იტალიაში, ქალაქ მოდენაში, მკერდის კიბოს მკურნალობა, უახლესი მეთოდით უფასოა

მოდენას (ქალაქი და კომუნა იტალიაში, მდებარეობს ემილია-რომანიის რეგიონის მოდენის პროვინციაში) საუნივერსიტეტო-ჰოსპიტალური პოლიკლინიკა, იტალიაში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებების იმ მცირე ნაწილს განეკუთვნება, სადაც მკერდის კიბოს მკურნალობა უფასოა.

მკერდის კიბოს მკურნალობა მოდენაში ინოვაციური, ლაზერის თერაპიული მეთოდის გამოყენებით ხდება. 

მკერდის კიბო ძლიერ გავლენას ახდენს ახალგაზრდა ქალების ცხოვრების ხარისხზე, ხშირად სირცხვილის გამო მალავენ და შესაბამისად ადეკვატურად არ ხდება მისი მკურნალობა. ემილია-რომანიას რეგიონში 2000-ზე მეტი ქალი მკურნალობს ყოველწლიურად მკერდის კიბოს, ჰორმონალური თერაპიებით ან მძიმე ქიმიოთერაპიის მეშვეობით.

მოდენას პოლიკლინიკაში, მკერდის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნეს, რაც გულისხმობს სპეციალურ ლაზერულ სისტემას, რომელიც განთავსებულია დაჯავშნულ, ცალკე გამოყოფილ რადიოთერაპიის ოთახში.

მკურნალობა არის ამბულატორიული და მოიცავს სამ სესიას, თითოეული სესიის ხანგრძლივობა 5 წუთს შეადგენს. მისი განმეორება კი ერთი წლის შემდეგ მოხდება, უკვე ჩატარებული თერაპიის შედეგიდან გამომდინარე.

პირველმა ათმა პაციენტმა კარგი შედეგებით დაასრულა კურსი. ამ ტიპის თერაპია აქამდე მხოლოდ კერძო კლინიკებში ტარდებოდა და ერთი სესიის ღირებულება 300 ევრო იყო.

დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის დახმარებით და 70 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკის შემოწირულებით, რომელიც ანჯელა სერას ასოციაციამ გაიღო, შესაძლებელია მკერდის კიბოს მკურნალობა უახლესი ლაზერის მეთოდით და უფასოდ. - ,,ეს არის დემონსტრირება იმის, თუ როგორ არის მოხალისეობა, ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური საყრდენი. ასოციაციებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ინტეგრაციას დიდი, სასარგებლო შედეგების მოტანა შეუძლია“ - განაცხადა, მოდენას საუნივერსიტეტო- ჰოსპიტალური ცენტრის დირექტორმა, კლაუდიო ვანინმა.

ნონა გედენიძე, სპეციალურად excluzivetv.ge-სთვის ემილია-რომანიადან

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ნებართვა იგივე il permesso di soggiorno illimitato UE

📌 1 მაისიდან, იტალიაში „მწვანე პასპორტის“ და პირბადეების ტარების ვალდებულება იხსნება

📌 ემიგრაცია: „ქრისტიანობა გაყიდული სამსახურის ფულით ტაძარში დანთებული დიდი სანთელი არაა, არც ნაჩქარევად გადაწერილი პირჯვარი და არც მუხლებზე დგომა“ - ლელა ლაჩაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751640859

ახალი ამბები

რუსთავში ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს შეეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა. დაშავებული 30 წლამდე კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადა...

ავარია რუსთავში

1751639443

საზოგადოება

ნათია თურნავამ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლუქსემბურგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწი...

ნათია თურნავა

1751638599

ახალი ამბები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე იმსჯელა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასთან...

მარიამ ლაშხი

1751638198

ახალი ამბები

მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძეზე: ახლა მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციასო, იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც...

მაია ბითაძე

1751636081

მსოფლიო

ერდოღანი: ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება

„ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის ქალაქ ხანქენდიში, „ეკონო...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი