მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ იანვრის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

 

მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ იანვრის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇

ვერძი ♈

იანვრის თვე ერთგვარად საკრალურია თქვენი ნიშნისათვის. ზოგადად ის აღსავსეა მაცდუნებელი ენერგიებით. სწორედ ამ პერიოდში მოვლენები და ადამიანები ზედმეტად გიზიდავენ და გაინტერესებენ. შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა იგრძნოს გადამეტებული მიჯაჭვულობა სიტუაციების მიმართ. თვის ენერგეტიკა ხელს უწყობს იოლ შემოსავლებს, საჩუქრებს, მოგებებს, ისეთ გამართლებებს, რაც თითქოს ლოგიკურად არ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. თუმცა გახსოვდეთ, ასეთი ენერგიით მიღებული გამართლებები სადღაც აუცილებლად მოითხოვს უკუგებას, ვალის დაბრუნებას.

ამ პერიოდში ყველაფერი ის, რასაც თვალს გაბედულად უსწორებთ და არ უშინდებით, დგას სასიკეთო ენერგიაში. კარგი დროა ყველანაირი პარტნიორული ურთიერთობებისათვის. ზოგადად ახლა მარტო ვერ იქნებით ვერანაირ საქმეში. იმოქმედეთ წყვილურად, სწრაფად. რეკომენდებულია რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში კეთებაც.

მოერიდეთ ყველაფერს საშუალოს. ახლა არ გამოგადგებათ „ოქროს შუალედში“ ცხოვრება. თვის ენერგეტიკა თქვენგან ითხოვს კონკრეტული მხარის არჩევას, შეხედულების ან გადაწყვეტილების  დაფიქსირებას.

ახლა თქვენთვის აუცილებელია ფართოდ გაშალოთ ნათესაურ-კლანური ურთიერთობები. გააქტიურებულია თქვენი გვარის ეგრეგორი. კარგი იქნება თუ საგვარეულო ხესაც შეადგენთ. შეძლებისდაგვარად აღადგინეთ  სანათესაოში გაწყვეტილი ურთიერთობებიც კი. პატივი ეცით გარდაცვლილებს.

კურო ♉ 

ახლად დაბადებული წელი და ზოგადად იანვარი თავისი ენერგეტიკით ზუსტად ერგება თქვენი ნიშნის ძირითად პრინციპს- შრომას. უმოქმედობაში არც ეს თვე დაგტოვებთ. მაშინ როცა ამ პერიოდისათვის ადამიანები მეტნაკლებად გაზარმაცებულები არიან, თქვენ ჩვეული რიტმით შრომობთ და შესაბამისად შემოსავლებსაც იღებთ. შესაძლოა ზოგიერთი თგვენგანი აღარ იყოს კმაყოფილი იმ ანაზღაურებით, რასაც აქამდე იღებდა. ალბათ დროა, რომ მეტი გქონდეთ. გადახედეთ ანაზღაურების შესაბამისობას გაწეულ  შრომასთან მიმართებაში. სხვათაშორის იგივე ტენდენციაა გასატარებელი ოჯახშიც.

მიმდინარე ეტაპი ძალიან კარგ საშუალებას იძლევა იმისათვის, რომ ყველაფერი თქვენს გარშემო გააოფიციალუროთ. ზოგთან ეს ქორწინებაა, რაიმე სტატუსის მიღება, ზოგთან ხელშეკრულებების გაფორმება ან ქონების გადაფორმება. ზოგადად ყველაფერი, რასაც სამართლებლივ ჭრილში მოაქცევთ, თქვენთვის წარმატების მომტანია.

გაითვალისწინეთ, რომ ახლა თქვენთვის არაა რეკომენდირებული სიზარმაცე, მოდუნება, საქმეების სახვალიოდ გადადება. ყველაფერი განახორციელეთ დღეს, სწრაფად და ხალისით, თუნდაც სულ მცირე შანსების შემთხვევაში.

მიმდინარე პერიოდში თქვენი შრომა, ადამიანურობა, შესამჩნევია გარშემომყოფთათვის. ბევრ თქვენგანს გამოუჩნდება ხელისშემწყობი პიროვნება. ზოგადად, სამყაროსეულად სუფთა ენერგეტიკაში დგახართ, რაც აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგებს.

