არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურის სააღდგომო მილოცვა

"CHRISTUS RESURREXIT ALLELUIA! ALLELUIA! ALLELUIA!

უფალი აღსდგას! ალილუია! ალილუია! ეს უძველესი მისალმება იმეორებს აღდგომის დილით, ქრისტეს ცარიელი სამარხის წინაშე ანგელოზის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს - მარიამ მაგდალელსა და მარიამ იაკობისას ანგელოზმა აუწყა: ის აქ არ არის, აღსდგა! (მთ 28:6) მთელი მსოფლიოს მორწმუნენი იმეორებენ ამ სასიხარულო შეძახილს.

მას შემდეგ, მკვდრეთით აღმდგარი უფლის სახე არაერთხელ გამოსახულა ხატზე. მართლაც, აღდგომის კვირა დილით, ქართველები სიამაყით ივსებიან, როცა ხედავენ, როგორ იკმევა წმინდა პეტრეს მოედანზე მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს უმშვენიერესი ქართული ხატი. ეს ხატი თაყვანიცემა იოანე პავლე II-ის პაპობის ხანიდან. მან ჩაანაცვლა სხვა, ძალზე ძვირფასი, მაგრამ მყიფე ძველი ხატი, რომელიც ამჟამად დაცულია, რათა მომავალმა თაობებმა თაყვანი სცენ მას. ქართული ხატის ნახვა ყველას შეუძლია წმინდა სააღდგომო ლიტურგიის დროს. ხატი იკმევა. საკმეველი ზემოთ მიიწევს, ნიშნად ჩვენი მაცხოვრის მიწიერი თაყვანისცემისა და დიდებისა.

ერთხელ, ერთმა ცნობისმოყვარე ურწმუნო კაცმა ჰკითხა მღვდელს: რა არის საჭირო ქრისტიანი რომ გახდე? მღვდელმა უპასუხა: უნდა იწამო ქრისტეს აღდგომა, ხსნა და მარადიული ცხოვრება! ეს სამი რამ ადამიანის ემპირიული გამოცდილების მიღმაა. ეს დიადი ზეშთაგონებაა.

ამიტომაცაა აღდგომა ქრისტიანული კალენდრის უდიდესი დღესასწაული. საუკუნეების მანძილზე მთელი მსოფლიოს ქრისტიანები თითქმის იმგვარადვე ზეიმობდნენ აღდგომას, როგორც ჩვენ ვზეიმობთ ცეცხლითა და სინათლით, გალობითა და წმინდა წერილით, წმინდა წყლითა და ნათლობით, ევქარისტიითა და ზიარებით.

ქართული ხატი, მკვდრეთით აღმდგარი უფლის სხვა არაერთი ხატის მსგავსად, იმის განსახიერებაა, რომ კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს და სხვა ტრადიციის ქრისტიანებს აერთიანებთ რწმენა მკვდრეთით აღმდგარი ერთი და იმავე უფლისა - ჩვენი მაცხოვრისა. ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ.
აღდგომის დღესასწაულში ვზეიმობთ ქრისტეს გამარჯვებას სიკვდილზე. კეთილმა სძლია ბოროტს. წლის ამ ყველაზე მნიშვნელოვან დროს, ვლოცულობ და შევთხოვ ღმერთს მოიღოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენზე, თქვენს ახლობლებსა და საკრებულოებზე. უფალი აღსდგა! ალილუია! ალილუია! ალილუია!"

არქიეპისკოპოსი, ჟოზე აველინო ბეტანკური

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744987008

სპორტი

ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა, რომელ ადგილზეა კვარაცხელია?

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. როგორც ცნობილი გამოცემები, ასევე, ბუკმეკერები ეტაპობრივად განახლებულ რეიტინგებს გვთავაზობენ. განახლ...

ოქროს ბურთი

1744985062

ახალი ამბები

ავარია ხონში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 3 არასრულწლოვანი

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა. ასევე, დაშავებულია 2 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაი...

პოლიცია

1744984178

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...

ზოგადი

1744981381

მსოფლიო

ზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...

ნიკოლოზ ცისკარიძე

1744979659

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში

„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...

შალვა პაპუაშვილი