რა გელოდებათ 13-დან 19 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.
მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 13-დან 19 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇
ვერძი ♈
მიმდინარე კვირას თქვენი ნიშნისათვის მოაქვს სხვადასხვა ტიპის სიახლეები, შემოთავაზებები, საჩუქრები. შესაძლოა ეს შემოთავაზებები და იმედები, ოდნავ გაზვიადებული იყოს, ლამაზად შეფუთული ვიდრე სინამდვილეში, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად სასიამოვნოა და იმედისმომცემი.
ამ პერიოდში ძალიან მყარია თქვენი მენტალობა, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების უნარი. ზოგადად ძლიერდებით როგორც მმართველი, ლიდერი, მებრძოლი. მომპოვებელი. თუმცა, ეს თვისებები მხოლოდ მენტალურად უნდა ვმართოთ, ღიმილითა და მშვიდობით. კარგი დროა სწავლისათვის, გამოცდების ჩასაბარებლად, ბრძანებებისა და დავალებების გასაცემად სამსახურსა თუ ოჯახში. დაქვემდებარებულების დასაქირავებლად, მოსწავლეებისა და ხელოსნების ასაყვანად.
თუმცა, ამ ეტაპზე მაქსიმალურად სუსტდებით ყოველგვარ კონფლიქტში, ამდენად ჯობია გვერდი აუაროთ ყოველგვარ დავას, ჩხუბს, აგრესიას, თუნდაც თავდაცვის მიზნით. ახლა არავითარი ყურადღება არ უნდა მიაქციოთ ჭორ-მართალს, რათა თავიდან აიცილოთ მანიპულაციის რისკი.
კურო ♉
მიმდინარე კვირა თქვენს ნიშანს ძალიან აძლიერებს. შემოდის მიწის სტიქიისათვის უჩვეულო მმართველობითი და ლიდერული უნარები. ძლიერდება აზროვნება, მენტალი. ბევრ თქვენგანში გაიღვიძებს პირველობის, ლიდერობის, მოპოვების სურვილი და სწორედ რომ საუკეთესო პერიოდია საკუთარი მოთხოვნების წასაყენებლად, შეხედულებების დასაფიქსირებლად, წინსვლისათვის ყველა სფეროში.
დადებითი ეტაპია თქვენი შრომის შედეგების მისაღებად. ყველა სფერო გაძლევთ გარკვეულ უკუგებას, შემოსავალს. მომგებიანია ყველანაირი შეთანხმება, მოლაპარაკება. კარგი პერიოდია ბავშვის ჩასახვისათვის და გაჩენისათვის, ზოგადად ბავშვებთან, შვილებთან დაკავშირებული ყველა სახის ქმედებისათვის.
ამ გაძლიერებული მენტალობით, ბევრი თქვენგანისათვის დადგება ხისტი შეფასებებისა და გადაფასებების დრო. ახლა ყველაფერი გამოაშკარავდება და დაერქმევა შესაბამისი სახელები. გაჩნდება არასწორი სიტუაციებიდან გასვლის სურვილი. თუმცა, რაკომენდირებული არაა არავითარი აგრესია, განსჯა, სიმართლის მტკიცება, ეგოცენტრულობა და თავის გადამეტება.
ტყუპები ♊
ამ ეტაპისათვის თქვენს გარშემო აქტიურდება სამართლიანობის დიდი ეგრეგორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ტყუპი მოექცევა სამართლიანად დამსახურებულ სიტუაციებში, სადაც თქვენც მოგთხოვენ შეცდომებზე პასუხს და თქვენდამი დაშვებულ შეცდომებსაც გამოასწორებენ. ახლა მკაცრად აიწონება თქვენი ყოველი ნაბიჯი და სიტყვა. ამ პერიოდში ყველაზე მეტად არაა რეკომენდირებული გაჯიუტება. ეცადეთ თვალი გაუსწოროთ არსებულ სინამდვილეს და პირველ რიგში საკუთარ თავს მოსთხოვოთ პასუხები.
ყურადღებით იყავით და სიფრთხილე დაიცავით ყველანაირ სტრუქტურებთან ურთიერთობისას. თუ სამუშაო ადგილზე არის სტრუქტურული ცვლილება, შორს დაიჭირეთ თავი ყველანაირი ჩარევისაგან.
