მაშ ასე, ნახეთ, ტაროლგის რჩევები, რა გელოდებათ თებერვლის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

 

მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ თებერვლის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇

ვერძი ♈

თებერვლის თვე თქვენს ნიშანში პირველ რიგში მატერიალური თანადგომით შემოდის. ამ პერიოდში მოსალოდნელია მრავალი წვრილმანი შემოთავაზება ძირითადად სამსახურსა და ბიზნესში, საჩუქრის მიღება, მცირე ბონუსები ან ერთჯერადი შეკვეთები. კარგი დროა ახალი სამსახურის მოსაძიებლად, მცირე საოჯახო შენაძენებისათვის. ბევრ თქვენგანს გაეხსნება ახალი კარი ბიზნესის, სამსახურებრივი აღმავლობის მიმართულებით. მართალია ამ სიახლეებში  თვის ბოლომდე შესაძლოა ყველაფერი არ დაზუსტდეს და არ დადგეს საბოლოო შედეგები, თუმცა საჭირო ადამიანები გაძლევენ რეალურ დაპირებებსა და იმედებს.

პირადი ურთიერთობების კუთხით პერიოდი განვითარებას ნაკლებად იძლევა, რადგან ამ მიმართულებით ვლინდება ზოგიერთებთან  ფსიქოლოგიური ჩაკეტილობა, ზოგთან უიმედობა ან არსებული პარტნიორით უკმაყოფილება, ზოგთანაც უბრალოდ  ემოციური სისუსტე. ბევრ ადამიანს ახლა ძალიან ღლის ეს ურთიერთობები. ასევე, ნაკლებად ხერხდება საერთო ენის მოძებნა მეგობრულ, სანაცნობო  წრესთან. ამდენად, პერიოდი ხელს არ უწყობს ახალ ნაცნობობას, ქორწინებებს,  ფლირტს.

ამ თვის განმავლობაში დიდი ალბათობით მოულოდნელად მოგიგვარდებათ ისეთი რამ, რაც დიდი ხნის მანძილზე არ გვარდებოდა. დაბალანსდება და გაწონასწორდება თქვენთვის ყველაზე რთული  სიტუაცია, და ამაშია სწორედ ამ თვის მოულოდნელი სიხარული თქვენთვის.

კურო ♉

თქვენი ნიშნისათვის თებერვალი ძალიან ნაყოფიერია ყველანაირ მატერიალურ საკითხთან მიმართებაში. ოჯახში ისადგურებს სიმშვიდე, ბედნიერება, კმაყოფილება, სიმდიდრე. ახლა ის დროა, როცა რეალურად არაფერი არ გაკლიათ და არაფერი გაქვთ საწუწუნო. სამსახურებრივ სიტუაციაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები. ზოგიერთი თქვენგანი შეიცვლის სამუშაო ადგილს. შესაძლოა ამ ცვლილებამ ქალაქის ცვლილებაც კი გამოიწვიოს. ბევრ შემთხვევაში მინიმუმ სამუშაო ოთახი ან მაგიდა მაინც შეიცვლება. თუ რაღაც ამდაგვარს გეგმავდით, ზუსტად რომ დროულია და გამართლებულია გადაადგილება.

ურთიერთობების თემა თქვენთვის ამ პერიოდისათვის წარმატებაში დგას. ამ კუთხით თქვენს გარშემო ტრიალებს ყველაფერი, თქვენ ხართ მთავარი ფიგურა და თქვენ გერგებათ გარემო. ყველა დახმარება, თანადგომა, ემოცია რაც აქამდე გაეცით, მეტ-ნაკლებად დაგიბრუნდებათ. სასიყვარულო პარტნიორი მზადაა გამოეხმაუროს თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს. ამ ეტაპზე გაგიადვილდებათ ახალ ფლირტში შესვლა და თქვენი სიძლიერით ადამიანების მოხიბვლა.

ამ თვის მთავარი ბონუსია ბევრი სასიამოვნო შეხვედრა თუ მიმოწერა, კომუნიკაციის გააქტიურება, ძველი ნაცნობების გამოხმაურება, სხვადასხვა ტიპის შეკრებები, რომელთა მიზანი მხოლოდ დასვენება და რელაქსია. თუმცა, სწორედ ამ ენერგიით ხდება თქვენი დადებითად დამუხტვა, გაჯანმრთელება. ასე რომ არ დაიზაროთ დრო და თანხა ასეთი სიამოვნებების მისაღებად.

ტყუპები ♊

თქვენს ნიშანს თებერვლის ენერგეტიკა ნამდვილად არ დატოვებს უსაქმოდ. ყველა მხრიდან მოსალოდნელია აქტიურობა, თხოვნები, მოთხოვნები, დაჩქარებები. გარშემომყოფებს სულ რაღაც სჭირდებათ, გარემო ცდილობს დაგირღვიოთ ცხოვრების დადგენილი წესი. ამდენად, დიდი დოზით დაგჭირდებათ სიტუაციების მოგერიება და თავიდან აცილება. ამავდროულად შესაძლოა თქვენში ვლინდებოდეს გარკვეული ჩაკეტილობა, როცა დაღლილი ხართ ხმაურისგან, ინფორმაციისგან, ზედმეტი კომუნიკაციისაგან. თუმცა პერიოდი იმდენად აქტიურია და წარმატებული, ჯობია წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ ნებაყოფლობითი შეზღუდულობის ენერგიას საკუთარ თავში. ამ თვის შესაძლებლობები დასაკარგი არ არის.

ფინანსური არხი ამ ეტაპისათვის გახსნილია. სამსახური და ზოგადად მატერიალური სფერო გამართლებასა და შემოსავლებში დგას. განსაკუთრებით წარმატებული პერიოდია სასამართლო, საკანონმდებლო სისტემებში მომუშავე პირებისათვის.

ურთიერთობები და ზოგადად კომუნიკაცია აქტიურია. ახლა ხდებით ცენტრალური ფიგურა. ბევრი ადამიანი თქვენს გარშემო ერთიანდება და მართლაც რომ იღებთ ერთგვარი წინამძღოლის ფუნქციას. თქვენი სიტყვა ჭრის, იდეები მისაღებია გარშემომყოფთათვის, გაქვთ დარწმუნების უნარი. ამდენად, თუ მართლაც ვინმე გყავთ გადმოსაბირებელი თქვენს მხარეზე, გამოიყენეთ ამ თვის ენერგეტიკა ამისათვის.

კირჩხიბი ♋ 

ამ თვის ენერგეტიკა თქვენს ნიშანს ერთგვარად შეაფერხებს ყველა საკითხთან მიმართებაში, თუმცა ესაა შეფერხება გარკვეული შეცდომების თავიდან აცილებისათვის.  ანუ, მოვლენები, სიტუაციები თქვენგან  ითხოვენ დადინჯებას, ცივი გონების ჩართვასა და ხედვის რაკურსის ცვლილებას. სამყარო გთავაზობთ გადახედოთ საკუთარ მიჯაჭვულობებს, აკვიატებებს. ეგებ ყველა თქვენი იდეაფიქსი არაა სიკეთის მომტანი. არაა გამორიცხული ნებით თუ უნებლიეთ მოგიწიოთ შეხედულებებისა და ქმედებების  შეცვლა ასოთხმოცი გრადუსით.

ამ პერიოდში ძალიან მაღალია თქვენი მენტალური შესაძლებლობები. ამდენად ყველაფერი ახლის ათვისებისათვის, პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, სწავლისა და სწავლებისათვის ზოგადად არის გადასარევი პერიოდი. არაა გამორიცხული სამსახურებრივად მოგიწიოთ საკუთარი პოზიციის, შეხედულებების დაცვა. ამ ეტაპზე ყველაფერი მატერიალური მოსაპოვებელია და თქვენგან აქტიურ ქმედებებს ითხოვს. თუმცა ეს ახლა არ გაგიჭირდებათ, ვინაიდან თუ რაიმე დეპრესია ან დაღლილობა გაწუხებდათ ბოლო დროის განმავლობაში, სწორედ ამ პერიოდის სწორი იმპულსების გაძლიერებით ხდება მათი დაძლევა.

ურთიერთობები სტაბილურია, თუმცა არაა გახვეული მაღალ ემოციურ აურაში. ახლა თქვენც და თქვენი სასიყვარულო პარტნიორიც განიცდით ემოციურ „სიძუნწეს“. ზოგადად  ყველა სახის ურთიერთობა საშუალოდ დადებითია, თუმცა არაა აქტიური.

ლომი ♌

თებერვალი თქვენი  ნიშნის ენერგეტიკასთან მეტ-ნაკლებად  ჰარმონიულად რეზონირდება. თქვენეული ცეცხლი და ენერგიულობა ახლა ნამდვილად საჭიროა და მისაღებია. ბევრი თქვენგანი აქტიურად ჩაებმება სხვადასხვა ტიპის კონკურენციაში, თავდაცვაში თუ თავდასხმაში. გარემო გაჩქარებთ, ადამიანები თქვენგან ითხოვენ და თქვენს იმედად არიან.  სამსახურებრივი  კუთხით მოსალოდნელია სიახლეები, შემოთავაზებები, მცირე ბონუსები, ახალი შეკვეთები. ზოგიერთი თქვენგანი სამუშაო ადგილზე დაწინაურდება ერთი ნაბიჯით. კარგი დროა ახალი სამსახურის დასაწყებადაც, სივების გასაგზავნად, გასაუბრებებზე გასასვლელად.

ურთიერთობების კუთხით პერიოდი აქტიურია. გარშემომყოფები გამოხატულად ითხოვენ თქვენს ყურადღებასა და დახმარებას. თუმცა, მიუხედავად დამღლელი კომუნიკაციისა, ყველა ურთიერთობაში ჩადებული შრომა და დახარჯული დროის რესურსი მოიტანს დადებით შედეგებს, განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორთან მიმართებაში. ასევე, შესაძლოა სწორედ პირად ურთიერთობაში მოვიდეს სასიამოვნო სიახლე. ახლა შესაძლებელია სწორედ იმ ადამიანის ყურადღება დაიმსახუროთ, ვინც ძალიან გაინტერესებთ. ამ თვეში ხელი ეწყობათ შეყვარებულებს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ბევრი თქვენგანი აღმოჩნდება სასიყვარულო სამკუთხედში, თუმცა ეს სიტუაცია შესაძლოა თქვენთვის ძალიან დიდ გამართლებასაც კი წარმოადგენდეს.

ქალწული ♍ 

თქვენი ნიშანი თებერვლისათვის გადაღლილი და ენერგია გამოცლილია. და ეს მეტ-ნაკლებად ეხება ყველა ქალწულს. ვლინდება გარკვეული ნევროზულობაც. ამდენად, თუ შეგაწუხათ ჯანმრთელობამ, პირველ რიგში ნერვები დაიმშვიდეთ და დაისვენეთ. სულ შრომა არაა გამართლებული. თუმცა, სწორედ რომ სამსახურებრივად ახლა წამოვა დავალებები, დაჩქარებები, მოთხოვნები. არაა გამორიცხული, გარშემომყოფებმა თავიანთი საქმეების თქვენზე გადმობარებაც კი მოისურვონ. ამდენად, ახლა არაა ზრდილობის გამო თავის გადადების დრო.  მართლაც რომ ჯობია გაცლა, დასვენება. სასურველია ბუნებასთან კონტაქტი და ნამდვილი შვებულების მოწყობა. ახლა არც ზედმეტი კომუნიკაცია გხიბლავთ. სადაც ხვდებით რომ ენერგია წაგერთმევათ, იქ არც მიხვიდეთ და არც შორიდან მოისმინოთ არაფერი. ზოგადად ურთიერთობებში, მიუხედავად ამ გადაღლილობისა, საკმაოდ გაძლიერებული ხართ. გადასარევად შეგიძლიათ უარის თქმაც და საკუთარი პოზიციების დაცვაც. თუ მოინდომებთ, იქით მართავთ და დაამანიპულირებთ შემომტევ და მომხმარებელ ადამიანებს.

მიმდინარე ეტაპზე მოულოდნელად გაგახარებთ წარსულის სიტუაციების შემობრუნება. ზოგიერთებთან ეს შორეული ნათესავების ან ყოფილი სასიყვარულო პარტნიორების გამოჩენაა, ზოგთან შემოთავაზებები ძველი სამსახურებიდან, ზოგთანაც სადღაც დიდი ხნის წინ გაგზავნილი „სივი“ ამუშავდება.

სასწორი  ♎

თქვენი ნიშანი თებერვლის თვეში ნამდვილად ვერ გრძნობს თავს ლაღად. თუ რომელიმე თქვენგანს წინა პერიოდებში აწუხებდა მცირე მელანქოლია, დეპრესიულობა, ჩაკეტილობა, არ არის გამორიცხული რომ ამ ენერგიამ ახლაც გამოყოს თავი. ასევე, ვლინდება გარკვეული სიზარმაცე, ემოციების ნაკლებობა. ამ ეტაპისათვის თუ რაიმე გაქვთ გასაიდუმლოებული, დაფარული, უფრო დიდი დოზით მოგიწევთ მისი დაცვა ან  სხვანაირად შეფუთვა.

მატერიალური, სამსახურებრივი, პროფესიონალური  სფერო ბევრ გადაფასებას ითხოვს თქვენგან. ეგებ დროა ახალი რაკურსით შეხედოთ საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს. მართალია თებერვალი დიდად არ გაძლვთ აქტიური ქმედების ენერგიას, თუმცა ერთგვარად კარმული პერიოდია გადაფასებების გასაკეთებლად. შესაძლოა აქ ბევრი უნაყოფო და არაფრისმომცემი სიტუაცია დაიხუროს,  ან ენერგეტიკულად და მორალურად არასწორი ადამიანი სამუდამოდ წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან. ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალ ეტაპზე გადაყვანის დრო ჯერ არ არის. ამ მიმართულებით ჯობია მეტი დაკვირვებულობა და დროში გამოცდა.

თუმცა ეს პერიოდი არა მარტო თქვენ გამყოფებთ დამკვირვებლის როლში. თქვენი ბოსები ან ზემდგომი ადამიანები, კომპეტენტური პირები, სასიყვარულო პარტნიორები, ასევე დინჯად აკეთებენ თქვენი პიროვნების შეფასებას, შემდგომში გადაწყვეტილებების მისაღებად.

მორიელი ♏

თებერვალს თქვენი ნიშნისათვის მოაქვს ჰარმონიულობა გარემოსთანაც და საკუთარ თავთანაც. ამ თვის განმავლობაში ბევრი მიმართულებით მოახერხებთ მოლაპარაკებას, შეთანხმების მიღწევას, არეული სიტუაციების დაბალანსებას, შინაგანი დემონების დამორჩილებას, მავნე ჩვევების დამარცხებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კარიერულად, სამსახურებრივად უმყარესი ეტაპი გაქვთ. თქვენი პოზიცია დაცულია ყველანაირი შარისაგან, პროფესიონალიზმი კი თვალშისაცემია გარშემომყოფთათვის. ფინანსურადაც მყარად გამოიყურებით. კარგი დროა სამსახურის მაძიებელთათვის, ვინაიდან ახლა სრულფასოვნად გაქვთ მენტალობის გამოვლინებისა და ადამიანების დარწმუნების უნარი. ასევე, ახლა კარგი დროა ყველა არეული, სადავო  საქმის მოსაგვარებლად, მემკვიდრეობის დასამტკიცებლად, ყველანაირი საბუთომანიის დასალაგებლად.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ამ მიმართულებით ვლინდება გარკვეული ჩაკეტილობა, გადაღლა, უსურვილობა. ზოგიერთის შემთხვევაში წინა პლანზე ამოდის წარსულის გულის ტკივილები, რაც იწვევს უიმედობისა და იმედგაცრუების შეგრძნებას. ამ განწყობით რა თმა უნდა არ ღირს არაფერი ახლის დაწყება, არც რაიმე სერიოზული პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე სასიყვარულო ურთიერთობებში.

მშვილდოსანი ♐

თქვენი ნიშნისგან თებერვლის თვე დიდ ყურადღებას ითხოვს ზოგადად ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. იმდენად იტაცებთ თვალს, ზოგ შემთხვევაში წარმატებულობით, ზოგან კარგი ოჯახით, ზოგანაც პროფესიონალიზმით და ა. შ, რომ გარშემო არაერთი ადამიანი ხდება თქვენს წარმატებებზე ორიენტირებული. ამდენად, იქნება არაკეთილმოსურნეთა მცდელობა ყველაფერი თქვენეულის მითვისებისა. თუმცა, ესეც ერთგვარი კარმული დროა, როცა ფარდა ჩამოეხსნება გარშემომყოფთა დაფარულ ემოციებს. ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ თანხის გასესხებას, ზოგადად კრედიტებს, დიდ შენაძენებს, ინტერნეტით შესყიდვებს. ყველაფერი გადათვალეთ, გადაამოწმეთ საკუთარი ხელით.