ტყუპები ♊ 

იანვრის თვის ტენდენცია თქვენს ნიშანთან ჯერ კიდევ აგრძელებს წინა პერიოდის მოვლენების განვითარებას. ანუ, თქვენს შემთხვევაში მიმდინარე წელმა ვერ დაასრულა კონკრეტული მოვლენები. პირველ რიგში ეს ეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ან რაიმე სახის რეორგანიზაციიდან გამოსვლას. ერთმნიშვნელოვნად, ყველანაირი წმენდა, ნეგატივის მოშორება, წარსულის შეცდომების გააზრება და დასრულება, მავნე ჩვევების დამარცხება, ყოველთვის სასარგებლოა და აუცილებელიც კია წლის ენერგეტიკის ცვლილებასთან ერთად.

ამ პერიოდში სწორედ რომ მოსუფთავებულ ადგილზე შემოდის ახალი ტენდენციები, ახალი შემოთავაზებები, ნაცნობობა და თაყვანისმცემელიც კი. შესაძლოა ბევრი თქვენგანი არ აღმოჩნდეს სიახლეების მიმღებელი. ზოგ ტყუპს ამ ეტაპზე ძალიან უჭირს შეჩვეული თუნდაც „ჭირის“ დათმობა. ამის გამო ბევრი თგვენგანი ვერ ან არ ამჩნევს სამყაროსეულ შემოთავაზებებს, იმიტომ რომ, ამ ეტაპზე ჰაერის ენერგია დიდად აღარაა აქტიური თქვენში. გაეხსენით სიახლეებს. ყველაფერი კარგია რაც ახალია. გაუშვით ძველი და დრომოჭმული.

თვის ბოლოს იგრძნობთ გარკვეულ  თავისუფლებას. ისევ გააქტიურდება თქვენეული იმედიანობა და ხალისიანობა. დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები. ცხოვრება ყველაფერ საუკეთესოს გიმზადებთ.

კირჩხიბი ♋  

იანვრის თვე თქვენთვის მოიტანს სხვადასხვა ტიპის მოულოდნელობებს. თქვენს გარშემო ადამიანებიც გამოავლენენ გარკვეულ იმპულსურობას და მოუთმენლობას. ახლა ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში და ვინ დაიკარგება, ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავთ. შესაძლოა იგივე ტენდენცია საკუთარ თავშიც შეამჩნიოთ. ამდენად, ახლა თითქმის შეუძლებელია დასახულ გეგემებზე მკაცრად მიყოლა. თქვენი საქმე ამ ეტაპზე სწორედ ისაა, რომ მოერგოთ ამ იმპულსურობას.

პერიოდი ერთგვარად კარმულიცაა, ვინაიდან ის სააშკარაოზე გამოიტანს და ნიღაბს ჩამოხსნის ყველა თქვენს არაკეთილმოსურნეს. თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, ახლა გაიხსნება აქამდე თქვენს ზურგს უკან მიმდინარე მოვლენები. კარგი დროა ყველანაირი მოღალატეობრივი საქციელის გამოსავლენად.  ასევე, გააანალიზეთ თქვენი წარსული ქმედებებიც. ეცადეთ თქვენც ჩაჯდეთ ყველანაირ ადამიანურ-მორალურ ნორმებში, თუნდაც იქ, სადაც თქვენს მიმართ ის დარღვეული იყო. 

ახლა თქვენი ნიშნისათვის არაა რეკომენდებული არაფრის დახურვა და დანგრევა. თუ ხართ მმართველ პოზიციებზე, მოერიდეთ ყველანაირ შემცირებებს ან რეორგანიზაციას. ჯობია დაგეგმილი განქორწინებაც კი გადაიდოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ერთმნიშვნელოვნად თქვენს ცხოვრებაში იწყება უკეთესი და უფრო ნათელი პერიოდი. ყველანაირი ნეგატივი ნელ-ნელა ფერმკრთალდება და სითბოსა და სინათლეს უთმობს გზას.

ლომი ♌ 

იანვრის თვე თქვენი ნიშნისათვის არის ზოგადად ახალი წლის კარიბჭე, სადაც იწყება მართლა ყველაფერი ახალი, ახალი შემოთავაზებებითა და ახალი ადამიანებით.  ეს პერიოდი არაა სრულად შედეგების ეტაპი, თუმცა ყველა საკითხთან მიმართებით მიდიხართ წინ რამდენიმე ნაბიჯით. აქტიურდებიან თქვენი კეთილის მსურველები, ასევე სასიყვარულო პარტნიორები ან თაყვანისმცემლები.

მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებითაა გააქტიურებული თქვენი მთავარანგელოზი და ის პირდაპირ მითითებას გაძლევთ, რომ ყველაფერში დაიჭიროთ ბალანსი, იქნება ეს საქმე, ემოცია თუ ბრაზი. ასევე, ის თავად კურირებს და ხელს გიწყობთ ყველა გადადებული თუ მოუგვარებელი საქმის დაბალანსებაში.

ამ პერიოდში მოერიდეთ თქვენს მიმართ გამოვლენილი მცირე ყურადღების, მცირე საჩუქრების მიღებას. სადაც მეტი გაქვთ გაცემული და გაკეთებული, იქ არ ღირს მცირედზე გამოხატოთ კმაყოფილება. ზუსტად მთავარანგელოზის მოთხოვნაც ეს იყო. დააბალანსეთ საკუთარი ეგო, ახლა არაა თავის დამდაბლების დრო. ზოგადად, მოერიდეთ მცირე სესხების გაცემას.

გადასარევი ეტაპია საკუთარი კომფორტის ზონის დასატოვებლად და  სიახლეებისკენ სწრაფვისათვის. ახლა შესაძლოა თქვენში ვლინდებოდეს დიდი მიჯაჭვულობა არსებული ცხოვრების წესის მიმართ, სადაც ხართ მორგებული და დამშვიდებული. თუმცა ეს წელი და მისი პირველივე თვის ენერგეტიკა გავალებთ არსებულის იქით განვითარებას და სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას, რაც ვერ მოხდება  „კომფორტის“  ზონის დათმობის გარეშე.

ქალწული ♍  

მიმდინარე ეტაპზე უმყარესი პოზიცია და ბევრი წარმატებაა თქვენი თანმხლები. ენერგეტიკულად თქვენს ნიშანში შემოდის ცეცხლის ენერგია, რომელიც ორგანულად ბალანსდება თქვენს ნიშანთად, რაც ამაღლებს და აძლიერებს მმართველობით, ლიდერის უნარებს. ზოგადად ხდებით ცენტრალური ფიგურა იმ საქმეში და იმ წრეში, სადაც ტრიალებთ.  ზოგიერთი თქვენგანის ცნობადობა, გაპიარება, სწორედ ამ პერიოდში ხდება. მართლაც რომ საუკეთესო დროა საკუთარი თავის, პროფესიონალიზმის  წარმოჩინებისათვის. ამდენად, თუ გქონდათ გეგმაში რაიმე პოსტის დაკავება, კონკურენტულ გარემოში ბრძოლა, კონკურსში მონაწილეობის მიღება ან რაღაც ამის მსგავსი, სწორედ რომ შესაფერისი დროა ამისათვის.

გამართლებაში დგას შემოსავლები, დაფინანსება ან ბონუსები. ამ პერიოდში არ მოგაკლდებათ სამუშაო, რაიმე სახის შეკვეთები. ყველა მატერიალური თემა მოგვარებადია და შემოსავლიანია.

სწორედ ამ გამართლებების და წინსვლების ჟამს, თქვენთვის უკან დამხევია ყოველგვარი თავის გადამეტება, გაზარმაცება, შრომაზე თავის არიდება. ეს ის მომენტია, როცა არ გარგებთ ეგოცენტრულობის გაზვიადება. თუ ხართ დამსაქმებელი, ახლა განსაკუთრებით მოერიდეთ ყოველგვარ შემცირებების და შევიწროებებს. მასწავლებლის პოზიციიდან ნუ იქნებით მკაცრი და შეუვალი. იბრწყინეთ მზესავით, მაგრამ გახსოვდეთ, პატიება და შენდობა სწორედ ასეთი სიმაღლეებიდანაა შესაძლებელიც და უპრიანიც.