ახლა კარგი ეტაპია ძველი შეხედულებებისა და ქმედებების, არასწორი ცხოვრების წესის, არასწორი ადამიანებისა და ფასეულობების გადასახედად. დროა გამოხვიდეთ უკანდამხევი მიჯაჭვულობებიდან და შეამჩნიოთ ყველაფერი ახალი თქვენს გარშემო. ამჟამად მტკივნეული რღვევებიც კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თქვენთვის სასიკეთოა და განმანთავისუფლებელი.
კირჩხიბი ♋
ამ კვირის მანძილზე თქვენი ენერგეტიკა საკმაოდ ბრძოლისუნარიანია, რაც ხელს გიწყობთ დამძალებელი, მანიპულატორი ადამიანების მოგერიებაში. ზოგადად ამ პერიოდში თქვენს გარშემო ყველას ეჩქარება, დახმარება სჭირდება, რაც თქვენც გაფორიაქებთ და თავდაცვაში გაყენებთ.
ბევრი თქვენგანი შესაძლოა დადგეს წასვლის, გადაადგილების გადაწყვეტილების წინაშე, რისთვისაც სწორედ რომ შესაფერისი დროა. თუმცა, პერიოდი ხელს არ უწყობს მარტოობას, ჩაკეტილობას. ეცადეთ არც ერთ საქმეში არ იაქტიუროთ მარტომ და მხოლოდ საკუთარ თავზე არ აიღოთ პასუხისმგებლობები. ყველა სიტუაციაში გაინაწილეთ მოვალეობები სხვა ადამიანებთან ერთად.
ამ ეტაპზე განსაკუთრებით მოერიდეთ ღამეულ ცხოვრებას, უძილობას, ნაყროვანებას, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებს. ასევე, გაურკვეველ, უცნობ ადგილებსა და ადამიანებს. ათასჯერ გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია და მისი წყარო. განსაკუთრებით არ აჰყვეთ შეცოდების გრძნობას. ახლა საღის აზრი და საკუთარ სურვილებსა და გეგმებზე მკაცრად ორიენტირება, ყველანაირი გადახვევების გარეშე, (იმიტომ რომ ვიღაც შეგეცოდათ,) ძალიან მნიშვნელოვანია.
ლომი ♌
მიმდინარე კვირას თქვენი ნიშნისთვის შემოაქვს სიხარულის, იმედისა და შემოთავაზებების ენერგია. შესაძლოა ახლა უფრო მეტად იგრძნოთ ყოველგვარი ყურადღება თქვენს მიმართ. ბევრი თქვენგანი მიიღებს რაიმე ფორმის საჩუქრებს, დაპირებებს. ამას გარდა, ეს პერიოდი ხელს გიწყობთ ყოველგვარი სამართლებრივი დავის მოსაგვარებლად. ძლიერდებით როგორც მასწავლებელი, მშობელი, ოჯახის უფროსი, ზოგადად ხელმძღვანელი. ამჟამად ყველა თემა, სადაც იცავთ კანონიერებას, ტრადიციას, საკუთარ რელიგიურ მრწამსს, საზოგადოებრივ შეხედულებებს, თქვენთვის სასიკეთოდ დგას და წარმატების მომტანია. კარგია აქტიურობა სადავო, საბრძოლო, კონკურენტულ საკითხებთან მიმართებაში, რადგან მაღალია გამარჯვების შანსი.
ამ პერიოდში მოერიდეთ სასიყვარულო შემოთავაზებებს, ზოგადად თაყვანისმცემლებს, განსაკუთრებით უცნობებს.
დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ სასიყვარულო შემოთავაზებებსა და ფლირტზე. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს ყველაფერი მთლად ჭეშმარიტი არ იყოს. ათასჯერ გადაამოწმეთ რას გთავაზობენ სინამდვილეში.
