„ჩემო ემიგრანტებო არ დაავიწყოთ თქვენს შვილებს სამშობლო, მშობლიური ენა კულტურა“ - ემიგრანტის წერილი
ქართველი ემიგრანტი თეონა ჭანტურია, წლებია იტალიაში იმყოფება. აქტიური ემიგრანტი ქალბატონი, განსაკუთრებული ემოციების გამოხატვით, სამშობლოსადმი დამოკიდებულებით გამოირჩევა. მისი ხელწერა საემიგრაციო საზოგადოებაში მოწონებას იმსახურებს. როგორც მისი წერილიდან ირკვევა, თეონა ჭანტურია ამჟამად საქართველოში იმყოფება. ჩვენს მკითხველს, მის მორიგ წერილს ვთავაზობთ.
„ყოველთვის მიხაროდა, როცა ემიგრაციაში ყოფნისას ქუჩაში პატარა ქართველებს დავინახავდი, მიხაროდა იმიტომ რომ მშობლებს არ იყვნენ დაშორებულები და მათ მონატრებაში არ იზრდებოდნენ, მაგრამ გული მტკიოდა რადგან როცა მოვფერებოდი და ქართველობით თავის მოწონებაზე და სიამაყეზე ვესაუბრებოდი: თუ რა დიდებული ხალხი ვართ ქართველები, დიდი ისტორიის პატრონები, ბავშვები დამტვრეული ქართულით მიბრუნებდნენ პასუხს და გაკვირვებული მიქნევდნენ თავს. ვხვდებოდი რომ მშობლიურ ენას ივიწყებდნენ და იტალიური ენისა და კულტურის შესწავლით იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ ასეც არ ყოფილა...
იტალიის ქალაქ ბარში აღმოვაჩინე საოცარი საკვირაო სკოლა „იმედი“, სადაც ჩვენი პატარა ქართველი ემიგრანტები სწავლობენ ქართულ ენას, კულტურას და საქართველოს ისტორიას. სწავლობენ ძალიან თბილი და გულისხმიერი მასწავლებლების დახმარებით. ეს ისეთი სკოლაა, სადაც ბავშვები ელოდებიან კვირა დღეს, რომ ქართულს ეზიარონ, იკითხონ, იმღერონ, იცეკვონ ქართულად.
გენერალური საკონსულოს დახმარებით გაფართოვდნენ და მრავალპროფილური გახდნენ. მე, ამას, ახლა საქართველოში მყოფი ვიგებ და სიამაყით ვივსები, რადგან ჩვენ, ქართველები, მიუხედავად მრავალ ქვეყანაში გადახვეწის და გადაძირკვის, ჩვენი ფესვები ისევ საქართველოშია და ჩვენი შვილები დიდებულ მამულიშვილებად უნდა გავზარდოთ.
სასიხარულოა მსგავსი ასოციაციები, ისეთი როგორც „იმედია“. გზა დავულოცოთ „იმედს“ და „იმედელებს“ და მადლობა ამ ასოციაციის დამაარსებელს ქალბატონ ცინარი ღვალაძეს. მინდა იცოდე ეს ღვთიური საქმეა, სამშობლოს სიყვარულით სავსე ადამიანს შეუძლია ასეთი საქმის კეთება და მომუშავე პერსონალის წინაშე ქედს ვიხრი და ვეფერები საქართველოდან.
ჩემო ემიგრანტებო არ დაავიწყოთ თქვენს შვილებს სამშობლო, მშობლიური ენა კულტურა, თუ კი არ იცით ეს ასოციაცია და საკვირაო სკოლა, ქალაქ ბარიში, დღეიდან იცოდეთ რომ არსებობს და იზრუნეთ იმაზე, რომ ქართველად დაბადებულებმა, ქართულად უნდა ვიცხოვროთ მსოფლიოს ყველა კუთხეში და ბედნიერებაა, რომ ამის საშუალება გაქვთ იტალიის ქალაქ ბარში მცხოვრებ ემიგრანტებს.“ - წერს თეონა ჭანტურია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 „მოედო ქვეყნის ყველა კუთხეს, ოჯახს დანატრებული ქალები“ - ემიგრანტის ქალის წერილი
📌 50 ქართველი მოსწავლე, იტალიის ქალაქ ბარიში ქართულ წერა-კითხვას სწავლობს
1794723411
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...
1794723354
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა
საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...
1794722843
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....































