„ასისტენტს უთხრა, “იცი საქართველო რა ლამაზი ქვეყანაა“, თან ემიგრანტებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ისინი პატივისცემას იმსახურებენო“ - იტალიელი სტომატოლოგის ამბავი
ადამიანები, ხშირად ვმალავთ რეალობას, გვრცხვენია და სირცხვილის გრძნობა ჩვენში იმდენად მძალვრობს, რომ მასზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ. ზოგი ამას პატივმოყვარეობას ეძახის, მაგრამ სინამდვილეში ეს უფრო თავმოყვარეობის საკითხია.
ამასწინათ იტალიური ფილმი „ბაარია“ ვნახე, რომელიც სიცილიური ოჯახის სამი თაობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის ერთ-ერთ სიუჟეტში, იტალიელი ქალი ყასაბთან მიდის და სთხოვს, რომ ხორცის ნაჭრიდან ათლილი უვარგისი კანი, კატისთვის მისცეს. შემდეგ სახლში ბრუნდება, ცეცხლზე წვავს ხორცის კანს და კვამლს ქაღალდით უნიავებს, რომ ღია კარებიდან ხორცის სუნი გავიდეს და მეზობლებმა იფიქროს, რომ ოჯახის დიასახლისმა იმ დღეს ხორციანი კერძი მოამზადა. შემდეგ ეზოში გადის, სკამზე ჯდება, ფეხს ფეხზე ამაყად გადაიდებს და მეზობლის ქალებთან დიალოგს გამართავს.
ეს იტალიის წარსულია და ჩემი მოსაყოლი ამბავიც იტალიაში ვითარდება. ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური წარსულითა და სიღარიბით, დღეს განვითარებულ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც ემიგრანტებს მასპინძლობს და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსულ ასიათასობით ადამიანს სიცოცხლის შანსს აძლევს. ქვეყანა, რომელიც იმსახურებს თითოეული მიგრანტის პატივისცემას. გლობალიზაცია არ ინტერესდება ადამიანების ბედით. ადამიანების ბედით, ისევ ადამიანები ინტერესდებიან და სწორედ ადამიანურ ღირსებაზეა დაფუძნებული ყველა ისტორია, რომელიც შიმშილის ომში იბადება.
ნიკოლა სტომატოლოგია. სამხრეთ იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქში, სადაც ემიგრანტებს ალმაცერად აღარ უყურებენ. ექიმ ნიკოლას შესახებ არაფერი ვიცი. არ ვიცი მისი ბიოგრაფია, წარმომავლობა, ოჯახური მდგომარეობა. არაფერი ვიცი, რაც შემიძლია მის შესახებ მოგიყვეთ, გარდა იმ ისტორიებისა, რასაც ქართველი ემიგრანტებისგან ვისმენ. ხოლო მოსმენილი ამბები, იმდენად დიდი და იმდენად ადამიანურია, რომ სავსებით არ საჭიროებს ექიმ ნიკოლას შესახებ დამატებითი ინფორმაციების მოძიებას.
მისი სტომატოლოგიური კაბინეტი, პირველად 4 წლის წინ მიგვასწავლეს.
ვისაც ემიგრაციის „გემო“ არ უგემნია, იმათ საყურადღებოდ ვწერ. ახალბედა ემიგრანტს, ემიგრაციის საწყის ეტაპზე უამრავი ფიზიკური უძლურება და ჩივილი შეუტევს ხოლმე. ასეთ შემთხვევებს, აქაური ექიმები ემიგრაციის სტრესიდან გამოწვეულ ავადობებს უწოდებენ. გარემოს ცვლილება და წინააღმდეგობით სავსე პირობები სხვადასხვა ფიზიკური ჩივილით ვლინდება. ყველაზე გამოკვეთილი თმის ცვენა, კბილების ტკივილი და ალერგიაა. სამედიცინო მომსახურების მიღება, როცა ადამიანი არალეგალია, ძვირი სიამოვნება გახლავთ. ანუ, გაჭირვებულს ქვა ზუსტად აღმართში მიეწევა ხოლმე.
ისევ სტომატოლოგ ნიკოლას დავუბრუნდები. პირველად, მისი კაბინეტი 4 წლის წინ მიგვასწავლეს. კბილის გაუსაძლისი ტკივილი და ფინანსური საკითხი ერთნაირად გვტკიოდა. ასეთ დროს, ყოველთვის ფიზიკური ტკივილი იმარჯვებს და აღარაფერს დაეძებ. ექიმის სამედიცინო მომსახურების საფასური იმდენად მინიმალური იყო, რომ პირი, ხელმეორედ დაგვრჩა ღია.
ცნობისმოყვარეობამ გვძლია და თანამემამულეებთან, ექიმ ნიკოლას შესახებ ვიკითხეთ. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ყველაზე ცნობილი სტომატოლოგი, ყველა ემიგრანტს სამედიცინო მომსახურებაში მინიმალურ საფასურს ახდევინებდა.
დღესაც იგივე განმეორდა. სამი, არასრულწლოვანი შვილის დედას, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილის გამო, დღეების მანძილზე არ ეძინა, დედას, რომელსაც ენის ბარიერი აქვს, სტომატოლოგ ნიკოლასთან მეგზურობა გავუწიე. ახსოვდა, რომ ქართველი ვიყავი. ასისტენტს უთხრა, „იცი საქართველო რა ლამაზი ქვეყანაა“, თან ემიგრანტებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ისინი პატივისცემას იმსახურებენო. ისევ იგივე განმეორდა, მომსახურების ღირებულება იყო მინიმალური, თან ამას ისეთი რუდუნებით და სიკეთით სავსე თვალებით აკეთებს, რომ იმ მომენტში სრულიად დარწმუნებული ხარ, რომ სიკეთე გადაარჩენს სამყაროს.
ალბათ ჰიპოკრატეს წარმოდგენაც არ ჰქონდა, მისი ფიცი საუკუნეების შემდეგ, ემიგრანტების გაყინულ სისხლს, როგორ აამოძრავებდა ძარღვებში.
დასასრული ბანალური იქნება, მაგრამ ამაზე უკეთეს დასასრულს ვერ მოვიგონებ - ღმერთმა დალოცოს იტალია, ღმერთმა დალოცოს ემიგრანტები, ღმერთმა დალოცოს ნიკოლას მსგავსი ექიმები და საქართველო, რომელიც უნდა გაბრწყინდეს!
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიაში 15 თებერვლიდან ახალი კოვიდ რეგულაცია შედის ძალაში
1787846751
საზოგადოებაპრემიერი: იყო მცდელობა, გახსნილიყო მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა
იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო საქართველოში მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა, საბედნიეროდ, მათ...
1787844558
მსოფლიოთეთრი სახლის პრესმდივანი: აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. „ახლა არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და ეს ასე გაგრძელდება მანამ,...
1787842424
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოე...
1787840783
მსოფლიოReuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა
ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ბოლო მონაცემებით 1...
1787838499
საზოგადოებასაქართველოს საგარეო უწყება: მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთში დამანგრეველი წყალდიდობის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და დაზარალებულ ყველა ადამიანს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკ...


























