იტალია - “ISEE, მისი დამზადება აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დახმარებები” - ფიქრია კუჭუხიძე

საემიგრაციო საზოგადოება Anolf-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე ISEE-ს, ანუ პირის ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ახალი თავსატეხი - ISEE (პირის ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი)! მისი დამზადება აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
როდესაც ISEE მზადდება ფიქსირდება პირის წლიური საშემოსავლო და საბანკო ბრუნვა. ზოგს უფიქსირდება 5 ათასი, ზოგს - 8 ათასი, ზოგს - 12 ათასი და ზოგსაც არაფერი.
შემოვიდა შეკითხვა, თუ რატომ ვერ იღებენ იმ თანხას, რომელიც ISEE-ს გაკეთების შემდეგ დაუფიქსირდათ!
მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის თანხა, რომელიც უნდა გადაგიხადონ! პირიქით, როდესაც რომელიმე ბონუსზე, ანუ დახმარებაზე ვაკეთებთ განაცხადს, უნდა წარვადგინოთ ISEE, ანუ ვაჩვენოთ ჩვენი შემოსავლები და სწორედ ამის მიხედვით, გაიცემა შემდეგ სხვადასხვა სახის ბონუსები და დახმარებები.
უნდა ვიცოდეთ, თუ რა დატვირთვა აქვს ISEE-ს! ვიცოდეთ, რომ ყოველი წლის იანვარში უნდა დავამზადოთ!
მის გასაკეთებლად უნდა წარვადგინოთ Giacenza media, წლიური საბანკო ამონაწერი ყველა იმ ბანკიდან, სადაც ანგარიში გვაქვს გახსნილი 2 წლით უკანა ვადით!
თუ ანგარიში არსად გაქვთ გახსნილი, ამ საბუთის გარეშე დამზადდება ISEE და სხვა დანარჩენ რეკვიზიტებს "პატრონატო" აგიხსნიან რა გჭირდებათ.
თუ წლის განმავლობაში შეიცვალა თქვენი სამსახურებრივი მდგომარეობა, იცოდეთ, რომ მოდელი ISEE განმეორებით უნდა დამზადდეს, რომ დაფიქსირდეს ზუსტი საშემოსავლო სიტუაცია!" - წერს ფიქრია კუჭუხიძე.
1745265347
ახალი ამბებიცნობილი გახდა პაპი ფრანცისკეს ბოლო სურვილი - ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს
რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ანდერძში გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელ...
1745264934
საზოგადოებაპაპი ფრანცისკე ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა - ოფიციალური ვატიკანი
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, დილით ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ წმინდა საყდრის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ვატიკანის მთავარმა ექიმმა ანდრე...
1745259869
ახალი ამბებიქართველმა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მოლდოვაში, ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ(+109 კგ). ქართველმა ძალოსანმა ატაცში 183 კილოგრამი დაძლია. აკვრაში მან 219 კილოგრამი დააფიქსირა და მეოთხე პოზი...
1745259710
საზოგადოებასახალხო დამცველი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს სახალხო დამცველი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო...
1745257983
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს - მათი ერთობლივი მიზანია დესტაბილიზაცია და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა
საქართველოში დესტაბილიზაციის განვითარებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა, - განაცხად...