში ჩადგა რისკისა და შეცდომების ენერგია. ამდენად, ოჯახს გარეთ სარისკო ურთიერთობები, მეგობრების ზურგს უკან ჩადენილი დაფარული, მოღალატეობრივი ქმედებები შესაძლოა უცებ გამჟღავნდეს და მოგიტანოთ არეულობა.

ამ ეტაპზე ეცადეთ ზოგადად ადამიანებს მოექცეთ თბილად, კარგად. დაუნანებლად გასცეთ საჩუქრები და ყველა სახის დახმარება, რაც თავად თქვენვე შემოგიტრიალდებათ სასიკეთოდ და ასევე დაჯილდოვდებით სხვათა მხრიდან.

♑ თხის რქა

თქვენთვის მიმდინარე კვირა შრომისა და შემოსავლების ენერგიაში დგას. ბევრ თქვენგანს გამოუჩნდება ახალი პროექტები, ახალი შეკვეთები ან დამატებითი სამსახურებრივი საქმეები. თუმცა, შესაძლოა აღმოჩნდეს რომ საქმე მეტია ვიდრე ანაზღაურება. ამიტომ კარგად გადახედეთ შემოთავაზებებსა და შეთავსებებს, რათა თქვენი შრომის ანაზღაურება ღირდეს დაღლად. ერთმნიშვნელოვნად, ამჟამად თქვენი ბოსები ან თუნდაც ოჯახის წევრები კარგად ისარგებლებენ თქვენი შრომით.

ამ ეტაპზე ძალიან მაღალია თქვენი ინტელექტი, გონება. გადასარევად შეგიძლიათ გაიაროთ ყველანაირი კონკურენცია, გამოცდები. და საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა რამდენი ადამიანის წინააღმდეგ მოგიწევთ ამდაგვარი კონკურენცია. ვინაიდან ხართ ძალიან ძლიერი და მებრძოლი, შეგიძლიათ ყველას დამარცხება ერთი ხელის მოსმით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ არ უნდა გაამჟღავნოთ არც დასახული გეგმები, არც გადაწვეტილებები. უახლოესი ადამინებიც კი არ ჩააყენოთ არაფრის საქმის კურსში. შედეგები იტყვის თავის სიტყვას.

ახლა სწორედ რომ დროა, დახუროთ ყველაფერი დრომოჭმული და უსარგებლო. დაუნანებლად გამოიხურეთ წარსულის კარი, იქნება ეს ურთიერთობა თუ საქმიანი სფერო.

♒  მერწყული

მიმდინარე კვირას თქვენთვის შემოაქვს სასიცოცხლო, ვიტალური ძალების ამაღლება. ახლა ძალიან გონიერი, მებრძოლი, მყარი და შეუვალი ხართ. მაღალია თქვენი ლიდერული უნარები, შარმი და მიმზიდველობა, ბრძოლისუნარიანობა. ამდენად კარგი ეტაპია ყველანაირი კონკურსის, კონკურენციის გასავლელად.

ამჟამად თქვენთვის დადებითია ყოველგვარი კომუნიკაცია, ახალი ნაცნობობა. ზოგ თქვენგანთან გამოჩნდება ახალი თაყვანისმცემელი, კეთილგანწყობილი მეგობარი. ასევე დადებით ენერგიაში დგას ყველანაირი ახალი საქმის დაგეგმვა, მოლაპარაკება, წამოწყება. კარგი ეტაპია ბავშვის ჩასახვისათვის, გაჩენისათვის, ბავშვებთან დაკავშირებული ყველა საქმის მოსაგვარებლად.

პერიოდი ხელს არ უწყობს აზარტებსა და რისკებს. ახლა არაა სარისკო საქმეებისა და გადაწყვეტილებების დრო.  ასევე, ფრთხილად იყავით მავნე ჩვევებთან, ღამისთევასთან, ყოველგვარ სითხესთან, იქნება ეს სასმელი თუ საცურაო აუზი. ღამის საათებში არ მიიღოთ არავითარი საკვანძო გადაწყვეტილება. ერიდეთ ღამეულ გადაადგილებასა და შეზარხოშებულ პირებს.  ამ პერიოდში ეცადეთ იყოთ სულ ფხიზელი და იცხოვროთ დღის ცხოვრებით.

♓ თევზები

მიმდინარე ეტაპი თქვენში აძლიერებს მელანქოლიურობასა და ჩაკეტილობას. ამ პერიოდში  გადამეტებულად ნეგატიურად აღიქვამთ მოვლენებს, ამდენად შესაძლოა ბევრი თქვენგანი „მცირე უამინდობის დროსაც კი ქარიშხალს ხედავდეს“.  ამავდროულად თქვენი ჯანმრთელობა ძალიან სტაბილურია და მყარი, მაგრამ გაზვიადებულმა წარმოსახვებმა შესაძლოა ფიზიკურადაც დაგასუსტოთ.  რაღა თქმა უნდა, ახლა საჭიროა კარგი დასვენება, ძილის საათების მოწესრიგება, სულიერი წონასწორობის აღდგენა, რათა ხელიდან არ გაუშვათ ის დადებითი ეტაპი, როცა მკაცრი ხელითა და ძლიერი ნებისყობით საჭიროა და ხელგეწიფებათ სერიოზული საქმეების მოწესრიგება, წარმატების მიღწევა ყველა მიმართულებით. სიზარმაცე და საქმის გადადება ახლა არ არის უპრიანი. თქვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. თქვენი ასარჩევია თუ ამ კვირის რომელ ენერგიას აითვისებთ, მელანქოლიურს თუ მებრძოლს.

ასევე, ამ პერიოდში ბევრი რამ გადაფასდება. შესაძლოა ნებაყოფლობით გამოცვალოთ საქმიანი პარტნიორები, ან დაასრულოთ არაფრისმომცემი და ნეგატიური ურთიერთობები.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 ზოდიაქოს ნიშნით გამორჩეული მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732359901

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანა...

ამინდი

1732356459

საზოგადოება

„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია

პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა...

მამა შალვა კეკელია

1732350788

საზოგადოება

რომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები

ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...

აა

1732341504

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.  საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...

საზოგადოება

1732307021

ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი