რა გელის დღეს? - 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
მშვიდი და მოზომილი დღეა. აჩქარებას ან რაღაცის გამოდევნებას აზრი არ აქვს - თქვენს გადაწყვეტილებებზე არაფერია დამოკიდებული. მოვლენები თქვენი მონაწილეობის გარეშე განვითარდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ. დასვენება ძალას და ენერგიას შეგმატებთ, რაც ამ დღეს აუცილებლად დაგჭირდებათ. და რაც მთავარია - დავებს და კამათებს უნდა მოერიდოთ! ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები მოქნილობა და დიპლომატიაა.
კურო
შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი გავლენის სფეროები გააფართოოთ. სავარაუდოდ, ახალ პოზიციას დაიკავებთ, თავს გამოიჩენთ, მნიშვნელოვან ეტაპს დაასრულებთ ან უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებით. ამ წარმატების დამსახურებით ერთი ნაბიჯით წინ წაიწევთ და ეს თქვენს ცხოვრებაზე დადებითად აისახება.
ტყუპები
ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ, რთული საუბარი გელით. გაითვალისწინეთ, რომ ამ საუბარმა შეიძლება თქვენს მომავალზე იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. შესანიშნავი იქნება, თუ საკუთარი არგუმენტებით თანამოსაუბრის გაოცებას შეძლებთ.
კირჩხიბი
რატომღაც თქვენი აზრი ყველას აინტერესებს. ამ დღეს მხოლოდ ეს გესმით - „რას ფიქრობთ ამაზე?„ მდიდარი გამოცდილების დამსახურებით, ექსპერტისა და კონსულტანტის როლს მოირგებთ და ადამიანებს პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარებით.
ლომი
ხელსაყრელი დროა, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ლიდერის პოზიცია დაიკავოთ! თქვენი არგუმენტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს, რაც კონკურენტების პოზიციებს გააცამტვერებს. ერთიო სიტყვით, ყველაფერი, რაც წარმატებისთვის გჭირდებათ, უკვე გაქვთ. დროა, გადამწყვეტი მოქმედების დასაწყებად გამბედაობა მოიკრიბოთ!
ქალწული
როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს, ამ დღეს დაწყებული ყველა საქმე აუცილებლად გაგრძელდება. დროთა განმავლობაში, ამ საქმეებმა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, კეთილდღეობასა თუ პირად ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ვარსკვლავები გირჩევენ ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. თუ არჩევანის წინაშე დადგებით, ეცადეთ თქვენი გადაწყვეტილების ყველა დადებითი თუ უარყოფითი შედეგი წინასწარ გათვალოთ.
სასწორი
მოემზადეთ იმისთვის, რომ შესაძლოა თავზე კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ. როგორი უსიამოვნო და შეურაცხმყოფელიც არ უნდა იყოს შეცდომებზე მითითება, ეს ინფორმაცია უნდა დაიმახსოვროთ და გამოიყენოთ. ეცადეთ საკუთარ თავს იმ ადამიანების თვალით შეხედოთ, ვინც გაკრიტიკებთ. იქნებ საკუთარ თავზე მუშაობა მართლაც გჭირდებათ? გახსოვდეთ, რომ კრიტიკისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება თქვენს პოზიციებს მხოლოდ გააძლიერებს.
მორიელი
საინტერესო იდეებითა და ბრძნული აზრებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებს გულუხვად უზიარებთ. ზოგს თქვენი რჩევა არაფერში სჭირდება, ზოგს კი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში გამოადგება. სასიამოვნო რომ სასარგებლოს შეუთავსოთ, გირჩევთ თქვენი მენტორული დამოკიდებულება მათკენ მიმართოთ, ვინც თქვენზე უმცროსია ან მხარდაჭერა სჭირდება.
მშვილდოსანი
რთული ამოცანის წინაშე დგახართ - პირადი საქმეების მოგვარება გსურთ და გარშემო მყოფებმა რომ ხელი არ შეგიშალონ, ბევრი შეტევის მოგერიება მოგიწევთ. საკუთარ თავთან და საქმეებთან მარტო დარჩენის საშუალებას არავინ გაძლევთ, ყველა ცდილობს, რაღაც საქმე დაგავალოთ. შეტევის მოსაგერიებლად, გამჭრიახობისა და ძალისხმევის გამოყენება მოგიწევთ.
თხის რქა
ამ დღეს საკუთარ თავში მარიონეტების მართვის ნიჭს აღმოაჩენთ - უხილავ ძაფებს ოსტატურად ქაჩავთ, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. აუცილებელი არაა, რომ მოქმედების ეს სტილი ინტრიგებთან დააკავშიროთ, უბრალოდ, პირდაპირობაზე კარგად შემოვლითი გზებით მოქმედება გეხერხებათ - ზოგჯერ პიროვნულ ხიბლს იყენებთ, ზოგჯერ ადამიანების დარწმუნების უნარს და საბოლოოდ ყველა იმას გააკეთებს, რაც თქვენ გსურთ.
მერწყული
ცდილობთ „საბანი მთლიანად თქვენს მხარეზე გადმოქაჩოთ“ და სხვებზე ნაკლებად ფიქრობთ. შესაძლოა, განსაკუთრებული დამოკიდებულება ან განსაკუთრებული პირობები გსურთ. საკუთარ სიმართლეში რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ, ნუ ეცდებით თქვენი გაიტანოთ. გარშემო მყოფებთან კომპრომისის გზით საერთო ენა უნდა მონახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წყენა და კონფლიქტები გარდაუვალია.
თევზები
ეცადეთ ნებისმიერ საკითხში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ნუ იქნებით დამოკიდებული მოქმედების მხოლოდ ერთ გზაზე, რადგან მიზნის მიღწევა ბევრი განსხვავებული გზით შეიძლება. ეცადეთ მოქმედების ტაქტიკა სიტუაციის მიხედვით ცვალოთ. ეს საშუალებას მოგცემთ მიზანს უფრო სწრაფად მიაღწიოთ. გახსოვდეთ, რომ კომპრომისების გზით იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე ხისტი მოქმედებით.
1792260769
მსოფლიო„ჰუსიტებმა“ 159 პროსამთავრობო მებრძოლი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ მთავრობის მომხრე 159 მებრძოლის გაათავისუფლეს. პატიმრები ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს, რომელიც გასულ თვეში, ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის შედეგად ტერიტორიების მნიშვნელოვა...
1792258977
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს
„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამ...
1792258305
ახალი ამბებიზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია!
ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია! საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქ...
1792257947
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ხაშ...
1792256436
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში, ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად
„ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობის ნაწილს ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ სადღაც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ვიღაცა რაღაცას იპარავს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის ნომერ პირ...