ქალწული ♍
მიმდინარე კვირა თქვენს ნიშანს ლიდერის თვისებები, მებრძოლი სულისკვეთებით აღავსებს. ახლა ბევრი თქვენგანი გამოვა არსებული მოლოდინის, სიმშვიდის, კომფორტის ზონიდან, იმისათვის რომ შინაგან ცეცხლს მისცეს გასაქანი და მკაცრად მოითხოვოს და მიიღოს კუთვნილი. ამ ეტაპზე მზესავით ანათებთ და თქვენს გარშემო ატრიალებთ ადამიანებს. პირადი მაგალითებით აძლიერებთ მათ და აძლევთ იმედს. კარგი პერიოდია ბავშვებთან, შვილებთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად.
ასევე, მიმდინარე პერიოდი თქვენში აძლიერებს გონივრულობას, განსჯის უნარს. ახლა ბევრი თქვენგანი გადააფასებს მოვლენებს, ადამიანებს, საკუთარი ცხოვრების წესსა და მიზნებს. ზოგიერთ შემთხვევაში ამას მოჰყვება გარკვეული ჯგუფების დატოვება, ურთიერთობების გაწყვეტა ან ზედაპირულ ფაზაში გადაყვანა. ახლა თქვენთვის ყველაზე ხელის შემშლელია და არ გამოგადგებათ ზედმეტი მერყეობა, სხვათა შეხედულებების გათვალისწინება და მის ქვეშ მოქცევა.
კვირის განმავლობაში მოერიდეთ მცირე, წვრილმან ხარჯებს. ჯობია თანხები განკარგოდ მკაცრად და მიზანმიმართულად.
სასწორი ♎
მიმდინარე პერიოდი თქვენი ნიშნისათვის გამოირჩევა ყველაფერი არასწორის, გამრუდებულის გამოსწორებით. ანუ, თითოეულს მოგეცემათ საშუალება არეულ სიტუაციაში დაადგინოთ სიმართლე, იპოვოთ სამართლიანობა თქვენთვის საინტერესო თემებში. ასევე, ყველა მიმართულებით აიწევს თქვენს მიმართ კრიტიკულობაც, სადაც ყველა გადაცდომაზე მეტ-ნაკლებად მოგთხოვენ პასუხს. ამდენად, სწორედ რომ დაფიქრების, გაანალიზების, „შავ-თეთრის“ გარჩევის დროა. ახლა თქვენთვის ყველაზე მეტად საზიანოა მიჯაჭვულობებში ჩარჩენა, იქნება ეს ფიზიკურად თუ გონებრივად. ძალისხმევა გმართებთ ყოველგვარი მერყეობიდან გამოსასვლელად. რაც მოსახდენია დაე მოხდეს. გარშემო უამრავი ახალი მოცემულობაა, რომელიც თქვენ გელით.
საუკეთესო პერიოდია ოჯახთან და სამეგობრო წრეებთან ურთიერთობისათვის, ოჯახური კონფლიქტების მოსაგვარებლად. საცხოვრებელ ადგილთან, სახლის საქმეებთან დაკავშირებული ჩანაფიქრების და გეგმების განსახორცილებელად.
მორიელი ♏
მიმდინარე პერიოდი თქვენგან გამძლეობასა და აქტიურობას ითხოვს. ახლა შესაძლებელია ერთდროულად რამოდენი საქმე გახდეს გასაკეთებელი. სამსახურში, ოჯახში, სამეგობროში ყველას ეჩქარება და ყველა გაჩქარებთ. არის ისეთი მოთხოვნები, როცა ადამიანები ცდილობენ საკუთარი ტვირთი თქვენ გადმოგაბარონ. ამდენად, გიწევთ თავდაცვა და ზედმეტი შემწუხებლების მოგერიება.
კარგი პერიოდია ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ახალი ენერგიითა და ახალი შეხედულებებით. მეტ-ნაკლებად ყველა თქვენგანი იგრძნობს ახალ წრეზე გადასვლის ტენდენციას. ამჟამად მართლაც რომ დროა ყველანაირი „მკვდარი“, უკანდამხევი ენერგიის მოსაცილებლად.
