„დიდი მიზნები პრაქტიკულ, მიღწევად ამოცანებად დაშალე და აუჩქარებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევი შენს საქმეს, სანამ სასურველს არ მიაღწევ“ - ასტროლოგ დავით ნიბლაძის რჩევები
ასტროლოგი დავით ნიბლაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
დღეს, 14 ივნისს, სავსე მთვარეა მშვილდოსანში ამ ნიშანს იუპიტერი მართავს - ზრდა-განვითარების, რწმენისა და ოპტიმიზმის პლანეტა. მისი ბუნება - გაზარდოს ყველაფერი, რასაც ეხება - ახლაც აქტუალურია.
მთვარე ემოციებს უკავშირდება, სავსე მთვარე კი - რაღაცის მომწიფებასა და კულმინაციას. შესაბამისად, ეს არის რაღაც დიდის, არაჩვეულებრივის დრო ჩვენს ცხოვრებაში. რომელი აზრები და იდეები მომწიფდა შენში?
რა არის ის, რისთვისაც უკვე მზად ხარ? რა გადაითარგმნება ამ აზრების ლოგიკურ გაგრძელებაში - ქმედებაში?
არ დაგვავიწყდეს, რომ იუპიტერი ამჟამად ვერძშია. წარმატებისთვის ინიციატივები და გამბედაობა დიდი დოზით დაგვჭირდება. მშვილდოსანს ძალიან კარგად გამოსდის დეტალების მიღმა მთლიანი სურათის დანახვა, რაც, დამეთანხმები, მნიშვნელოვანი უნარია სამომავლო გეგმების შემუშავებისთვის.
მას შეუძლია, გასცდეს ყოველდღიურ ხმაურსა და დეტალებს და დაინახოს ამ ერთიანობის მიზანი - დიადი იდეა, რომელიც მისთვის შთაგონების წყარო გახდება.
გაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები და საკმარისი თავდაჯერებულობა ამ მიზნების შესასრულებლად?
სავსე მთვარისას მზე და მთვარე ნეპტუნთანაა ტაუ-კვადრატში ჩართული, რაც ილუზიებთან და ცრუ მოლოდინებთან გამკლავების მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს. ამჟამინდელი გამოწვევაც სწორედ ნეპტუნისეული ბურუსიდან გამორკვევა და იმ რეალობის აღქმაა, რომელშიც ვიმყოფებით.
გამოსავალი ნამდვილად არსებობს: მზისა და მთვარის ჰარმონიული ასპექტები სატურნთან.
ეს ასპექტი შანსს გვაძლევს, იუპიტერიანული მასშტაბები რეალობას მოვარგოთ და მიდგომებიც პრაქტიკულად შევიმუშაოთ.
სატურნის ენერგიის სწორად გამოყენებისთვის, დიდი მიზნები პრაქტიკულ, მიღწევად ამოცანებად დაშალე და აუჩქარებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევი შენს საქმეს, სანამ სასურველს არ მიაღწევ.
სავსე მთვარისას დიდი სამკუთხედი მუტაბელურ ნიშნებშია, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოქნილობა ბევრი რამის გასაღებად შეგვიძლია მოვიაზროთ.
რომელ ძალებს ვეჭიდებით პირისპირ? რისი შეცვლა შეგვიძლია ჩვენს მიდგომებსა და ტაქტიკებში, რომ გავიმარჯვოთ? არიან კი ეს ძალები ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული? თუ მშვილდოსნის 24-ე გრადუსს და იუპიტერის მდებარეობას შეავლებ თვალს შენს რუკაში, უფრო მეტ მინიშნებას მიიღებ ამჟამინდელი პერსპექტივების შესახებ.წარმატებას და თავდაჯერებულობას გისურვებ!“- წერს ასტროლოგი.
ასევე წაიკითხეთ:
🔵 ნანუკას შოუ დაიხურა - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი
1794736175
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სერ ბანი იასის ფორუმში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონა...
1794734788
ახალი ამბებიმარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...
1794733725
მსოფლიოჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...
1794727872
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...
1794727540
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...