ამ ეტაპზე სამსახურებრივი სიტუაციაც საკმაოდ ბუნდოვანია. ახლა ვერ გაიგებთ და ვერ მიხვდებით ვინ ვინაა და ვინ ვის მხარეზეა, ვინ რას გეგმავს და რას მალავს. ამდენად, არ იჩქაროთ არც არავითარი აზრის დაფიქსირება, არც არაფრის მოთხოვნა. თუმცა სამყაროსეული წყალობა, ერთგვარი დაცულობა თქვენი მეგზურია. ამდენად, ყველაზე გაურკვეველ სიტუაციაშიც კი მოულოდნელად გაგახარებთ ბოსების, კომპეტენტური პირების, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების დიდი თანადგომა. ამჟამად  რეკომენდებული არაა  ახალი სამსახურის დაწყება, რადგან ახლა ნამდვილად ვერ მიხვდებით სად მოხვდებით.

ამ ეტაპზე შესაძლოა იგრძნოთ თქვენს მიმართ მცირე ზეწოლა სასიყვარულო პარტნიორების, ზოგადად მეგობრების მხრიდან. ამდენად არც თქვენ გაწყენდათ სიმკაცრე თავდაცვისათვის. 

თხის რქა ♑

თებერვლის თვის ენერგეტიკა თქვენი ნიშნის ენერგეტიკასთან გარკვეულ კონფლიქტში მოდის. ამდენად, შესაძლოა თქვენში  გაძლიერდეს მცირე დეპრესიულობა, უიმედობა. ამ პერიოდში დადებითი შემოთავაზებების მიმართაც კი ვლინდება თქვენი სკეპტიკური განწყობა. ბევრი თქვენგანი აღმოაჩენს რომ რაც აქვს - ის აღარ უნდა, რასაც მიაღწია - ის უკვე მობეზრდა. თუმცა, სწორედ ასეთი პერიოდები გვიბიძგებს სიახლეებისაკენ და აყალიბებს ახალ მიზნებს. ამ ტენდენციის შედეგად, შესაძლოა ბევრმა თხის რქამ დატოვოს მობეზრებული სამუშაო ადგილები, შეიცვალოს პროფესიაც კი. შესაძლოა ზოგ შემთხვევაში ასეთი რამ თავისთავადაც კი მოხდეს.

თვის მოულოდნელობა კონფლიქტებსა და კონკურენციაში დგას. შესაძლოა ისეთ ადგილას მოგიწიოთ რაიმეს მტკიცება, რაც თითქოს დიდი ხნის დამტკიცებული და დაზუსტებული იყო. მოსალოდნელია პროფესიული კონკურენტული ბრძოლა, მცირე აგრესიების მოგერიება იქ, სადაც ამას არა ელოდით.

ურთიერთობების კუთხით ძალიან კარგი ეტაპია. ამ შემთხვევაში გიაქტიურდებათ ემოციურობა. სილამაზისა და სიამოვნების მოთხოვნილება იზრდება, რის გამოც მეტად უვლით თავს და მართლაც შარმიანი და მიმზიდველი ხდებით. კომუნიკაციას მოაქვს სიახლეები, ისარგებლეთ ახლობლების თანადგომითა და დახმარებით. ამ პერიოდში ხელგეწიფებათ თქვენთვის საინტერესო ადამიანის მოხიბვლა.

მერწყული ♒ 

ახალი თვე თქვენს ნიშანთან შემოდის ახალი შემოთავაზებებითა და ახალი შესაძლებლობებით. ამ პერიოდში თითქოს თქვენშიც იბადება ახალი იდეები და უნარები. თებერვალში შესაძლოა არ დაიდოს დიდი და საბოლოო შედეგები, მაგრამ ყველაფრის დასაწყებად და პირველი ეტაპის დასაძლევად  გადასარევი პერიოდია.

ზოგადად მატერიალურ სფეროში, სამსახურში დიდი დოზით თავს იჩენს იმპულსურობა როგორც გარემო ფაქტორების მხრიდან, ასევე თქვენი მხრიდანაც. ახლა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით, უცაბედად, იმწუთიერ ემოციაზე აყოლით კეთდება. თუმცა, ქვეცნობიერი არ ცდება. შესაძლოა ახლა სწორედ ესაა თქვენი წარმატების გზა. არ შეგაშინოთ საკუთარმა იმპულსურობამ. ჩაეძიეთ ამ ენერგიას და ლოგიკურ ახსნასაც მოუძებნით საკუთარ ქმედებებს.

ურთიერთობებისათვის გადასარევი პერიოდია. თქვენი მიმზიდველობა, თვითშეფასება, მომთხოვნელობა არის ძალიან  მაღალი. ენერგეტიკულად მზად ხართ ყველანაირი ყურადღებისა და პატივისცემის მისაღებად და ამითივე იზიდავთ ამ ენერგიებს.

აგრეთვე, ეს თვე დააბალანსებს და წონასწორობაში მოიყვანს ყველა იმ არეულ ან სადავო საკითხებს, რაც აქამდე ტვირთად მოგზდევდათ. განსაკუთრებით წარმატებულად ჩაივლის სასამართლო დავები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ სამართლიანი მხარე თქვენ ხართ.

თევზები ♓

თქვენს ნიშანში დიდი დოზით იმატებს საბრძოლო, შემართებები, აქტიურობის სულისკვეთება. ეს განწყობა ნამდვილად დაგჭირდებათ თებერვლის თვეში, რადგან სამსახურებრივად, პროფესიულად ხართ აქტიური, ლიდერი. ახლა თქვენი შეხედულებები და პროფესიონალიზმი სრულფასოვნადაა წარმოჩენილი, გიწევთ აქტიური შრომა და ბევრ შემთხვევაში მასწავლებლის როლსაც კი ითავსებთ.

ზოგიერთი თქვენგანი ამ თვის განმავლობაში მიიღებს დაწინაურებას ან რაიმე სახის ჯილდოს, შექებას ან ზოგადად აღიარებას. კარგი დროა ასევე სამსახურის მაძიებელთათვის. ახლა ყველა სახის დავაში და დებატებში თქვენი მოსაზრებაა მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. ასევე, გააქტიურება გმართებთ ყველა მატერიალურ თემაში. შესყიდვა, გაყიდვა, ბიზნესის წარმოება, ზოგადად მომპოვებლობა, კონკურენცია, ამჟამად თქვენი ნიშაა. მიზნისკენ სავალ გზაზე ზომიერი სითავხედეც კი გამართლებულია თქვენთვის.

ამ ეტაპზე ურთიერთობების თემაც ძალზე აქტიურია. განსაკუთრებით ემოციურადაა დატვირთული სასიყვარულო, პარტნიორული ასპექტი. ბევრი თქვენგანი მიიღებს პარტნიორისგან აღიარებას, დაფასებას, რომანტიულ ენერგეტიკას, რაიმე სასიამოვნო შემოთავაზებას. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, ფლირტისთვის. საჩუქრების მისაღებად და გასაცემად.

წყარო:  „Her Mit“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732804536

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განა...

ირაკლი კობახიძე

1732803264

სოციალური მედია

„თქვენმა გვერდში დგომამ და თითოეულმა სიტყვამ მოგვცა ძალა კიდევ იმისა, რომ ამ ტრაგედიის დროს არ დავეცეთ და გავძლიერდეთ“ - თამაზ ლოხიშვილი

უკრაინაში რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოკუპანტების შეტევას ლევან ლოხიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული ჯარისკაცი ცნობილი ინფლუენსერის თამაზ ლოხიშვილის ძმა იყო. საზოგადოე...

 თამაზ ლოხიშვილი.

1732801319

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა 2.7418 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7422 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1732801254

საზოგადოება

უამინდობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შე...

გამშვები პუნქტი ყაზბეგი

1732799280

ჰოროსკოპი

„არ აღიქვათ ზედმეტად ემოციურად ყველაფერი, რადგან აუცილებლად ნეგატიურ გავლენას მოახდენს ყველა სფეროზე“ - რა უნდა ვიცოდეთ რეტროგრადული მერკურის პერიოდზე

როგორ გავიაროთ რეტროგრადული მერკურის პერიოდი მშვიდად?! - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. როგორც ნინა სუსლოვამ აღნიშნა, მერკურის რეტროგრადულ პერიოდში ავარიების...

ყოველდღიური