მიუხედავად ამ ახალი წრისა, ახლა არ გამოგადგებათ ურთიერთობების დაჩქარება ან გაოფიციალურება, გარკვეული პირობების დადება და სამუდამო პასუხისმგებლობების აღება. ფრთხილად იყავით ამგვარ შემოთავაზებებთანაც. ახლა „ყველაფდერი ოქრო არაა რაც ბრჭყვიალებს“. ასევე, მოერიდეთ დეპრესიულ და მელანქოლიურ განწყობას, სასმელს, ღამისთევას.
მშვილდოსანი ♐
მიმდინარე კვირა თქვენი ნიშნისათვის ზოგადად დადებით ენერგიაში დგას. თქვენს მიმართ გარშემომყოფები მეტ-ნაკლებად ავლენენ სითბოსა და ყურადღებას. ზოგიერთი თქენგანი მიიღებს, საჩუქრებს, შემოთავაზებებს, იმედის მომცემ წინადადებებსა და დაპირებებს.
ახლა კარგი პერიოდია ყველა იმ საქმის მოსაგვარებლად, სადაც მოლოდინში იდექით და ვერ ანხორციელებდით ქმედით ნაბიჯებს გარკვეულ მიზეზთა გამო. მოლოდინის დრო ამოიწურა, ხართ გაძლიერებული იმისათვის რომ მოითხოვოთ, დააფიქსიროთ საკუთარი აზრი, ზოგ შემთხვევაში ულტიმატუმიც კი წამოაყენოთ. ამჟამად თქვენი მენტალობა გაძლიერებულია, ამდენად კარგი დროა გამოცდების ჩასაბარებლად, გასაუბრებებისა და კონკურსების გასავლელად, პროექტების ან თუნდაც მცირე მოსაზრებების დასაფიქსირებლად.
ახლა თქვენთვის ყველაზე ცუდია მოდუნება, სიზარმაცე, დეპრესიულობა, მელანქოლია.
თხის რქა ♑
უძლიერესი პერიოდია თქვენი მენტალობის ასამაღლებლად, სწავლისათვის, შემეცნებისთვის, ახალი იდეებისთვის, ყველანაირი კონკურსებისა და გასაუბრებებისთვის. ამავდროულად, კარგი დროა ოჯახთან, შვილებთან, ახლო სამეგობროსთან მჭიდრო ურთიერთობისათვის, ოჯახური კონფლიქტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასალაგებლად, ზოგადად სახლის საქმეების მოსაგვარებლად.
ამ პერიოდში ასევე უპრიანი იქნება დაალაგოთ პირადი, ზოგადად ურთიერთობები. გადახედეთ ვინ ვინაა თქვენთვის, ვის რა მიაქვს ან მოაქვს ურთიერთობაში. დროა ყველაფერს მისცეთ ადეკვატური შეფასება გარკვეული თვითკრიტიკის გამოყენებით, შესაცვლელი შეცვალოთ და დასახური დახუროთ.
ამ ეტაპზე თქვენთვის არაა რეკომენდებული არაფერი პირადის გამომზეურება. დაიცავით სხვისი თვალისგან ყველანაირი შენაძენი, ასევე ინტელექტუალური საკუთრება და პირადი ინფორმაცია. არ ისაუბროთ იდეებსა და გეგმებზე, მატერიალურ წარმატებებსა და შენაძენებზე, შემოსავლებიც კი მოაგროვეთ და მისი ხარჯვა შემდგომი ეტაპისათვის გადადეთ.
მერწყული ♒
თქვენი ნიშნისათვის ძალიან კარგი პერიოდია სასამართლო საქმეების, ყოველგვარი დავის მოსაგვარებლად. ახლა ყველაფერი ისე წარიმართება, რაც სამყაროს გადმოსახედიდან სამართლიანია და მისაღები. ამდენად, ამ ეტაპზე ხან თქვენს წინაშე აგებენ პასუხს, ხან თქვენ გიწევთ თავის მართლება. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ყველა შემთხვევაში ყველაფერი სამართლიანობის ჭრილშია მოქცეული.
