იტალიაში ხარ და სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებ?! - გამოსავალი STP-ა

თუ იმყოფებით იტალიაში და გჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მაგრამ საბუთები ჯერჯერობით არ გაქვთ წესრიგში და შესაბამისად ვერ ახერხებთ აიღოთ იტალიური სამედიცინო ბარათი (Tessera sanitaria), თქვენი ემიგრანტული სტატუსის მიუხედავად, იტალიის სახელმწიფო გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.

ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, შეგიძლიათ ისარგებლოთ პროგრამით STP (Stranieiri temporaneamente presenti), რომელიც გულისხმობს არალეგალი უცხოელის უფასო სამედიცინო მომსახურებას, გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის მიზნით.

STP ბარათის ხანგრძლივობა არის 6 თვე, მაგრამ შესაძლებელია მისი განახლება.

STP ბარათის აღების შემთხვევაში შესაძლებელია გადაუდებელი, ან აუცილებელი, არამხოლოდ ერთჯერადი, არამედ უწყვეტი სამედიცინო მომსახურება. ის ასევე გაძლევთ მონაწილეობის საშუალებას, ეროვნული ჯანდაცვის სისტემის SSN მიერ გათვალისწინებულ,პრევენციულ პროგრამებში, როგორებიცაა მაგალითად სკრინინგ პროგრამები, ვაქცინაცია და ა.შ. 

აღნიშნული საბუთის გაკეთება შესაძლებელია თითქმის ყველა ქალაქის გარკვეულ ადგილობრივ სამედიცინო ორგანოში - ASL. 

ამჯერად, მინდა კონკრეტული ინფორმაცია ფლორენციასა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მივაწოდო. 

STP-ის გაკეთება შეგიძლიათ ფლორენციაში, შემდეგ მისამართზე: USL Toscana centro - Viale Morgagni 33R, სამშაბათს დილის 8.00-დან 12.30-მდე. 

სპეციალურად უცხოელი პაციენტებისთვის ექიმი მუშაობს სამშაბათს და ხუთშაბათს 14.00 საათიდან 17.00 საათამდე, მაგრამ მასთან ვიზიტზე, იგივე დღეებში, მაგრამ დილის საათებში უნდა ჩაეწეროთ. 

თუ ენობრივი ბარიერი გაქვთ, ხუთშაბათს 14.00 საათიდან 16.00 საათამდე დაგხვდებათ ქართული ენის თარჯიმანი, ამ შემთხვევაში მე და ვეცდები თქვენი და ექიმის კომუნიკაცია, მაქსიმალურად გასაგები გავხადო.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714385495

საზოგადოება

მინდია საბანაძე: დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია, მჯერა, მალე საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება

„ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქ...

მინდია საბანაძე

1714383349

საზოგადოება

ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლი...

ჩინეთის დროშა

1714383218

საზოგადოება

„ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“ - თბილისის მერია

თბილისის მერია მეტროსადგურების შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შესაბამისი განცხადებით ეხმაურება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზო...

თბილისის მერია

1714380073

საზოგადოება

„ტრისტან სარალიძე ცოცხალია!“ - ელისო პაჭკორია

სოციალურ ქსელში მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა ახლობელმა, ელისო პაჭკორიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გავრცე...

ტრისტან სარალიძე

1714377327

ჰოროსკოპი

„გექნებათ დისკომფორტი, თავის ტკივილი, ხასიათის ცვალებადობა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა.  „მიმდინარე კვირაში გვაქვს სამი გეომაგნიტური დღე: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. გექნებათ დისკომფორტი...

ასტროლოგია