ნანუკას შოუ დაიხურა - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი
„ნანუკას შოუ“ დაიხურა, - ინფორმაციას ამის შესახებ გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ვატყობ, ახლა ტყუილი და მართალი ერთმანეთში აირევა და ზოგადად, ასეთ მომენტებში საჭიროა გახსნილობა და მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს.
"მთავარი" შედგებოდა სამი ოფისისგან.
1. ჩუბინაშვილის ოფისი, სადაც მხოლოდ პოლიტიკური გადაცემებია. ნიუსი და დღის გადაცემები.
2. ბენტლის ოფისი, სადაც ასევე პოლიტიკური გადაცემებია, ოღონდ საღამოს ეთერები.
3. ვაშლიჯვრის ოფისი, საიდანაც გადიოდა ფროდაქშენის გადაცემები. შესაბამისად, აქედან გადიოდა ნიკას გადაცემაც, დილაც, ვანოც, მეც , ლელაც, ექიმებიც.
ერთად ვერ ვეტეოდით ვერსად ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ზრდიდა ხარჯს. ტექნიკა ყველგან ნაქირავები იდგა, განათება, სტუდიების აწყობა....
ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე დაიხურა ვაშლიჯვარი.
ანუ, სტუდია დაიხურა. დაგაბნევთ ალბათ ის რომ დარჩა თითქმის ყველა გადაცემა, ქეთის სამზარეულო, პუტკუნები, ექიმები, ლელა. არხის ფინანსური მენეჯერი ამბობს რომ ამ გადაცემას სპონსორებით შენახვის რესურსი აქვთ. ასევე, შეუძლიათ სტუდიის გარეთ გასვლა. ანუ, მათთვის აუცილებელი არაა ვაშლიჯვრის ოფისი.
დაიხურა ვანო. ამ თემაზე კომენტარს მე არ გავაკეთებ, ჯობია ვანოსგან მიიღოთ სრული ინფორმაცია. ერთადერთი რაც ვანოზე შემიძლია ვთქვა, არის ის რომ ვანომ საკუთარი ხელით აშენა ეს არხი. მე მივიღე პასუხი რომ სპონსორის მოძიების შემთხვევაში ვანოს გადაცემა აუცილებლად გავა ეთერში.
ჩემი გადაცემაც დაიხურა. უბრალოდ ჩვენ გვყავდა სპონსორები, უნდა დავამატოთ კიდევ ერთი, რომ ვიარსებოთ.
დილაც დარჩა, მაგრამ სხვა ფორმატით, უკვე ნახეთ კიდეც ეთერში.
ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ რომ ოქრუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა. არა მეგობრებო, პირიქით, ეს კაცი მხოლოდ გვეხმარება. უბრალოდ სტუდიებს ვეღარ ინახავს არხი და ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ოფისები ისევ ვაშლიჯვარში დაგვრჩება.
ანუ, ახლა ვიბრძვით გადარჩენისთვის და გადავრჩებით კიდეც.
ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მაგრამ ჩვენი გადარჩენა ვანოს გარეშე ძალიან უსამართლო იქნება, ამიტომ მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ასევე წაიკითხეთ:
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































