50 ქართველი მოსწავლე, იტალიის ქალაქ ბარიში ქართულ წერა-კითხვას სწავლობს

საქართველოს გენერალური კონსული, ვახტანგ ანდღულაძე, ქალაქ ბარიში არსებულ ქართულ-იტალიურ ასოციაცია „იმედი"-ს საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს ეწვია.

გენერალურმა კონსულმა სკოლის დამფუძნებლებსა და მოსწავლეებს სასკოლო პროცესის დაწყება მიულოცა. აღსანიშნავია, რომ ასოციაციასთან არსებულ საკვირაო სკოლაში გაერთიანებულია, სხვადასხვა ასაკის ორმოცდაათამდე ქართველი მოსწავლე. 

„იტალიაში მყოფ ყველა ქართველ მოზარდს და მოსწავლეს წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ. ვაფასებ თითოეული თქვენგანის მონდომებასა და ძალისხმევას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი თვითმყოფადობის შენარჩუნება უცხო მიწაზე. საკვირაო სკოლების არსებობა მყარი გარანტია გახლავთ, სამშობლოს გავუზარდოთ ძლიერი, განათლებული და პატრიოტიზმის გრძნობით განმსჭვალული ახალი თაობა“ - განაცხადა ვახტანგ ანდღულაძემ. 

ღონისძიების ფარგლებში, პატარებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს და წაიკითხეს ლექსები. კონსულმა, ქართულ-იტალიურ ასოციაცია „იმედი“-ს დამფუძნებელს, ცინარი ღვალაძეს და პროფესიონალ პედაგოგებს მადლობა მოუხადა გაწეული ღვაწლისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მოუხადა მოსწავლეთა მშობლებს, რომლებიც ცდილობენ შვილები საკუთარ ფესვებს არ მოწყვიტონ.

საკვირაო სკოლაში მოქმედებს, რამდენი სექტორი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეისწავლონ ქართული ენა, ნაციონალური ცეკვა, სიმღერა, ხატვა და სხვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს

⭕ ქალაქ ბარიში არსებულ საკვირაო სკოლა „იმედი“-ს აღსაზრდელებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული სახელმძღვანელოები გადაეცათ

⭕ იტალიაში, ქალაქ ბარიში, ქართული ბრენდი - „ლაღიძის წყალი“ ოფიციალურად გაიხსნა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791225960

ახალი ამბები

გია აბაშიძე: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართეს, ეს არის რადიკალიზმის სახე - როგორც კი პასუხისმგებლობის დრო დგება, პირველები საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ

 „დასტურდება ის, რაზეც მართლმსაჯულება მიუთითებდა: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, რომლებმაც 4 ოქტომბრის მოვლენები და ხელისუფლების დამხობა დააორგანიზეს, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას სა...

გია აბაშიძე

1791224029

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) ნუენ თან ლესთან. შეხვედრაზე მხარე...

მაკა ბოჭორიშვილი

1791222489

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი...

საქართველოს ნაკრები

1791220896

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის კვლევაზე: ნებისმიერ ინდექსში, რომელიც ეხება დემოკრატიის ხარისხს, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე და ეს არის რეალობა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ახალი ინდექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში დემოკრატიის მაღალ ხარისხს, ოპონენტებისა და ევრობ...

ლევან მაჭავარიანი

1791219156

ახალი ამბები

პროკურატურა: მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ

მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ე...

პროკურატურაპროკურატურა