მინდია საბანაძე: დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია, მჯერა, მალე საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება

„ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას“, - ამის შესახებ IG დეველოპმენტის დამფუძნებელი, მინდია საბანაძე სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია.

„მე, როგორც ერთ–ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის დამფუძნებელი, მსურს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანიის საქმიანობა ბევრ წელს ითვლის. ბიზნესი ვითარდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობის დროს. ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის გამოწვევები და სირთულეები, რომელთა წინაშეც არაერთხელ აღმოვჩნდით.

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას. დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია. ღრმად მწამს და მჯერა, რომ მალე საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, - წერს მინდია საბანაძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754153751

ახალი ამბები

30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება

 30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...

ველომარათონი

1754152417

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...

პრემიერი

1754149225

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია

 გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...

გამსახურდია

1754146379

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს

 არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...

გიორგი კალანდარიშვილ

1754144505

საზოგადოება

თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

 თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.

ხანძარი ბათუმში