სასწორი ♎ 

ამჟამად თქვენს ნიშანს ყველაზე მეტად ეძნელება ახალი წლის ახალ ენერგეტიკაში გადასვლა. ამდენად, იანვარი თქვენთვის უფრო გარდამავალი პერიოდია და არა სასტარტო. ბევრი თქვენგანი ჯერ კიდევ ებღაუჭება წარსულის ძალა გამოცლილ მოვლენებს. არადა თქვენს გარშემო მრავლადაა სიახლეებიც და შემოთავაზებებიც, თუმცა სავარაუდოდ თქვენ არ ხართ ამის შემჩნევის ხასიათზე. მიმდინარე თვე სწორედ იმ ენერგიას გმატებთ, რაც დაგეხმარებათ მოიხსნათ ყველანაირი შებოჭილობები, უარი უთხრათ არსებულ შაბლონებს, უკუაგდოთ ოჯახურ-ტრადიციული თავსმოხვეული  სტანდარტები და მოემზადოთ სრულიად ახალი, თავისუფალი შეხედულებებისა და ქმედების ეტაპისათვის.

ამ გარდატეხის და განთავისუფლების გზაზე, რაც გადაგაწყვეტინებთ ცვლილებების მოხდენას ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან თემაში, არაა რეკომენდებული არავითარი ანგარიშსწორება და სამაგიეროს გადახდა არცერთი მიმართულებით. მაქსიმალურად გაგებითა და შენდობით გმართებთ ამ ერთგვარად კარმული გზის გავლა. ის რაც მოხდა, იყო თქვენი გამოცდა  და ყველა ადამიანი ამ გამოცდაში სამყაროს იარაღს წარმოადგენდა.

ფართოდ გაუღეთ კარი საკუთარ იდეებს და ფანტაზიებს. ყველაფერი შესაძლებელია და გამოსვლადია, რასაც სუფთა გულითა და სუფთა ენერგიით წამოიწყებთ. ამ პერიოდში თქვენთვის წარმატება სწორედ საკუთარ თავისუფლებას და ზედაპირულობას მოაქვს.

მორიელი ♏  

იანვარი თქვენს ნიშანთან შემოდის აქტიურად, ახალი მოთხოვნებითა და ახალი დავალებებით. თითქოს ნაკლებად გეძლევად საშუალება გაწელოთ საზეიმო დასვენება. შესაძლოა გარემომ, გარშემომყოფებმა  აგაჩქარონ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ რომელიმე თქვენგანს წინა წლიდან გადმოჰყვა დაუმთავრებელი „საქმიანი კუდები“,  შეუსრულებელი დანაპირები. ახლა სასწრაფოდ გმართებთ ყველაფრის ჩასწორება, ანაზღაურება, გამოსწორება და დასრულება. 

კარგი იქნება თუ ამ ეტაპზე დაიწყებთ ნათელი, დადებითი ემოციების გაცემას, რადგან სწორედ იგივე დაგიბრუნდებათ ამ მოუსვენარ პერიოდში, რასაც თავადვე დათესავთ. კატეგორიულად მოერიდეთ დავას, საქმის გარჩევას, მოთხოვნას, ზოგადად ყველანაირ აგრესიას. იანვრის ენერგეტიკა ვერ ჰარმონიზირდება თქვენს მორიელურ გამოვლინებებთან. ახლა თქვენი იარაღი მხოლოდ სიყვარული და სიკეთეა. სხვანაირად ვერ ასცდებით სიტუაციების დამძიმებას.

კარგი დროა ზოგადად ფულთან ურთიერთობისათვის. ახლა უპრიანი მსხვილი მატერიალური თემების მოგვარება, ყიდვა-გაყიდვა, რემონტების დაწყება, კრედიტების აღებაც კი. სწორედ ახლაა უპრიანი სპონსორების, დამფინანსებლების მოძიება, ამდაგვარი საჭიროების შემთხვევაში. თქვენს გარშემო გამოჩნდებიან საჭირო ადამიანები, რომლებიც გაგიწევენ მფარველობასა და დახმარებას თქვენთვის მნიშვნელოვას საკითხებში.

მშვილდოსანი ♐

თქვენთვის მართლაც რომ ძველი წლის, ძველი სირთულეების  ფუნდამენტურად დატოვების დროა. სრულიად წელი გიქადით დიდ გარდატეხებს. ამდენად, იანვრის თვე ერთგვარი შლაგბაუმია, სადაც მოგიწევთ გააკეთოთ დიდი გადაფასებები. ახლა თქვენი გონება შეიცვლის ხედვის რაკურსს, სადაც ბევრი რამ სულ სხვაგან დადგება, ვიდრე იდგა აქამდე. ზოგიერთ თქვენგანთან, ამას თავად სამყარო განახორციელებს გარკვეული მოვლენების შედეგად.

კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობების ასაწყობად, დასალაგებლად. იანვრის ენერგეტიკა პირდაპირ შეყვარებულებს უწყობს ხელს. თუმცა დიდ რისკებში დგანან სასიყვარულო სამკუთხედებში მყოფი ადამიანები. ამავდროულად სწორედ რომ კარგი პერიოდია ასეთ არაჯანმრთელ, სანერვიულო ურთიერთობებში გასარკვევად, სადაც საბოლოოდ უნდა დადგინდეს თუ  ვინაა „მესამე“ და ზედმეტი.

მიმდინარე პერიოდში თქვენი ნიშნისათვის ყველაზე დამაზიანებელია მელანქოლიურობა, სიზარმაცე და უმოქმედობა. თუ ასეთ რამეს ატყობთ საკუთარ თავს, იცოდეთ რომ მხოლოდ სტიმული გჭირდებათ ფეხზე წამოსადგომად. და ხშირად ეს სტიმული სადღაც გვერდითაა და მხოლოდ დანახვაღა სჭირდება.

რეალურად, ახლა ხართ ძალიან მიმზიდველი და შემდგარი, ძლიერი და უნარიანი. გარემო გხედავთ როგორც ლიდერსა და ენერგიულ ადამიანს. სხვებისათვის ხართ თვალშისაცემი და მისაბაძი პიროვნება. ამდენად, თუნდაც ესაა ის დიდი სტიმული, რომელიც თქვენ გჭირდებათ.

თხის რქა ♑ 

ახალი წელი და იანვარი თქვენს ნიშანს ზოგადად უხსნის პერსპექტივების გზას. ესაა თქვენი დამსახურებული შრომის, მცდელობების, მიზანსწრაფულობის შედეგების დადგომის დასაწყისი. ბევრი თქვენგანი მიიღებს ფინანსურ, თანამდებობრივ წინსვლას. სამყაროს ხელით სკრუპულოზურად იწონება თქვენი დამსახურებები. ყველაფერი რაც კანონიერია და სწორია თქვენთან მიმართებით, დადგება სათქვენოდ და თქვენს მხარეს. კარგი ეტაპია ყველაფრის კანონიერ ჭრილში ჩასასმელად. ასევე, ქორწინებისთვის.

ამ პერიოდში თქვენთვის არ იქნება რეკომენდებული ზედმეტი დანახარჯების გაწევა არცერთი მიმართულებით. მიუხედავად წარმატებული პერიოდისა მოგეთხოვებათ შემგროვებლობა, თანხების გადადება უფრო დიდი მიზნებისათვის, თუნდაც ეს მიზნები ახლა მიუწვდომლად გეჩვენებოდეთ.  ასევე, მოერიდეთ ფულის გასესხებას, თქვენი ნივთების  გათხოვებას. არ გასცეთ არავითარი დაპირებები. ახლა თქვენი სიტყვებია: „ვნახოთ“, „შემდეგ მოვიფიქრებ“, „ვეცდები“ და ა. შ.

ამ პერიოდში ნუ დახარბდებით რაიმე მუქთას, მცირე ფასიანს. კარგად გააანალიზეთ ვინ რას გაჩუქებთ, ვის რას ართმევთ  და შემდეგ რა იქნება ამისი საფასური.

მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომელიც ცხოვრების გზაზე თითოეულ ჩვენთაგანთან მუდმივად არსებობს, თქვენი პირადი წინააღმდეგობა ახლა მირაჟივითაა. ახლოს თუ მიუახლოვდებით აღმოჩნდება, რომ არც ისეთი დიდია სიძნელეები, როგორც თქვენ გგონიათ.

მერწყული ♒  

თვის ტენდენცია კონკრეტულად თქვენს ნიშანს საქმიან გარემოს სთავაზობს. მაშინ, როცა ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად მოდუნებულია ამ საზეიმო ვითარებაში,  თქვენ არ გაქვთ ამისი დრო. მოვლენები, სამსახური, ბიზნესი ითხოვს აქტიურ შრომას, რაც აუცილებლად ასევე იძლევა ამ შრომის ანაზღაურებასაც. თუმცა, იანვრის დაკავებულობა მთელი წლის ფონსაც განსაზღვრავს, რაც იმას გულისხმობს რომ შრომა და შემოსავალი დაგებედათ კიდეც.

განსაკუთრებით გიმართლებთ მმართველ პოზიციაზე მყოფ მერწყულებს, იქნება ეს თანამდებობა თუ ოჯახურ-კლანური ლიდერობა. ახლა მკაცრი ხელით შეგიძლიათ გარშემომყოფთა საქმიანი დელეგირება, თქვენი ინტერესების გატარება, ადამიანების გარკვეულ მანიპულაციაში მოქცევაც კი.

პერიოდი ხელს არ უწყობს არავითარ გადაადგილებასა და გლობალურ ცვლილებას.  ზოგადად თავი შეიკავეთ უცხოეთთან ან უცხოელებთან კონტაქტისგან. თუ ასეთი რამ მაინც აუცილებელია, არ დადოთ არავითარი გარიგებები და ხელშეკრულებები მათთან, უბრალოდ შეინარჩუნეთ საშუალო და არაფრის დამავალდებულებელი პოზიციები. 

ამ პერიოდში რეკომენდებულია ყველაფერს მიუდგეთ გარკვეული აზარტითა და თამაშის ელემენტებით. თუ რომელიმე თქვენგანი გეგმავდა სათამაშო ბიზნესის ან საბავშვო გასართობი ცენტრის დაარსებას, ზოგადად ბავშვების მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, სწორედ ახლაა ამისი წამოწყების, ან უკვე არსებულის გაფართოების დრო.

თევზები ♓ 

იანვარი თქვენი ნიშნისათვის ერთმნიშვნელოვნად კარმული თვეა, რადგან ის ზოგადად ხსნის თქვენთვის სრულიად ახალი ეტაპის კარს. რა თქმა უნდა ამ ახალ ციკლს თქვენვე უნდა გაჰყვეთ და შესაბამისად აუწყოთ ფეხი.  ზოგთან ეს სრულიად ახალი ეტაპია, ზოგთან კი ცხოვრების ჩვეული რიტმი გადადის უკეთეს საფეხურზე. ამდენად, თუ გეგმაში გაქვთ გლობალური ცვლილებები, რომელ თემაშიც არ უნდა იყოს ეს, სწორედ რომ ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვიდით.

ახლა თქვენთვის ყველაფერი დადებითია და სიკეთის მომტანი, რაც არ უნდა მკაცრად და არასწორად გეჩვენებოდეთ მიმდინარე მოვლენები. დაუკვირდით სად გაქვთ ყველაზე მეტი წინააღმდეგობა, გაუმართლებლობა. სწორედ აქაა გადასახედი თქვენი საკუთარი მიდგომები. დროა შეცვალოთ ხედვის რაკურსი საკუთარ შეხედულებებთან მიმართებაში. ეგებ მედლის მეორე მხარესაა თქვენი ბედნიერება.

იანვარი ასევე გაძლევთ გარკვეულ სიძლიერეს, ხდებით რა აქტიურები და მომთხოვნები. თქვენეული ლოიალურობა, რომელიც ზოგჯერ უკან გხედავთ, ამჯერად მიძინებულია და ასპარეზს უთმობს ლიდერის თვისებების გამოვლინებებს. ეს ენერგია ასევე საშუალებას გაძლევთ გამოავლინოთ და ჩაჭრათ ურთიერთობები მოღალატე ადამიანებთან.

ამ ეტაპზე ზოგადად მოერიდეთ ზედმეტ საუბარს, განსაკუთრებით არ მიიღოთ მონაწილეობა არავის განკითხვაში. ეცადეთ პერიოდი გაატაროთ ვიწრო ოჯახურ გარემოში.

წყარო

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც საახალწლოდ დიდი მოგება ელით

📌 გაიგეთ რა ელის თქვენი ზოდიაქოს ნიშანს - გამარჯვებისა და წარმატების პლანეტა იუპიტერი, თევზების ნიშანში გადავიდა

📌 ბიძინა ივანიშვილი VS მიხეილ სააკაშვილი - ორი ლიდერის რამაზ გიგაურისეული პროგნოზი 2022 წლისთვის

📌 ასტროლოგ რამაზ გიგაურის 2022 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732359901

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანა...

ამინდი

1732356459

საზოგადოება

„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია

პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა...

მამა შალვა კეკელია

1732350788

საზოგადოება

რომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები

ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...

აა

1732341504

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.  საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...

საზოგადოება

1732307021

ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი