იტალია ახალი რეგულაციების მოლოდინში - ექსპერტთა დასკვნა

2021 წლის 16 ნოემბრის მონაცემებით, იტალიაში კოვიდით ინფიცირებული მოსახლეობის ყველაზე მზარდი სტატისტიკა ფიქსირდება მუნიციპალიტეტებში. შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილიერიმ პირობა დადო, რომ “2021 წლის შობა იქნება თავისუფალი შეზღუდვებისგან”, ვინაიდან კოვიდით ინფიცირების შემთხვევათა მატების მიუხედავად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჰოსპიტალიზაცია სრულად მართვადი პროცესია.

ამასთან ერთად, მთავრობა კონსულტაციებს გადის შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან და დეკემბრის დასაწყისში სავსებით შესაძლებელია, მთავრობამ მიიღოს სიტუაციის შესაბამისი ზომები. 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი და მაიომ ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური და კომერციული საქმიანობის შეჩერების თავიდან აცილების ერთადერთ გამოსავალზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მწვანე საშვი“ იგივე „Green pass“ უალტერნატივოა, ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 86% ვაქცინირებულია, მთავრობა კი რეგულაციების შემოღებაზე სამეცნიერო საზოგადოების რეკომენდაციების საფუძველზე დაიწყებს ფიქრს.

გავრცელებული ვარაუდის მიხედვით, საშობაოდ  შეიზღუდება წვდომა ისტორიულ ცენტრებზე და ხალხმრავლობიდან გამომდინარე კომერციულ ტერიტორიებზე, ნაკადების რეგულირებისათვის გამოყენებული იქნება ე.წ. „მწვანე საშვები.“ აღნიშნული შეზღუდვა ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე განიხილება, თუმცა სერვისებზე „მწვანე საშვით“ კვოტირებული წვდომა ეხება საშობაო ბაზრობების ღია სივრცეებსაც, რაც  უკვე აპრობირებული მეთოდია ტრენტოში, რევერტოსა და ბოლცანოში.

რეგულაციები რესტორნებში კვებასტან დაკავშირებით, შეეხება ყვითელ და მასზე საფრთხილო ზონაში მყოფ ტერიტორიებს. ყვითელი ზონის შემთხვევაში, ერთ მაგიდაზე არ დაიშვებიან სტუმრები, რომლებიც არ არიან ოჯახის წევრები, მეტიც, მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს. ამასთან, გარე სივრცეში კვლავ განიხილება ნიღბების ტარების ვალდებულება.

საუბარია „მწვანე საშვების“ ხანგრძლივობის გადახედვაზე, შემცირებაზე. შესაძლოა, ვაქცინირებული მოქალაქის შემთხვევაში საშვის მოქმედების ვადა 1 წლის ნაცვლად 9 თვით შემოიფარგლოს, ხოლო  სწრაფი ტესტის პასუხის ვალიდურობა 24 საათით განისაზღვროს, ნაცვლად 48 საათისა. „მწვანე საშვები“ მხოლოდ ვაქცინირებული მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი და სწრაფი ტესტი ვეღარ დააკმაყოფილებს საშვის მოთხოვნებს. 

რეგულაციების გამკაცრების მომხრეა იმუნოლოგი, გვიდო რასი. რადიკალური პოზიცია უჭირავს ვალტერ რიკიარდს, რომელიც გახლავთ ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანცას მრჩეველი.  ჯანდაცვის სპეციალისტი სთავაზობს „მწვანე სერტიფიკატის“ მოხსნას მათ, ვინც უარს ამბობს მესამე დოზაზე.

სხვა ქვეყნების გამოცდილებების გათვალისწინებით, იტალიაში წარმოებული ვაქცინაციის კამპანია საკმაო ეფექტიანობით გამოირჩევა, აღნიშნულს მოწმობს სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის წევრის, ფაბიო ციცილიანოს განცხადებაც: „საშობაოდ პროგნოზების გაკეთება ნაადრევია. ჩვენ ანალიზის ფაზაში ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც გასულ წელს მოხდა, არ იქნება”. ნათქვამია იტალიურ გამოცემაში.

ამასთან საინტერესოა განახლებული მონაცემები იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობებთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ იმყოფება E კატეგორიის სიაში, რაც გულისხმობს იმას, რომ დასაბუთებული მიზეზის გარეშე შეუძლებელია საზღვრის კვეთა. დასაბუთებული მიზეზი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით და მოიაზრებს სამუშაოს, სწავლას, მკურნალობას, გადაუდებელ აუცილებლობასა და იტალიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის სამშობლოში ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას. კოვიდ-ვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხვავებული წესი.

აგრეთვე, არსებობს  72 საათში ჩატარებული PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება, რომელიც სავალდებულოა 2 წლის ასაკიდან, იტალიის ტერიტორიაზე PCR ტესტის საფასურია 50-60 ევრო. საქართველოდან შესვლის შემთხვევაში სავალდებულოდ რჩება 10-დღიანი თვითიზოლაცია. თვითიზოლაციის ხარჯს მოქალაქე თავად ფარავს. მოქალაქე თავად ირჩევს სად გაატარებს თვითიზოლაციის პერიოდს და ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან არ არის გამოყოფილი სპეციალური ადგილი. თვითიზოლაციის გამონაკლისები ეხება :

● სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების;

● იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე);

● ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის;

● აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის.

სხვა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით

მოამზადა ელენი ლომთაძემ

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიაში, დანით მიყენებული ჭრილობის გამო, 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

📌 ფლორენციის სარკინიგზო სადგურზე, სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო, განგაში გამოცხადდა (video)

📌  მატეო რენცი იტალიის აუცრელი მოსახლეობისთვის "ლოკდაუნს" ითხოვს?!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792857325

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

 საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

1792851878

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

 დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

1792848889

ახალი ამბები

სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...

 გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1792845967

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი