ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ მერწყულის ეპოქას
ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვირჩევს როგორ შევხვდეთ მერწყულის ეპოქას და გვაფრთხილებს, თუ რას უნდა მოვერიდოთ და რა თვისებები უნდა წამოვწიოთ წინა პლანზე:
"ჩვენს გარშემო სამყარო იცვლება. ძველს თუ ჩაებღაუჭები, მომავალი შენც წარსულში დაგტოვებს, ჩამოგიცილებს, როგორც უვარგისს და გამოუსადეგარს. ახლა განა ის არის მთავარი, მომავალს არ მივცეთ მოსვლის საშუალება (საათის გაჩერებით დრო არ გაჩერდება), არამედ ამ მომავლის სწორ ფორმირებას უნდა შევუწყოთ ხელი და დროის მდინარეს არ მივცეთ საშუალება, არასწორ კალაპოტში ამოყოს თავი.
საუკუნენახევრის შემდეგ მერწყულის ერა დგება, მაგრამ ეს დროც კი არაფერია, წამია, მთლიანი ციკლის ფარგლებში. ამიტომ, მერწყულური ''სურნელი'' უკვე ახლავე იგრძნობა, ოღონდ როგორც შორეული ძლიერი ქარიშხლის ჩვენამდე მოღწეული სიო.
იმის თქმა მინდა, რომ ეს ჯერ მხოლოდ შესავალია, გენერალური რეპეტიციაც კი არაა, მაგრამ სწორედ დროის ამ მონაკვეთზე იქნება ძალიან ბევრი დამოკიდებული, რადგან როგორ საძირკველსაც ჩაყრი, სახლიც ისეთი აშენდება.
მე, მზით მერწყული, გეუბნებით თქვენ, რომ ეს მერწყულის ეპოქა ჯერ არ არის, მაგრამ უკვე აქედან უნდა შევუდგეთ მის სწორ მშენებლობას, რომ არ მივიღოთ მერწყულის ზოდიაქოს ყველაზე უარესი მხარე - ინდეფერენტულობა, პიროვნული მე-ს, ინდივიდუალურობის, სექსის, ეროვნულობის და ა.შ. იდენტობის დაკარგვა, ასიმილაცია, რობოტიზაცია, ანარქია და ასე შემდეგ.
ამის ნაცვლად, ის თვისებები უნდა წამოიწიოს წინ, რაც მერწყულში საუკეთესოა - მეგობრობა, ჰუმანიზმი, ერთად დგომის უნარი, საუკეთესო იდეალებისთვის უანგარო ბრძოლა, „მივაწვეთ“ ინტელექტს, განათლებას, ჭეშმარიტ, სამყაროს კანონებზე დამყარებულ მეცნიერებებს და არა ვიღაცების გამდიდრებაზე მორგებულ ფსევდო- მეცნიერულ, თავს მოხვეულ სიყალბეს."
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1792346436
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...


























