ავარიის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრს, საკუთარი 15 წლის და დახვდა გარდაცვლილი
უბედური შემთხვევა პელეცანოში, იტალიის ქალაქ სალერნოს პროვინციაში, ახალ წელს მოხდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე იყო.
ეკიპაჟის მოხალისეს ავარიის ადგილზე კოშმარი ელოდა. ხელოვნური სუნთქვის მანევრი, თავისი პრაქტიკის განმავლობაში ასობით ექნებოდა გაკეთებული, მაგრამ როდესაც ადგილზე მისულმა საკუთარი 15 წლის და დაინახა, ყველა ხერხით დაიწყო ბრძოლა მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
"ვერ გიშველე, მაპატიე, სადაც არ უნდა იყო. ვერავითარი პრაქტიკა და გამოცდილება ვერ მოგამზადებს იმისთვის, რომ ადგილზე მისულმა ხელები გადააჯვარედინო და შენს ძარღვებში რომ ჩქეფს, იმ სისხლით დაფარულ გულ-მკერდზე დაცალო მთელი ის ბრაზი, რასაც შეპყრობილი ჰყავხარ", - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ძმა.
ადგილზე გარდაიცვალა გოგონას 18 წლის მეგობარი ბიჭიც. პოლიციის მიერ მოძიებული წინასწარი ინფორმაციით, ბიჭმა სკუტერის მართვისას კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.
1792132503
მსოფლიოტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხიც წამოჭრა და ეჭვქვეშ დააყენა, ინარჩუნებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობის მხარდაჭერას მ...
1792130354
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშ...
1792130251
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, რომლებიც სავსეა მოღალატეებით
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“...
1792129361
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ეგიდით უკვე მე-17 ტარდება. მთავრობის მეთაუ...
1792127915
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება - ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორის...


























