გიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.
მისივე თქმით, შესაბამისად, ცესკოს აქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მიაწოდონ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია.
„წლის მანძილზე დაახლოებით ოთხჯერ თუ ხუთჯერ საჯარო განცხადება გავაკეთეთ ყველა იმ პროცედურული დეტალის შესახებ, თუ როგორ ხდება საარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაცია. აქ კანონმდებლობა განასხვავებს ორი ტიპის რეგისტრაციას. ერთი გახლავთ იმ ტიპის პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებსაც წინასაპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდათ რეგისტრაცია, ან ჰყავთ წარმომადგენლობა პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დღისთვის. მათ, არჩევნების დანიშვნის დღიდან 57-ე დღემდე აქვთ საშუალება მიმართონ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. ამ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარეს რეგისტრაციისთვის.
ხოლო, სხვა პარტიებს, რომლებსაც უნდა არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრაციის მიზნით, მათ აქვთ 14 ივლისის ჩათვლით ვადა იმისთვის, რომ წარადგინონ შესაბამისი განაცხადი, მიიღონ ხელმოწერების ბლანკის შესაბამისი ნიმუში და წარადგინონ აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერები. ეს გახლავთ მინიმუმ 25 ათასი ხელმოწერა. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია, რასაც, ცხადია საარჩევნო ადმინისტრაცია აკეთებდა და გააკეთებს კიდევ მომავალში“, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.
1751651151
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტის შეთავაზება დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკ...
1751648299
საზოგადოებათემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...
1751646701
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში ა...
1751643892
საზოგადოება„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....
1751643071
საზოგადოებაავარია ხაშურის გასასვლელთან - დაშავდა რამდენიმე ადამიანი
ხაშურის გასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებ...