9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ბედნიერი დღეა
მთვარის მე-6 დღე 9.12-ის 12:56 საათიდან 10.12-ის 13:25 საათამდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისები: ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო: ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).
მოქმედება: შეწყალება.
სახელწოდება: პრანა, ცისარტყელა, წერო.
ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის ჴ პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.
ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.
მისტიკური ზეგავლენა: კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.
სოციალური ზეგავლენა: ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით: ავადმყოფები სწრაფად გამოჯანმრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.
ზეგავლენა ჩასახვაზე: მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება ჴ ეყვარება ბუნება.
მთვარე იმყოფება ,,მერწყულის'' ზოდიაქოში 7.12-ის 15:48 საათიდან 9.12-ის 18:53 საათამდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და სასწორის ნიშნით დაბადებულებისთვის. ზომიერი წარმატება ექნებათ ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს.
მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი კუროს და მორიელის ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: 9 დეკემბერი არაერთგვაროვანი დღე იქნება. კრიტიკულია დილის 6 საათიდან 12 საათამდე დღის მონაკვეთი. მოსალოდნელია, ელექტრო და პროგრამული ხარვეზებით მუშაობამ პრობლემები შეიქმნას, რაც გახდება საოჯახო და საწარმოო ტრავმების მიზეზი. (მთვარე სატურნის შეერთება და მთვარე ურანის კვადრატურა)
12 საათიდან, დღის შემდგომი მონაკვეთი, წარმატების მომტანი იქნება.
ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 რა გელოდებათ 6-დან 12 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
📌 ვანგას წინასწარმეტყველება - რა მოხდება სამყაროში ორ კვირაში, როცა 5 ორიანი მოვა?
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...
1788272258
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა...
1788269421
საზოგადოებადაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრ...
1788268048
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. გამყარდა ევრო...






























