ვინაა თქვენი საუკეთესო მეგობარი ზოდიაქოს მიხედვით

მეგობარი უდიდეს გავლენას ახდენს ყველა ადამიანის ცხოვრებაზე. არის დასაყრდენი, გეხმარება რთულ სიტუაციაში, შენთან ერთად ერთობა და ტკბება სასიამოვნო წუთებით. საიდუმლოსაც საუკეთესო მეგობარს ანდობ. თუმცა, ხშირად მეგობრობაშიც ჩნდება ბზარი, არის გაუგებრობები და იმედგაცრუება. ასე რომ არ მოხდეს, დაბადების ზოდიაქოს მიხედვით შეგიძლიათ, ადვილად ამოიცნოთ, თქვენთვის საინტერესო, სასურველი და ნამდვილი მეგობარი. 

ვერძი და სასწორი – ვერძი სპონტანურია. ის არის ადამიანი, რომელიც მუდამ ცვლილებებს და სიახლეებს ეძებს. ზოგჯერ გაუწონასწორებელია, რაღაცებით აღრთოვანება სჩვევია და გარკვეული დროის შემდეგ ხვდება, რომ სულ ტყუილად აღფრთოვანდა. სასწორი მისგან განსხვავდება, დინჯი და დაბალანსებული ადამიანია, რის გამოც აქვს უნარი, რომ ცეცხლოვან ვერძს დაეხმაროს ცხოვრების დაბალანსებაში, ვერძი კი, თავის მხრივ, სასწორისთვის უფრო საინტერესო ცხოვრებას ქმნის. ამ ორი ადამიანის მეგობრობა, როგორც წესი, შესანიშნავია. ისინი ავსებენ ერთმანეთს და ძლიერ გუნდს ქმნიან.

კურო და მორიელი – კუროს უყვარს ცხოვრებით ტკბობა, მხიარულება და ისე ცხოვრება, როგორც თავად მოსწონს. ის ყველაფერს აკეთებს ბედნიერების მოსაპოვებლად. მორიელსაც სურს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, მაგრამ იმავდროულად ფიქრობს, რომ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ არ შეიძლება, ადამიანმა დრო გართობისთვის დახარჯოს. ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი, ერთმანეთს ავსებენ და შეუძლიათ იდეალური გადაწყვეტილებები მიიღონ.

ტყუპები და მშვილდოსანი – ტყუპები გამუდმებით ცოდნის მიღებისკენ ისწრაფვის და სურს, იცოდეს ყველაფერი, შეიცნოს სამყარო და რამდენიც არ უნდა ისწავლოს, მაინც ჰგონია, რომ ძალიან ცოტა რამ იცის. მშვილდოსანს უყვარს საინტერესო, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც მის ყოველდღიურობას მრავალფეროვანს გახდის, რომელმაც ბევრი რამ იცის. სწორედ ამიტომ, ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავად უგებს ერთმანეთს. ორივე პოზიტივითაა სავსე, უყვართ მხიარულება. შესანიშნავი გუნდია და ერთად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.

კირჩხიბი და თხის რქა – კირჩხიბს მუდამ მზრუნველობა სჭირდება, სურს, რომ ვიღაც გაუფრთხილდეს, გვერდით ძლიერი დასაყრდენი ჰყავდეს, რომელიც რთულ სიტუაციაში ანუგეშებს და პრობლემებიდან გამოსავალს მარტივად აპოვნინებს. სწორედ ასეთები არიან თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. შეგიძლიათ, მათ თამამად დაეყრდნოთ და მშვიდად იყოთ. ის ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მარტივად გაპოვნინებთ გამოსავალს.

ლომი და მერწყული – ლომს სურს გვერდით საუკეთესო ადამიანი ჰყავდეს, ძლიერი პიროვნული მახასიათებლებით. მსგავსი სურვილი ამოძრავებს მერწყულსაც. ამ ორივე ზოდიაქოს ნიშანს, განსაკუთრებული ძალა აქვთ. ერთმანეთის მხარდამჭერები არიან და ერთად მათი დამარცხება შეუძლებელია. ლომი და მერწყული საუკეთესო გუნდია, რომელსაც ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევა და ერთად ყველა მიზნის მიღწევა შეუძლიათ.

ქალწული და თევზები – ქალწული მყარად დგას მიწაზე და შესანიშნავად შეუძლია რეალობის აღქმა. ის არ ოცნებობს, ის მოქმედებს. თევზები კი მისგან განსხვავდება. ის აცდენილია რეალობას და ოცნებებში დაფრინავს. ქალწული და თევზები აბალანსებენ ერთმანეთს და იდეალურ მეგობრულ კავშირს ქმნიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768485068

ახალი ამბები

მახაშვილი ევროკავშირის საელჩოს ვიდეოზე: როგორც ჩანს, მათი არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა

როგორც ჩანს, მათი [ევროკავშირის საელჩოს] არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...

ლევან მახაშვილი

1768485009

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე

ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ ამ სიბინძურეს...

 გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე

1768483699

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი

„საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გ...

 ირაკლი კობახიძე

1768483486

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო - განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ...

ირაკლი კობახიძე

1768483433

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...

ირაკლი კობახიძე