რა უნდა მოიმოქმედოთ 21 ივნისს, ზაფხულის მზებუდობის დღეს, იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიოთ - რჩევები ხათუნა ნოელისგან
"სადაცაა ნამდვილი ზაფხულიც მოვა, წელიწადის ყველაზე გრძელი დღე რომ დადგება. კარგი იქნება თუკი სურვილს ჩაიფიქრებთ," - ასტროლოგი ხათუნა ნოელი, 21 ივნისის, ზაფხულის მზებუდობის შესახებ საინტერესო რჩევებს გვაძლევს:
"ადამიანმა თვეები თავის ჭკუაზე დაჰყო ე.წ. სეზონებად, ანუ წელიწადის დროებად. თუმცა, ბუნებას საკუთარი კანონები აქვს, რომლის მიხედვითაც მაგალითად შემოდგომა 1 სექტემბერს კი არ იწყება, არამედ 23 სექტემბერს, შემოდგომის ბუნიაობაზე;
ზამთრის დასაწყისი წელიწადის ყველაზე მოკლე დღეს - 21 დეკემბერს, ანუ მზებუდობას ემთხვევა, გაზაფხულის კი - 21 მარტს, როდესაც დღეც და ღამეც თანაბარი ხანგრძლივობისაა...
ჰოდა, სადაცაა ნამდვილი ზაფხულიც მოვა - 21 ივნისს, წელიწადში ყველაზე გრძელი დღე რომ დადგება, აი, მაშინ. უფრო ზუსტად კი თბილისის დროით 05:03-ზე.
ამ მომენტისათვის კარგი იქნება თუკი არ გეძინებათ, გეღვიძებათ და სურვილს ჩაიფიქრებთ.
უკეთესი იქნება თუკი გუნებაში კონკრეტულ გეგმასაც დასახავთ ამ სურვილის შესასრულებლად. რა ნაბიჯები გექნებათ გადასადგმელი, ანუ სამოქმედო პროგრამა რომ გაწეროთ ტვინში.
23 სექტემბერს, შემოდგომის მზებუდობაზე, თუ ოცნება უკვე ახდენილი არ გექნებათ, შეგეძლებათ გადახედოთ, გააანალიზოთ, რას აკეთებდით არასწორად და საჭირო კორექტივები შეიტანოთ თქვენს გეგმებში.
ძალიან კარგია სწორედ ამ დღეს, დილით ადრე ცვრიან ბალახში სიარული. ასევე წყლის პროცედურები. ითვლება, რომ ამ დღეს წყალს (მით უმეტეს ბუნებრივს) ჯადოსნური ძალა გააჩნია, ენერგიას და ჯანს მატებს ადამიანს. ვინც სამკურნალო მცენარეებში ერკვევა, ისინი სწორედ ბუნიაობაზე აგროვებენ ხოლმე საჭირო ბალახებს და ძირხვენეულობას. ამ დღეს რეკომენდებულია ფერადი, მხიარული სამოსის ჩაცმა. აგრეთვე სჯობს ვიმარხულოთ და ცილოვანი საკვების მიღებისაგან თავი შევიკავოთ.
ზაფხულის მზებუდობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ხალხებში სხვადასხვა წეს-ჩვეულებები არსებობდა-
ერთ-ერთი ტრადიციით, ღამის სეირნობიდან დაბრუნებულ ქალიშვილებს შვიდი სახეობის ყვავილი უნდა მოეკრიფათ და ბალიშის ქვეშ ამოედოთ, რათა საბედო დასიზმრებოდათ.
თუმცა, ვინაიდან ეს მაინც მზისათვის მიძღვნილი დღე-სასწაულია, ტრადიციულად, ამ დღეს ძველი ხალხები უსათუოდ ანთებდნენ კოცონს, რომელსაც გარს უვლიდნენ რიტუალური სიმღერების შესრულებით, შემდეგ კი კოცონს თავზე ახტებოდნენ. ასეთი იყო განწმენდის ცერემონია, რომლის მეშვეობით '' ცუდი'' ენერგია იწვებოდა... დღეს შესაძლოა ცეცხლის დანთების გამო ჯარიმა აიკიდოთ, ამიტომ უბრალოდ მოგიზგიზე კოცონი ჩაანაცვლეთ მოციმციმე სანთლით, გულწრფელი ლოცვით ან მედიტაციით. შეგიძლიათ დამუხტოთ მზის ან ცეცხლის ენერგიით თქვენი მინერალები და ამულეტებიც.
პ.ს. სხვათა შორის, საინტერესოა ალბათ ისიც, რომ 21 ივნისი იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღედ არის მიჩნეული, 23 სექტემბერი - ღვთისმშობლის.
წყარო: "ასტროზონა"
1788279677
მსოფლიონეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა
ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...
1788277123
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...
1788276565
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...































