"უსიყვარულოდ მზე მართლა არ სუფევს ცის კამარაზე და ნურც ჩვენ გვექნება ამბიცია, რომ ოდესმე უსიყვარულოდ ბედნიერება მოვა" - ასტროლოგი 16 თებერვლის სავსე ახალმთვარეობაზე

ასტროლოგი დავით ნიბლაძე 16 თებერვლის სავსე მთვარეობასთან დაკავშირებით ფეისბუკში საინტერესო პროგნოზს ავრცელებს:

"All you need is love!  

დღეს, 16 თებერვალს სავსე მთვარეა ლომში  

▶️ ლომს თავად მზე მართავს

რომლის საკვანძო სიტყვებიცაა სიცოცხლე, ენერგია, სინათლე, ოპტიმიზმი და სიყვარული.

▶️ როდესაც სავსე მთვარე მზის ნიშანშია, ეს შანსია, ჩვენს ქვეცნობიერში ყველაზე ბნელ კუთხეებშიც კი შევიტანოთ სინათლე და სიყვარული  ეს სიყვარული არ არის სხვა კონკრეტული ადამიანისკენ მიმართული. ეს სიყვარულია ცხოვრების, სიცოცხლის, ჩვენი სამყაროსთან ინტერაქციის, ინდივიდუალიზმისა და ყველაფერი იმის, რაც თავს ცოცხალ ადამიანად გვაგრძნობინებს  

▶️ ჩვენ გვართმევენ ბავშვობას, ოცნებებს, იმედებს, ფერებს... გვკარნახობენ, როგორ ვიცხოვროთ, რაზე ვთქვათ კი და რაზე - არა, რა გზით ვიაროთ და ა.შ... ამ დროს კი სავსე მთვარე ლომი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ყველას ჩვენი უნიკალური კომპასი გვაქვს შიგნით, რომელმაც ყოველთვის იცის, სად ვეძებოთ ბედნიერება. დიახ, ამ კომპასს გული დავარქვით და ისაა, რასაც ხშირად ვაიგნორებთ... რამდენადაც გულით მივიღებთ და შევიყვარებთ ჩვენს მიზნებს, ოცნებებს, სურვილებს, ძლიერ თუ სუსტ მხარეებს, ჩვენს უნიკალურობას თუ ორდინალურობას, მით მეტი შანსი გვექნება ბედნიერების. ლომის მესიჯიც სწორედ ესაა - ვიცხოვროთ გულით  

▶️ ყველაფერი მიმღებლობით და სიყვარულით იწყება, ისევ სიყვარულით გრძელდება და სიყვარულითვე სრულდება... უსიყვარულოდ მზე მართლა არ სუფევს ცის კამარაზე და ნურც ჩვენ გვექნება ამბიცია, რომ ოდესმე უსიყვარულოდ ბედნიერება მოვა.

▶️ ნუ დავჩაგრავთ იმ ბავშვს ჩვენში, რომელსაც სიცოცხლე უხარია, ყველა ღიმილს ღიმილით პასუხობს, სავსეა რწმენითა და თავგადასავლების სურვილით, მზადაა აღმოაჩინოს სამყარო და ამისთვის ცხრა მთაც გადაიაროს, იცინოს ხმამაღლა, როცა ეცინება, მიიღოს სითბო და სიყვარული და იყოს უბრალოდ ბედნიერი დღეს და ახლა.

▶️ საკუთარი თავის სიყვარულისგან შორს ვართ თუ მუდმივად სხვებს ვედრებით, სხვების აზრი ჩვენსაზე მნიშვნელოვანია, არ ვაძლევთ თავს შეცდომების დაშვების უფლებას, არ ვუშვებთ ტოქსიკურ ადამიანებს ცხოვრებიდან, ვაიგნორებთ ჩვენს შიშებს, არ ვენდობით საკუთარ თავს გადაწყვეტილების მიღების დროს, არ ვიყენებთ შანსებს, სხვებს უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ვიდრე საკუთარ თავს და არ ვართ კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ.

▶️ როგორ ზრუნავ საკუთარ თავზე? ბოლოს როდის იგრძენი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ?", - წერს ნიბლაძე. 

სხვა სიახლეები:

🔳 სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

🔳 რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების ნაწილის გაყვანა გამოაცხადა - გადადგა თუ არა რუსეთმა დეესკალაციისკენ ნაბიჯი?

🔳 "რამდენიმე კვირაა ბავშვები და მათი მშობლები საზარელი კატასტროფის მოლოდინით იძინებენ და იღვიძებენ" - ზურაბ გურული უკრაინის მოვლენებზე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1791784951

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება

ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...

უკრაინა

1791783740

საზოგადოება

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევ...

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება

1791782429

საზოგადოება

ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პარლამენტის შენიშვნებით, საქა...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

1791781504

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ოქტომბერს საქართველოში

12 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმშიც მზიანი დღე...

ამინდი - ამინდი

1791750480

ახალი ამბები

თამაზ მოლაშვილი სულხან მოლაშვილზე: 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო, შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა

 „უნამუსობას და უსინდისობას საზღვარი არ აქვს, სპეციალურად დაბადებული უნდა იყო ეგეთად. 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო და შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მო...

მოლაშვილკ