ამ კვირის განმავლობაში ერიდეთ ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას. ეცადეთ იმოქმედოთ „არც მწვადი დაწვათ და არც შამფური“-ს პრინციპით . ახლა არაა არავითარი არჩევანის დრო. ჯობია დროებით შეინარჩუნოთ ორი ან მეტი სამსახურიც, პროექტიც, ადამიანიც, რათა შემდგომ არაფერი ინანოთ. არ დააფიქსიროთ საბოლოო გადაწყვეტილებები და ეს მომენტი გადადეთ შემდგომი პერიოდისათვის. თუმცა, ფიქრისა და ანალიზისათვის, გადაფასებებისათვის და ცვლილებებისათვის მზაობისათვის, ნაყოფიერი პერიოდია. ნურაფერზე აიღებთ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას. დაიხმარეთ მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები ყველა საქმეში.
თევზები ♓
თქვენი ნიშნისთვის მიმდინარე კვირა ძალიან აქტიური პერიოდია, როცა ბევრია საქმეც და დავალებებიც. შესაძლოა ამ მხრივ ცოტა დაიღალოთ კიდეც და მოგიწიოთ რაღაცებზე უარის თქმა ან სხვისთვის გადაცემა. გარშემომყოფები კი ცდილობენ თქვენი ენერგიის, რესურსის გამოყენებას, რაშიც დაგჭირდებათ გარკვეული თავდაცვა. სწორად ახლა თქვენთვის ძალიან რთულია ერთმანეთისაგან გამოარჩიოთ ნამდვილი და სასიკეთო შემოთავაზება გამომყენებლური წინადადებისგან. ამიტომ გმართებთ მაქსიმალური დაფიქრებულობა გადაწყვეტილებებში. თუ მაინც გეეჭვებათ რა ჯობია და რა არა, უბრალოდ ამ კვირის განმავლობაში თავიდან აიცილეთ დეტალური დაპირებები და პასუხისმგებლობები. დაელოდეთ უკეთეს დროს ამისათვის.
თქვენში ახლა ძალიან გამძაფრებულია თქვენეული შემცოდებლობა, ამდენად ადვილია თქვენი შეცდომაში შეყვანა ემოციური საუბრით ან შეცოდების გრძნობის გააქტიურებით. ეცადეთ მკაცრი იყოთ ყოველგვარ გადაწყვეტილებებში და პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე იზრუნოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1732303264
ჰოროსკოპიზოდიაქოს 5 ნიშანი ამ შაბათ-კვირას ძალიან ბედნიერი იქნება
ამ შაბათ-კვირას ზოდიაქოს ხუთი ნიშნის ცხოვრებაში ნამდვილი ზღაპარი მოხდება: ვერძი ამ შაბათ-კვირას ვარსკვლავებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადეს. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი სამუშაო ან შემოქმედებითი შეთა...
1732301729
სოციალური მედია„მამაჩემი იყო ტაქსის მძღოლი, მაგარი კაცი ძალიან... მთავარია ვაჭრული სული არ გქონდეს, არაფერი სირცხვილი არ არის“ - რას იხსენებს მაკა შალიკაშვილი
მსახიობ მაკა შალიკაშვილის ცხოვრებაში უამრავი განცდა, სიხარული და ტკივილი იყო, ისეთი რთული პერიოდები, როცა არ ეღიმებოდა, თუმცა, ყოველთვის გულწრფელად უღიმოდა მათ, ვინც მის მიმართ სითბოს გამოხატავდა. როგ...
1732299495
საზოგადოება„ასეთი შტერი თავად ნამდვილად არ ვარ“ - ცნობილია რომელ სერიალში ვიხილავთ ნათია წიწილაშვილს
გარკვეული პაუზის შემდეგ, მსახიობი ნათია წიწილაშვილი ეკრანზე ბრუნდება. მას უკვე პოპულარულ სერიალში - „სიყვარულს მიღმა“ ვიხილავთ, რის შესახებაც იგი kvirispalitra.ge-სთან საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინ...
1732297087
სოციალური მედია„რამდენიმე დღეში ვერაგს ბოლო რაუნდში შევებრძოლებით“ - თორნიკე ყაჯრიშვილი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ჟურნალისტი და პროდიუსერი თორნიკე ყაჯრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილის, პატარა დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლეს ინფორმაციას გვიზიარებს: „დათიკოს გმირობის ისტორია გრძელდება....
1732294344
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე 23 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფ...